ქმრის დედასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ყველა ქალბატონს ნამდვილად არ უნდა. ყოველ ახალგაზრდა ოჯახს ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრების და საკუთარი მყუდრო ბუდის შექმნა სურს. დედამთილი კი როგორც წესი არ შედის იმ ადამიანების სიაში, ვისაც რძლები თავიანთ სახლში ისურვებდნენ. თუმცა სიტუაცია სხვადასხვანაირი არსებობს.დღეს პაპარაცის რედაქცია, მოგითხრობთ ქალის ისტორიას, რომელსაც დედამთილთან კონფლიქტი მოულოდნელად შეექმნა და ახლა მასთან საერთო ენას ვეღარ პოულობს. რაში მდგომარეობს უთანხმოების მიზეზი და როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა იმისთვის, რომ ახლობელ ადამიანებს შორის ისევ სიმშვიდემ დაისადგუროს?
ქმრის დედასთან ცხოვრება
“თავიდან ლევანის დედასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა როდესაც შეიტყო, რომ დაქორწინების შემდეგ ჩვენ, ჩემს ერთოთახიან ბინაში ვაპირებდით ცალკე ცხოვრებას, მისი ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ის ჯერ გვარწმუნებდა, რომ მის ბინაში გვეცხოვრა და ჩემი ბინა გაგვექირავებინა. შემდეგ ლევანს უხსნიდა, რომ ის უკვე მარტოხელა მოხუცია და მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ საპენსიო ასაკიც კი არ აქვს! – გვწერს ირინა.
შემდეგ თითქოს შეეგუა ჩვენს პოზიციას მაგრამ, ჩემს მეუღლეს მოსთხოვა ყოველდღე, სამსახურის შემდეგ ჯერ დედასთან მისულიყო. ხოლო გამოსასვლელ დღეებში მე და ჩემს მეუღლეს მასთან სტუმრად უნდა გვევლო. ჩემი მეუღლე საკმაოდ რბილი ადამიანია და რა თქმა უნდა დათანხმდა დედას. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამთილი გვემუქრებოდა რომ ჩვენთან ურთიერთობას საბოლოოდ გაწყვეტდა.ცალკე გადასვლის შემდეგ, ჩემი ქმარი სახლში ყოველდღე გვიან ბრუნდებოდა. ეს ყველაფერი ჩემთვის აუტანელი გახდა და ვეღარ ვითბენდი. შემდეგ უკვე დედამთილმა დაიწყო ჩვენთან სიარული, მთელი დღეები ჩემთან იჯდა და საშინელებებს მიყვებოდა. გარდა ამისა, მეუბნებოდა, რომ მას შვილი ჩამოვაშორე და წავართვი. მუდმივად ეძებდა ჩემში ნაკლს იმისთვის, რომ შენიშვნა მოეცა და შვილისთვის დაემტკიცებინა, რომ ცუდი დიასახლისი ვარ.მე ისე არ ვარ გაზრდილი, რომ მას პასუხი ისე გავცე რა ტონითაც თავად მაძლევს შენიშვნას. ჩემი მეუღლე არსებულ სიტუაციაზე ისედაც ძალიან ნერვიულობს და არ მინდა სიტუაცია უარესად დავამძიმო. ზოგჯერ მგონია, რომ მას არც შვილიშვილების გაჩენაც არ გაუხარდება.”
რძლის დადანაშაულება შეუძლებელია და არც მისთვის ცუდი დიასახლისის წოდებით მოხდება კონფლიქტის განმუხტვა. რაც შეეხება დედამთილს – მისი საქციელი ეგოიზმს და ეჭვიანობას უფრო ჰგავს ვიდრე ზრუნვას.
ნებისმიერ სიტუაციაში, სწორია როდესაც ახალგაზრდა ოჯახი ცალკე ცხოვრებას ცდილობს და თავისი დამოუკიდებელი ტერიტორია აქვს. თუმცა ქმრის დედასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში ხომ ორივე მხარე კარგად იგრძნობს თავს. ამიტომ საჭიროა თანაბარ დონეზე არსებული დიალოგი და შენიშვნის მიღების დროს შესაბამისი პასუხის დაბრუნებაც. ასეთ შემთხვევაში კომპრომისის პოვნა უფრო გაადვილდება.