რომელი ვაშლია სასარგებლო: წითელი, ყვითელი თუ მწვანე

3777

ვაშლი გემრიელი და ხელმისაწვდომი ხილია, რომლის სარგებლის შესახებ უკვე დიდი ხანია ვიცით. ყოველდღიურად 1 ვაშლის მიღება ვიტამინების და მიკროელემენტების აუცილებელი ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება. თავის მხრივ, ეს იმუნიტეტს აძლიერებს და ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. იცით თუ არა, რომ ვაშლის სასარგებლო თვისებები მის ფერზეა დამოკიდებული?

ახლახანს მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ხილის კანის ფერი მხოლოდ გემოზე არ ახდენს გავლენას. მათ განსხვავებული შემადგენლობა აქვთ. ასეთი დეტალების ცოდნით შეგვიძლია ჩვენთვის ყველაზე სასარგებლო ვაშლი შევარჩიოთ. ამას თავადაც ვითვალისწინებ. ახლა ბაზარში ვაშლს პრობლემებიდან გამომდინარე ვირჩევ. გასტრიტი და დაღლილობა დამავიწყდა. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ინფორმაციას, თუ რომელი ვაშლია სასარგებლო.

როგორ არის დამოკიდებული ვაშლის სასარგებლო თვისებები მის ფერზე

დავიწყოთ მწვანე ვაშლით. მასში ბევრი ქლოროფილი შედის. ეს ნივთიერება სისხლს წმენდს, ორგანიზმიდან წიდებს და ტოქსინებს გამოდევნის. სწორედ ამიტომ, ალერგიულებმა მწვანე ფერის ხილი ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართონ.

ასეთ ვაშლში ბევრი რკინაა, რომელიც ნაწლავებში მავნე ბაქტერიებს აქტიურად ებრძვის. მათი ზრდის შეფერხება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.

კაროტინს ყვითელი ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს. ვიტამინი ბევრ პროცესში მონაწილეობს, ამიტომ მისი მარაგი მუდმივად უნდა შეავსოთ. ყვითელი ვაშლი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემები აწუხებთ.

ზოგი ფიქრობს, რომ ხილში შაქრის შემცველობა მის ფერზეა დამოკიდებული. დიახ, მწვანე ვაშლი ნაკლებ შაქარს შეიცავს, მაგრამ სხვაობა მინიმალურია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სხვადასხვა სახეობაში სუფთა ნახშირწყლების შემცველობაც დიდად არ განსხვავდება.

წითელ ნაყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა სჭირდება ამიტომ ასეთი ფერის ვაშლში ბევრი ანტოციანინია. ორგანიზმში მოხვედრისას იმ უჯრედებს იცავს, რომელთაც ნაადრევი დაბერება ემუქრებათ. ყველა სასარგებლო თვისება სწორედ კანშია კონცენტრირებული. ასე რომ ღირებული პროდუქტი არ გადააგდოთ.

რომელი ვაშლიც არ უნდა აირჩიოთ, ორგანიზმისთვის მაინც სასარგებლო იქნება. ხილი სხვადასხვა დიეტაში შედის, მისი მიღება დიაბეტის დროსაც ნებადართულია. თან უბრალოდ გემრიელია! ვფიქრობთ, ახლა ვაშლის საჭმელად საუკეთესო დროა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს