რატომ არ უხდება მოკრძალება თანამედროვე ადამიანს.

346

რისი თქმა შეუძლია ჩვენთვის სადჰგურუს – მოკრძალებისა და სიმორცხვის შესახებ?! სინამდვილეში – ძალიან ბევრის! მაგალითად მას შეუძლია მოგვითხროს იმის შესახებ თუ მოკრძალებას რომელ შემთხვევაში უნდა ავარიდოთ თავი და როდის გამოგვადგება ის ნამდვილად. პაპარაცის ამ სტატიის თემა მოკრძალება იქნება.

ბევრი წუწუნებს იმის შესახებ, რომ თანამედროვე საზოგადოება იმდენად გვასწავლის საკუთარი თავის სიყვარულს, რომ ხალხს მოკრძალება სულ გადაავიწყდა. მივეჩვიეთ საკუთარი თავისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებას. ეს მოკრძალების საწინააღმდეგო ქმედებაა?! საჭიროა კი მოკრძალება?! ამ შეკითხვებს სადჰგურუს საკმაოდ ხშირად უსვამენ.

პასუხად სადჰგურუ თავისი გოგონას შესახებ გვიყვება ისტორიას. თავის დროზე მან გოგონასთან ერთად მთელი ინდოეთი მოიარა. ისინი სხვადასხვა ადამიანებთან ცხოვრობდენ და ყველგან ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებოდნენ: ყველას უნდოდა გოგონასთვის რაიმე ესწავლებინა. ეს ეხებოდა ლექსებს, ზღაპრებს და ა.შ.

მაშინ სადჰგურუმ რკინის წინაპირობა დადო: მათ მეგობრებს შეეძლოთ გოგონასთან ეთამაშათ, თუმცა მისთვის რაიმეს სწავლების უფლება არ ჰქონდათ. გოგონა ძალიან ბედნიერად იზრდებოდა და როდესაც 18 წელი შეუსრულდა, უკვე 3 ენაზე საუბრობდა თავისუფლად. გოგონა არ სწავლობდა, მასწავლებელი თავად ცხოვრება აღმოჩნდა.

სადჰგურუს დიდად არ უნდოდა გოგონას სკოლაში მიბარება, თუმცა ადამიანის ცხოვრებაში ურთიერთობების როლსაც აფასებდა. რამდენიმე წლიანი სწავლის შემდეგ გოგონა სახლში შეშფოთებული დაბრუნდა. მან იკითხა, რატომ ასწავლის მამა ყველას და მას კი არაფერს. სადჰგურუმ უპასუხა, რომ ის მხოლოდ მათ ასწავლის ვინც ამას სთხოვს და ახლა როცა ეს მან სთხოვა, მათ საუბარი შეუძლიათ.

მან გოგონას უთხრა:

“ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა გახსოვდეს – არასდროს, არავის უყურო არც ზემოდან ქვემოთ და არც ქვემოდან – ზემოთ, თუნდაც მე. თუ ქვემოდან და გაღმერთებით შემომხედავ, მაშინ ჩემს ჭეშმარიტ არსს გამოტოვებ.”

სადჰგურუ აღიარებს, რომ სამყარო მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს მარტივი. სინამდვილეში ადამიანური ბუნება ისეთია, რომ ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ყველას და ყველაფერს. შინაგანად ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ რა არის კარგი და რა ცუდი. ამ აკვიატებული აზრებისგან აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ. მხოლოდ ამ აზრებისგან გათავისუფლების შემდეგ დავინახავთ ცხოვრებას ისეთად როგორიც არის, ჩვენ შევძლებთ შევიმსუბუქოთ ჩვენი მოგზაურობა.

პაპარაცის რედაქციისგან

არ არის აუცილებელი ყველაფერს შეეგუო. იმ შემთხვევაში თუ მუდმივად რაღაცას აფასებ – ეს შეუძლებელიც ხდება. სამყაროსა და ადამიანებს ისე მიუდექი როგორც საკუთარ თავს. მხოლოდ გამჭვირვალე აღქმა გვაძლევს ნამდვილ თავისუფლებას. რთულია თავისუფლად მოქცევა, თუ სტერეოტიპების, ეჭვების და მუდმივი კრიტიკის ჯაჭვში ხარ ჩართული.

ეს ყველაფერი გზღუდავთ და საშუალებას არ გაძლევთ ბევრი მშვენიერი და ახალი რამ გააკეთოთ. ნუ გადავარდებით უკიდურესობებში. ეცადეთ ბალანსი დაიცვათ და შუალედი დაიჭიროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს