ქლიავის მოვლა საგაზაფხულოდ, უხვი მოსავლიანობისთვის

865

უკვე გაზაფხულია და დროა ხე-ხილის მოსავლიანობაზე დავიწყოთ ზრუნვა. ქლიავი ზამთრის მავნებლებისგან იტანჯება. პაპარაცის ამ სტიატიაში მის მოვლასა და მავნებლებისგან გათავისუფლებაზე ვისაუბრებთ.

ზამთრის მავნებლებისგან გასათავისუფლებლად ხეებს მდუღარე წყლით ამუშავებენ, დიდი ხეების ამ მეთოდებით დამუშავებას კი აზრი არ აქვს, რადგან ის ყველა დაავდებისგან ნამდვილად ვერ იხსნის ხეს.

ამიტომ მებაღეებმა უფრო მარტივი და უკეთესი მეთოდი აღმოაჩინეს. გრძელ რკინის მილზე ზეთიან ნაჭერს ამაგრებენ. შემდეგ ცეცხლს უკიდებენ, კვამლს ტოტებზე გადაატარებენ და ამგვარად მავნებლების 80% ნადგურდება. ეს ნიშნავს, რომ ქიმიკატებით დამუშავების საჭიროება მცირდება.

ეს ადრეულ გაზაფხულზე უნდა გააკეთოთ, სანამ ჯერ კიდევ თოვლია. ამავდროულად ხეები კარბამიდის კონცენტრირებული ხსნარითაც უნდა დაამუშავოთ.

ბაღის კარბამიდით დამუშავება

კარბამიდი ანუ შარდმჟავა ეფექტურად ანადგურებს მავნებლების ჭუპრებს, კვერცხებს, ჩრჩილს და ებრძვის ლპობასაც.

მხსნელი ხსნარის მომზადება არც ისე რთულია. ამისთვის 700 გრამი კარბამიდი და 10 ლიტრი ცხელი წყალი დაგჭირდებათ.

სიფრთხილის ნორმების დაცვით, ღრმა ჭურჭელში ცხელი წყალი ჩაასხით და შემდეგ კი შარდმჟავა დაამატეთ. საგულდაგულოდ მოურიეთ. რწყვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტოტების ბოლოებს რომლებზეც ჩრჩილის ბუდეებს შენიშნავთ.

ხეები ხსნარით ისეთ დროს უნდა დაამუშავოთ როდესაც არ წვიმს და ტემპერატურაც 5 გრადუსზე დაბალია. ნუ გამოიყენებთ მაღალი კონცენტრაციის შარდმჟავას და ნუ შეურევთ მას სხვა ნივთიერებებთან.

ქლოროზის შესხურება

2 ლიტრ თბილ წყალში 8 გრამი რკინის ხელატი გახსენით.

ცალკე ჭურჭელში ხასენით 2 ლიტრი წყალი და 5 გრამი ლიმონმჟავა. წვრილი ჭავლით გააზავეთ ეს ორი ხსნარი ერთმანეთში. დაუმატეთ კიდევ ერთი ლიტრი წყალი. მიიღებთ 5 ლიტრ ფორთოხლისფერ ხსნარს. ამ ხსნარით ხეები ყვავილობამდე უნდა დაამუშავოთ.

ქლიავის განოყიერება

იმისთვის, რომ უხვი მოსავალი მოგცეთ, ქლიავი აუცილებლად უნდა დაამუშავოთ. ყოველ ხეზე 3 სუფრის კოვზი სუპერფოსფატი და 2 სუფრის კოვზი კალიუმი გაითვალისწინეთ. თუ მშრალი გაზაფხულია მაშინ ხეები დამუშავებამდე მორწყეთ.

როგორ მოვიქცეთ გამოზამთრებულ მავნებლებთან

დათბობასთან ერთად მიწიდან გამოზამთრებული მავნებლები ამოდიან. მათგან მოსავლის დასაცავად შეგიძლიათ აგრო-მატერიით წრე გააკეთოთ და მოცელილი ბალახის მსხვილი ფენა დააყაროთ.

მავნებლები რომელბიც ფრენით გადაადგილდებიან, შეგიძლიათ ფიტოვერმით დააფრთხოთ. ამ ხსნარით დამუშავებიდან 8 საათში მწერები კვების უნარს კარგავენ და რამდნეიმე დღეში კვდებიან.

ახლა უკვე იცით თუ როგორ უნდა დაამუშავოთ ქლიავის ხე, იმისთვის, რომ მავნებლებისგან დაიცვათ და კარგი მოსავალი მიიღოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს