როგორ ასწრებდა დედა ყველა ფანჯრის გაწმენდას, სანამ ბავშვებს ეძინათ

348
Photo credit: Depositphotos

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ცხოვრების ყველა სფეროს განახლების სურვილის გვიჩნდება. მთავარი საქმეების სიაში, პირველ პოზიციას – გენერალური დალაგება იკავებს. იმ დალაგებას ვგულისხმობ, როდესაც სახლში აბსოლუტურად ყველაფერი იწმინდება. ადრე, ფანჯრების წმენდის პროცესს ვერ ვიტანდი. თუმცა ჩემი ტანჯვა მას შემდეგ დასრულდა როდესაც დედამ მასწავლა თუ რით უნდა გამეწმინდა ფანჯრები, ზედმეტი პრობლემების გარეშე. პაპარაცის ამ სტატიაში სწორედ ამ პატარა ეშმაკობას გაგიზიარებთ!

როგორ გავწმინდოთ ფანჯრები

ფანჯრის რაფები – ნამდვილი მტვრის ბუდეა, რომელიც ზამთარში დიდი რაოდენობის ჭუჭყს იგროვებს. ეს კიდევ არაფერი მაგრამ, მათ გასაწმენდად მიდგომა ხომ არც თუ ისე მარტივია. იგივე შეიძლება ითქვას გასაწევ კარზეც. როგორ გავაპრიალოთ ყველაფერი მბზივნარებამდე?!

სინამდვილეში ამ პრობლემის გადაწყვეტა ელემენტარულია. დარწმუნებული ვარ ყველა საჭირო მასალა უკვე გაქვთ სახლში. თუ არ გაქვთ, მას პროდუქტების უახლოეს მაღაზიაშიც უმარტივესად იშოვით.

რთულად მისაწვდომი ადგილების გასასუფთავებლად, ის საშუალება გამოიყენეთ, რომელიც მტვერს დაალბობს. ამასთანავე არც ზედაპირს დააზიანებს. ამ დავალებას უმარტივესად უმკლავდება სტანდარტული საკვები სოდა – წყალბადის ზეჟანგთან ტანდემში!

ამ შესანიშნავი პროდუქტების ქებას არ დავიწყებ, რადგან ეს უკვე თავადაც იცით. რაც მთავარია ის არა მხოლოდ ამრტივი არამედ სწრაფი მეთოდიც გახლავთ. ჭუჭყიან ზედაპირს სოდის თხელი ფენა მოაყარეთ, შემდეგ წყალბადის ზეჟანგი მოასხით და შედეგად ფაფას მიიღებთ. ეს ნარევი ზედაპირზე 5 წუთით დატოვეთ, შემდეგ კი ჭუჭყი ხელსახოცით ან ნაჭრით ამოწმინდეთ.

თუ სახლში რაიმე მიზეზის გამო, წყალბადის ზეჟანგი არ აღმოგაჩნდათ ის თავისუფლად შეგიძლიათ საკვები ძმრით ჩაანაცვლოთ. მეთოდი იგივენაირად მოქმედებს. კარგი იქნება თუ ხსნარის ამოწმენდის შემდეგ მასში, ჩვეულებრივ წყალსაც ჩაასხავთ, ცოტა ხანს გააჩერებთ და ისევ ამოწმენდთ. მათი გაწმენდა ძველი კბილის ჯაგრისითაც შეგიძლიათ.

მცირე ეშმაკობები

არსებობენ დიასახლისები, რომლებიც რაიმეს გაწმენდამდე მას ჯერ მტვერსასრუტით ასუფთავებენ. ამგვარად მთელს მტვერს და მოძრავ ჭუჭყს იღებენ და შემდეგ ადგილს უფრო იოლად წმენდენ.

სოდისა და პერეკისის ნაცვლად, შეგიძლიათ წყლისა და ნიშადურის ხსნარი გამოიყენოთ. 1 ჭიქა წყალზე 1 სუფრის კოვზი საშუალება დაგჭრდებათ. ეს მეთოდი არა მხოლოდ ჭუჭყისგან გაგათავისუფლებთ, არამედ ზედაპირებსაც გაათეთრებს თუ სიძველისგან აქვს ფერი შეცვლილი.

ამ შემთხვევაში სტანდარტული საყოფაცხოვრებო ქიმიაც გამოგადგებათ: ჭურჭლის სარეცხი საშუალება ან საწმენდი გელი. თუმცა რაფების საწმენდად მაინც ზემოთ ხსენებულ საშუალებას ვიყენებ. უბრალოდ ამ მეთოდს ოდნავ მეტი დრო ჭირდება და თუ მაშინვე ვერ მოგცემთ შედეგს, პროცესის გამეორება ხდება საჭირო.

უნივერსალური საშუალება ფანჯრებისთვის

თანამედროვე დისახლისები ფანჯრებს სპეციალური საშუალებებით წმენდენ. თუმცა ყველას არ მოსწონს ქიმიის რეგულარული გამოყენება. კარგი იქნება თუ მათ ჩასანაცვლებლად ნატურალურ საშუალებებს გამოიყენებთ.

ამისთვის 3 კომპონენტი დაგჭირდებათ: წყალი, გლიცერინი და ნიშადურის სპირტი. აურიეთ 30 მილიგრამი წყალი, 10 ჩაის კოვზი გლიცერინი და რამდენიმე წვეთი ნიშადური. მიღებული ხსნარით ქაღალდის ხელსახოცი ან რბილი ნაჭერი დაასველეთ და ფანჯრები გაწმინდეთ.

ამ ხალხური საშუალების შემადგენლობაში გლიცერინი შედის. ის ფანჯარაზე ძალიან თხელ, თვალისთვის შეუმჩნეველ ფენას წარმოქმნის, რომელიც მის ზედაპირს ზედმეტი მტვრისგან იცავს და ფანჯარა ვიზუალურად გაცილებით უკეთ გამოიყენება.

პაპარაცის რედაქციისგან

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. მართალია ეს არც თუ ისე სასიამოვნო საქმიანობაა, მაგრამ მათი წმენდა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათში დაგროვილი მტვერი ჰაერს დაამძიმებს.

იცოდით, რომ ფანჯრების წმენდა, ღრუბლიან ამინდში უმჯობესია?! როდესაც ფანჯრებს მზის სხივები ხვდება, მათზე დიდი ალბათობით ზოლები დარჩება. მოგვიყევით თქვენ როდის და რა მეთოდით ამჯობინებთ ფანჯრების წმენდას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს