პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში უჩვეულო მაგრამ ძალიან მარტივი სალათის რეცეპტს გაგაცნობთ, მას “ქალბატონის კაპრიზი” ქვია. ძალიან ნოყიერია და ამავდროულად ორიგინალურიც გახლავთ.
სალათის მთავარი შტრიხი ანანასია, რომელიც მის შემადგენლობაში შედის. ხილი შესანიშნავად აახლებს გემოს და მას ეკზოტიკურობის ნოტას სძენს. ასეთი გემრიელობა შესანიშნავად ეხამება როგორც ყოველდღიურ მენიუს ასევე საზეიმოსაც.
ინგრედიენტები
- 1 ქათმის გულ-მკერდი
- 3 ნაჭერი ანანასი
- 70 გრამი მაგარი ყველი
- 1 კბილი ნიორი
- 2 ცალი კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი
1. ჯერ ქათმის ფილე მოხარშეთ მზაობამდე. შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის კუბებად და ღრმა ჯამში მოათავსეთ.
2. კვერცხი მაგრად მოხარშეთ და ანალოგიური მეთოდით დააქუცმაცეთ.
3. ანანასიც საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
4. მაგარი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
5. ახლა ნიორი დაჭყლიტეთ ან დანაყეთ. ისღა დაგვრჩენია თითქმის მზა სალათი მაიონეზით, მარილით და სხვა სანელებლებით შევაზავოთ. ყველაფერს კარგად მოურიეთ. მზად არის! სუფრასთან მიტანის დროს სალათი შეგიძლიათ ანანასით ან მწვანილით მორთოთ.
როგორც ხედავთ მართლაც უმარტივესი სალათია რომელსაც ნებისმიერი დისახლისი გაუმკლავდება. ამასთანავე შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. გემრიელად მიირთვით!