როგორ ჩამოვრეცხოთ გასაჭიმი ჭერი სწორად

2880
© Depositphotos

ყველა ქალმა უნდა დაიცვას სახლში სისუფთავე. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში საშინაო მოვალეობები პარტნიორთან უნდა გაიყოს და მთელი ეს ტვირთი მხოლოდ ქალის მყიფე მხრებმა არ უნდა ზიდოს. თუმცა, მაინც, სწორედ ქალს შეუძლია სახლის ისე დალაგება, რომელიც იქ სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნებას დატოვებს.

საქმე ისაა, რომ ქალი, მამაკაცზე უფრო უკეთ, ამჩნევს მცირე დეტალებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნიუანსებს, რომლებზეც მისი მეორე ნახევარი არასდროს გაამახვილებდა ყურადღებას. რომელ საშუალოსტატისტიკურ მამაკაცს მოუვა თავში, მაგალითად, გასაჭიმი ჭერის წმენდა? არ მგონია, რომ ბევრი მსურველი გამოჩნდება, თუმცა ქალებს ეს არაერთხელ ექნებათ გაკეთებული.

© Depositphotos

ჩვენმა რედაქციამ იცის, რომ დიასახლისისთვის ყოველთვის არაა მარტივი კარგი დასალაგებელი საშუალების პოვნა. ხან, ჭერზე ჩამჯდარ ლაქებს პოულობს, ხანაც, წმენდის შემდეგ, ჭერზე ნაპრალებს ამჩნევს. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ ხრიკს, რომელთა გამოყენებითაც ჭერიდან, ნაპრალების გარეშე, ჩამოწმენდთ ჩამჯდარ ლაქებს.

როგორ გავწმინდოთ გასაჭიმი ჭერი

რეალურად, გასაჭიმი ჭერის იდეალურად გაწმენდა ძალიან მარტივია. მთავარია, შეარჩიოთ ჭერისთვის შესაფერისი საწმენდი საშუალება, რამდენადაც მკრთალ და მბზინავ ზედაპირებს სხვადასხვაგვარი საშუალებები სჭირდება.

© Depositphotos

მბზინავი ჭერის წმენდა დაშვებულია მხოლოდ რბილი ღრუბლით. მისთვის საწმენდი საშუალება შეგიძლიათ წყლისა დ სარეცხი ფხვნილის ან ჭურჭლის საწმენდი ჟელეს გამოყენებით მოამზადოთ. თუმცა, ჭერზე უშუალოდ ამ ხსნარის წასმა დაუშვებელია! გაწმინდეთ ჭერი ინგრედიენტების შერევისას წარმოქმნილი ქაფით.

© Depositphotos

ყურადღებით იყავით იმ წყლის ტემპერატურასთანაც, რომლითაც ჭერის გაწმენდას აპირებთ – იგი 40 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. გახსოვდეთ, რომ, ცხელი წყლის ზემოქმედებით, მბზინავი ჭერის ზედაპირი შეიძლება გაფუჭდეს.

მბზინავ ზედაპირზე ნაპრალები რომ არ გაჩნდეს, აუცილებლად გაამშრალეთ იგი წმენდის შემდეგ. ამისთვის გამოიყენეთ რბილი ბოჭკოვანი ქსოვილი.

© Depositphotos

გასაჭიმი ჭერის გაწმენამდე ხელებიდან მოიხსენით ყოველგვარი სამკაული, არც სამკაული რომ არ დაზიანდეს და არც ჭერი.

© Depositphotos

მკრთალი დაფარვის ჭერი რომ ჩამორეცხოთ, გამოიყენეთ 1 ლ წყლისა და 50 მლ შუშის საწმენდი საშუალებისგან დამზადებული ხსნარი. ასეთი საშუალება ისეთი შემთხვევებისთვისაა, როცა ჭერზე არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი დაბინძურებები, იგი მარტივად უმკლავდება მტვერსა და დიდ ცხიმიან ლაქებს, არ ტოვებს ნაპრალებს.

© Depositphotos

თუ ძირითადი დაბინძურება სწორედ ცხიმია, გამოიყენეთ წყლისა და სარეცხი ფხვნილის ან ჭურჭლის საწმენდი ჟელეს ხსნარი. საუკეთესო შედეგისთვის, მოწმინდეთ ჭერი წრიული მოძრაობებით. იმისათვის, რომ ზედაპირი არ დააზიანოთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მშრალი ფხვნილები და სპირტის შემცველი საშუალებები სუფთა სახით.

© Depositphotos

მკრთალი ზედაპირები უფრო მარტივად იწმინდება, ვიდრე მბზინავი, უბრალოდ დაიცავით ძირითადი წესები და არ დაუშვათ ძლიერი დაბინძურება. ეს პროცედურა, ნებისმიერი სხვა სახის დალაგების მსგავსად, რეგულარულობას მოითხოვს.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს