რომელი საღამოს სალათის შემდეგ ეღვიძებათ კმაყოფილ დიასახლისებს

0
100

რომელი მარტივი და მსუბუქი კერძის მომზადება შეიძლება საზეიმო სუფრისთვის?! შეიძინეთ შებოლილი ქათამი, სიმინდი და სტაფილო. ეს სალათი იმდენად საგაზაფხულო, მზიანი და მწვანეა, რომ 8 მარტისთვის გახლავთ ზედგამოჭრილი.

პაპარაცის რედაქცია ამ შესანიშნავი სალათის მომზადების ინსტრუქციას გაგიზიარებთ. ის სუფრიდან რამდენიმე წუთში გაქრება.

ინგრედიენტები

  • 1 ცალი ხახვი
  • 6-7 ნაჭერი პური
  • 150 გრამი სიმინდი
  • 250 გრამი სტაფილო კორეულად (1 კგ გახეხილი სტაფილო, მცენარეული ზეთი, 1 კბილი ნიორი, 1 კოვზი მარილი, 2 კოვზი შაქარი, 1 დესერტის კოვზი ძმრის ესენცია, 1-1 ჩაის კოვზი დაფქული შავი და წითელი წიწაკა.)
  • 250 გრამი უმად შებოლილი ქათმის მკერდი
  • მაიონეზი და მარილი გემოვნებით
  • კამა

მომზადების წესი

1. დასაწყისისთვის გაამზადეთ ორცხობილა. დაჭერით პურის ნაჭრები კუბებად და ჟარუნაზე მოათავსეთ. ოდნავ მოასხით მცენარეული ზეთი. გამოაშრეთ პური და მისგან ორცხობილა გაამზადეთ. პერიოდულად ურიეთ რათა პური არ დაიწვას.

2. ხახვი გაფცქვენით და ძალიან წვრილად დაჭერით. დაასხით მდუღარე და რამდენიმე წუთით დატოვეთ იმისთვის, რომ სიმწარე გამოუვიდეს. შეგიძლიათ წითელი ხახვიც გამოიყენოთ. ის სალათს სიტკბოს შემატებს.

3. ხორცი შეგიძლიათ ნებისმიერი სახეობის აიღოთ, თუმცა ყველას უმადშებოლილი ქათამი ჯობია. ის მცირე ნაჭრებად დაჭერით და სიმინდი დაუმატეთ.

4. ძალიან წვრილად დაჭერით კამა. ჩაყარეთ სხვა ინგრედიენტებთან. კორეული სტაფილო გამზადებული შეიძინეთ ან თავად მოამზადეთ. ხახვი საწურში დაწურეთ და ისე მოათავსეთ სალათის ჯამში.

5. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მაიონეზი. ცოტაოდენი მარილი და კარგად აურიეთ. სუფრასთან მიტანამდე სალათს ორცხობილები დაუმატეთ. კვლავ მოურიეთ და ზემოდან სალათი და ორცხობილები მოაყარეთ.

6. სულ ეს არის, სტაფილოს სალათი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ეს სალათი ძალიან წვნიანი, ნოყიერი და პიკანტური გამოდის. რეცეპტიც საკმაოდ მარტივია და არც რთულ ინგრედიენტებს შეიცავს.