თავს მარტოსულად და უსარგებლოდ ვგრძნობ, არ ვიცი როგორ მოვიქცე

1053
photo credit: depositphotos

ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა პერიოდი, მათ შორის რთული, არსებობს. ეს შეიძლება იყოს დეპრესია, სევდა, ხოლო  ამის მიზეზი კი ბანალური მარტოობა. თითქოსდა გამოსავალი არ არსებობს, ჩაკეტილ წრეში ცხოვრობთ და სიტუაცია არასდროს შეიცვლება. მხოლოდ ცრემლები და ტკივილი რჩება. Paparazzi.ge–ს რედაქციამ ამის შესახებ ერთი წერილი მიიღო და გვსურს გასწავლოთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ მარტოობას.ძალიან განვიცდით, როცა ჩვენამდე მსგავსი სასოწარკვეთილების ტალღები მოდის. განსაკუთრებით იმ ხალხიდან, ვინც ბევრი რამ უკვე გამოიარა, რომლებიც მინიმუმ 50 წლის არიან. მხოლოდ ერთის თქმა შეგვიძლია – იმედი არასდროს დაკარგოთ!

როგორ გავუმკლავდეთ მარტოობას

„თავს მარტოსულად და ღარიბად ვგრძნობ. ასეთი კი არავის უყვარს, საკუთარ შვილებსაც კი. სამი შვილი მყავს. ორი უფროსი შვილი დიდი ხანია ცალკე ცხოვრობს, არც კი მსტუმრობენ. ხანდახან მირეკავენ. უფრო ხშირად მე ვურეკავ. უმცროს ქალიშვილთან ერთად ბინაში ვცხოვრობ. ის კომუნიკაბელური არაა, სულ თავის ოთახში ზის, დისტანციურად მუშაობს.დღეს სამზარეულოში შევხვდი. ვუთხარი, რომ მასთან ერთად დავჯდებოდი და ხაჭოს ბლინებს გავაკეთებდი. ამაზე უკმეხად მიპასუხა, რომ ნორმალურად ჭამაში ხელს ვუშლი. ავტირდი, რადგან მეწყინა. მასთან ყოფნა მსურს, ის კი. თან მიყვირა, რომ ვტირი და კარგი განწყობა გავუფუჭე. კვლავ ოთახში ჩაიკეტა.კიდევ დედა. დაუძლურებული, აღარაფერი ესმის. ვძულვარ, ვერ მცნობს, ზოგჯერ დარტყმა სურს, მავნებლობს. მთელი ცხოვრება ყველას დახმარებას ვცდილობ და მაინც მარტო ვარ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედასთან და სამ შვილთან ერთად. როგორ მოვიქცე, როცა უკვე 60 წლის ვარ? რა დავაშავე?

როგორ გავუმკლავდეთ მარტოობას

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიტუაცია იშვიათობას არ წარმოადგენს. ასეთი პრობლემები აწუხებს ბევრ ქალს, რომლებიც „სხვებისთვის ცხოვრობენ“. მთელი ცხოვრება სიყვარულის, ზრუნვის გამოხატვას, შვილების ფეხზე დაყენებას და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებას ცდილობემ. სავარაუდოდ, ამ ქალის შემთხვევაშიც ასე იყო.დაბადებიდანვე მათთვის ბრძოლობდა, ყოველგვარ სურდოს მკურნალობდა, სკოლაში დაყავდა, შრომობდა. ახლა გაიზარდნენ და ასეთი ზრუნვა არ სჭირდებათ. უკვე დიდები არიან და შეუძლიათ ცხოვრებისეულ გამოწვევებს თავად გაუმკლავდნენ. უმცროსი ქალიშვილიც კი, რომელიც დედასთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობს.სამწუხაროდ, ქალებს საკუთარი ჩარევის დონის ადეკვატურად შეფასება ყოველთვის არ შეუძლიათ. ზოგჯერ შეიძლება ზედმეტად მომაბეზრებლები იყვნენ, მაგრამ ამას ვერ ამჩნევდნენ. შესაძლოა, შვილები ზედმეტ ზრუნვას გაურბიან? თუ ასე არაა და იუმორის გრძნობას არ პასუხობენ, ცხოვრებას უნდა გადახედოთ.ყველაზე მარტივი მეთოდი – „ინერცია“ გამორთეთ და ვიღაცისთვის ცხოვრება შეწყვიტეთ. შვილებს ცხოვრების ნაწილი უკვე მიეცით, დროა საკუთარი თავისთვის იცხოვროთ. დაიწყეთ, იმ ხაჭოს ბლინებით. მოამზადეთ არა ქალიშვილისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. შემდეგ ღვეზელი იყიდეთ და გაისეირნეთ. სილამაზის სალონში შეიარეთ.საკუთარ გრძნობებზე ეკონომია არ ღირს, საკუთარი თავი თავიდან შეიყვარეთ. თუ ადრე ამაზე ლაპარაკიც არ ღირდა, ახლა ამის დროა. როგორც გამონათქვამში ამბობენ: „წყალწაღებულის გადარჩენა თავად წყალწაღებულის ხელშია“. როგორც კი საკუთარ თავს შეიყვარებთ, ირგვლივ სამყარო შეიცვლება. მავნე მოხუც დედასთან კი რაღაც უნდა გადაწყვიტოთ, უბრალოდ სცადეთ.

რედაქციისგან

სიყვარულისთვის ბევრი ფული, ექსკლუზიური საცხოვრებელი, რაიმე სიმდიდრე საჭირო არაა. აი, მშვიდი გული ნამდვილად დაგჭირდებათ. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავის შეცოდება შეწყვიტეთ და უბრალოდ შეიყვარეთ! აუცილებლად მოგვწერეთ, მსგავსი სიტუაცია თუ გადაგხდენიათ და რას ურჩევდით ამ გზაარეულ ქალს.მარტოობასთან გასამკლავებლად ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველა ეფექტურია? ეს მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელიც გადაჭრის გზებს ეძებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს