რატომ არ საუბრობენ ზრდილი ქალები საკუთარ ფინანსებზე

141
photo credit: Getty Images

უმალავთ თქვენს შემოსავალს სხვებს? გრცხვენიათ ოჯახური ფინანსების სხვებთან გარჩევა, რადგან ძალიან დაბალი შემოსავალი გაქვთ? ან, პირიქით, ძალიან მაღალი? საერთოდ, რა პრობლემაა, რატომ არ არის მიღებული ფულზე საუბარი და რატომ შეიძლება ზიანიც მოგაყენოთ? Paparazzi.ge-ს რედაქცია თვლის, რომ ასეთი ინფორმაციის გამხელა ნამდვილად არ ღირს. არა იმიტომ, რომ ვინმეს შეიძლება შეშურდეს. ადამიანები მხოლოდ ამ ემოციას არ განიცდიან. მოკლედ, ეს ხალხის პრობლემაა, ასე არაა? რა უნდა ავუხსნა ამ ღატაკებს?

ოჯახური ფინანსები

კარგი. თქვენთვის ერთი კლასიკური ისტორია გვაქვს, რომელიც ფინანსებს და ამ მხრივ კომპლექსებს უკავშირდება. ქალი უზრუნველყოფილი ოჯახიდან მუშაობს გუნდში, სადაც თანამშრომლები რთულ ცხოვრებისეულ პერიოდს გადიან. ვინ იფიქრებდა, რომ ამის გამო ქალი უხერხულობას განიცდიდა. ნახეთ, რას წერს.

photo credit: Getty Images

„ვმუშაობ თანამშრომლებთან ერთად, რომელთაც ახლა რთული პერიოდი აქვთ. კარანტინის გამო შემცირებების ტალღა არ სრულდება და მთლიანობაში კომპანიის შემოსავლები შემცირდა. აი, რაშია საქმე: ჩემი ქმარი კარგ შემოსავალს იღებს, შემეძლო საერთოდ არ მემუშავა, უბრალოდ სახლში ჯდომა არ მინდა. თან საკუთარი ფული ხელს არ შემიშლის, არ მინდა ვეხვეწო. აი, ასეთი პატარა ქალური სიამაყე მაქვს.

კოლეგებთან ურთიერთობა სულ უფრო და უფრო რთულდება. ისინი სტრესში არიან: ხან ხელფასს აჭრიან, ხან ვიღაცას სამსახურიდან ითხოვენ. სასიამოვნო ცოტაა. გასაგებია, რა განწყობაზეა საუბარი. ვცდილობ ნაკლებად შესამჩნევი ვიყო, უბრალოდ ვიცვამ, ფულზე ლაპარაკს თავს ვარიდებ. ზოგჯერ ისე ხდება, თითქოსდა ენაზე „ვიღაც მექაჩებოდა“. შემდეგ ვზივარ და ვფიქრობ, რა საჭირო იყო ამის თქმა?

photo credit: Getty Images

ზოგჯერ მესმის, როგორ კიცხავენ ჩვენს უფროსს, თან გამოთქმებში თავს არ იკავებენ. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არაა, თან უფროსი ჩემი ქმარია. ვიმედოვნებ, მის თვალწინ ასე არ იქცევიან. ჩუმად ვარ. გასაგებია, რომ ვერაფერზე დაელაპარაკები. არადა როგორ მინდა კომფორტული გარემოს პოვნა. ვხედავ, რომ აქ „ჩემ“ ხალხს ვერ ვიპოვი.

ოჯახური ფინანსები

ჩვენი აზრით, ქალი ორივე სკამის დაუფლებას ცდილობს: გუნდში გაშინაურებაც და თან დირექტორის მეუღლედ დარჩენა სურს. საკუთარ ადგილზე ყოფნა კარგია, მაგრამ იმდენი ტაბუ და აკრძალვა არსებობს, რომ ჩნდება კითხვა: ღირს კი? იმის მიუხედავად, რომ ქალი სხვების მსგავსად მუშაობს, თავს მაინც უცხოდ გრძნობს.

photo credit: Getty Images

თავისთავად, ასეთი სტატუსით გუნდში ოჯახური ფინანსების განხილვა მიუღებელია, და საერთოდ ფულზე ლაპარაკი. თუნდაც შემოსავლის ზომებს ყურადღება არ მიაქციოთ, მათი ინტერესები და მიზნები განსხვავდება. რა საჭიროა წინააღმდეგობა?

როგორც არ უნდა იყოს, არც ერთი ადამიანი არ ილაპარაკებს ყველაფერზე, რაც მის ცხოვრებაში ხდება. უნდა გესმოდეთ, რომ აქ საზღვრები არსებობს. განსხვავებები შემოსავლის დონეზეც არაა. ყველაზე საინტერესოა, რომ ასე ნებისმიერ გუნდში ხდება და სრული კომფორტის მიღწევას ცოტა თუ ახერხებს. სწორედ ამიტომ, „საკუთარი“ ხალხის პოვნა საკუთარ გარემოში უნდა სცადოთ. ეს ლოგიკურია.

photo credit: Getty Images

როც მარტო რჩებით და არ თვალთმაქცობთ, თავს განსხვავებულად გრძნობთ. მოგწონთ დამოუკიდებლად ფულის შოვნა? მცირე ბიზნესი გახსენით. ფონდი დააარსეთ, რომელიც სხვებს დაეხმარება. შემოქმედებითი სტუდია გახსენით. ასე საკუთარ ხალხს მოიზიდავთ და სხვების ფინანსების განხილვა საჭირო აღარ იქნება.

რედაქციისგან

ჩვენთვის უცნაურია იმაზე საუბარი, თუ რამდენს ვშოულობთ. ჩვენ, ყველა განსხვავებულნი ვართ და ბედნიერებიც სხვადასხვა მიზეზით ვართ. ამ თემაზე თქვენი მოსაზრება გამოთქვით: უნდა მოუყვეთ თუ არა სხვებს საკუთარ შემოსავლებზე ან დავკომპლექსდეთ თუ არა ამასთან დაკავშირებით?

გისურვებთ, რომ ოჯახური ფინანსები გაიზარდოს და გამრავლდეს, ხოლო ამაზე ისაუბრეთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია. ამის შესახებ შესანიშნავი გამონათქვამი არსებობს: ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს