როგორ უნდა ახვიდეთ კიბეზე თუ ასვლა გიჭირთ და გგონიათ, რომ ვერ გაუმკლავდებით

0
519
Photo credit: Depositphotos

ქოშინი ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაუჩნდეს. რა თქმა უნდა ეს ჯანმრთელობასთან არის კავშირში. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მავნე ჩვევების მქონეთა და ჭარბწონიანებისთვის. ყველაზე ხშირად ის ასაკოვან ადამიანებს აწუხებთ. გახშირებული სუნთქვა მათ მოძრაობაში და გზის გაგრძელებაში უშლით ხელს, განსაკუთრებით თუ საქმე კიბეზე სიარულს ეხება.პაპარაცის რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ უნდა გადაწყვიტოთ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ. ამ სტატიაში მარტივ მეთოდს გასწავლით რომელიც კიბეზე ასვლისას თანაბარი სუნთქვის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ქოშინი

მედიცინაში ამას დისპნოეს უწოდებენ. სამწუხაროდ მისი განკურნება შეუძლებელია, რადგან მისი გამომწვევი მიზეზიც რომელიღაც ავადმყოფობაში იმალება. თუ ქოშინი გაწუხებთ უმჯობესია ექიმს მიმართოთ და ყველა საჭირო ორგანო გამოიკვლიოთ.სამწუხაროდ გარადამავალი ასაკის მქონე ყველა ადამიანი არ ცხოვრობს აქტიური ცხოვრების წესით. ქოშინი კი კიდევ ერთ მიზეზად იქცევა, რომლის გამოც სახლიდან გასვლა არ გვინდა. რა ვქნათ თუ სახლში ლიფტი გაფუჭდა?! არსებობს ერთი მეთოდი რომელიც ნებისმიერ სართულზე ქოშინის გარეშე ასვლაში დაგვეხმარება. ის შესაძლოა ელემენტარულად მოგეჩვენოთ მაგრამ, რაში მდგომარეობს მისი ეფექტურობა? როგორც ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივია.მაშ ასე, გააკეთეთ პირველი ნაბიჯი კიბეზე, მაგალითად მარჯვენა ფეხით. შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით მეორე ფეხით – დადექით იმავე საფეხურზე. შემდეგ იგივე გაიმეორეთ. მეორე ფეხი მაღლა საფეხურზე არ დადგათ, არამედ პირველი ფეხის გვერდით დადგით.შემდეგ უბრალოდ გაიმეორეთ ეს ციკლი. ეს მეთოდი დატვირთვას სერიოზულად ამცირებს. სანამ ერთ ფეხს მეორესთან დგამთ, მიკრო-შესვენებას აკეთებთ და აღარ იტვირთებით.

ვაღიარებთ, თავიდან ამ მეთოდს სკეპტიკურად მივუდექით, ის ხომ სინამდვილეში ძალიან მარტივია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ბევრი მოხუცი იყენებს და ნამდვილად მუშაობს!თუ არ გჯერათ შეგიძლიათ პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროთ. გაიარეთ რამდენიმე საფეხური თქვენი მეთოდით და პულსი გაიზომეთ. შემდეგ იგივე მანძილი ჩვენი მეთოდით გაიარეთ და კვლავ შეამოწმეთ პულსი. განსხვავებას ნამდვილად დაინახავთ.

მედიტაციური სიარული

ამბობენ, რომ პროფილაქტიკა გაცილებით უკეთესია ვიდრე მკურნალობა. თუ გსურთ, რომ სიბერეში არც ქოშინი გაწუხებდეთ და არც ჰაერის უკმარისობა, ორგანიზმი ახალგაზრდობიდანვე უნდა ავარჯიშოთ. ამ დავალებას ადვილად გაუმკლავდება მედიტაციური სიარული. ეს ტექნიკა არა მხოლოდ სტაბილურ დატვირთვებს შეგაჩვევთ, არამედ მოგიხსნით სტრესს და თქვენს განწყობასაც გააუმჯობესებს.მედიტაციური სიარულის არსი ყურადღების ყოველ ნაბიჯზე კონცენტრაციაა. თქვენთვის მნიშვნელოვანია ფეხის კავშირი იგრძნოთ მიწასთან და თავად პროცესზე ფოკუსირდეთ. როდესაც ამას გააკეთებთ, სიარულისთვის საჭირო ყველა მოქმედებას შეიგრძნობთ და გაითავისებთ.ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ამის კეთება ძალიან მარტივია. თუმცა ყურადღების კონცენტრირებისთვის დიდი შრომა მოგიწევთ, ეს ხომ რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია. ამ მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება სახლშიც შეგიძლიათ.

ქოშინი: პროფილაქტიკა

ღრმა სუნთქვა – ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროფილაქტიკური ტექნიკაა ქოშინის წინააღმდეგ. გარდა ამისა ის კარგად გვადუნებს. დაწექით და ხელები მუცელზე დაიწყვეთ. ფეხები გაასწორეთ ან პეპლის პოზაში დაჯექით. გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით და ამ დროს ფილტვების ნაცვლად მუცელი გაბერეთ.ჩასუნთქვისას სცადეთ სუნთქვა რამდენიმე წამით შეიკავოთ. შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ, მუცელი დაუშვით მაგრამ, შიგნით არ შეიტანოთ. ეს პროცედურა 5-10-ჯერ გაიმეორეთ. ეს შეგიძლიათ დილითაც გააკეთოთ და საღამოსაც. ეს სავარჯიშო სწრაფად და ღრმად დაძინებაში დაგეხმარებათ.

პაპარაცის რედაქციისგან

ამ სტატიით გვსურს შეგახსენოთ, თუ რა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა. თუ ქოშინის პრობლემას გადაეყრებით, მის მოგვარებას ნუ გადადებთ. გირჩევთ თქვენ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და სხვადასხვა პროფილაქტიკური ტექნიკებიც აკეთოთ.

თქვენც გქონიათ ქოშინი?! როგორ გაუმკლავდით პრობემას?! გთხოვთ კომენტარები არ დაიშუროთ!