გაოცება დამუნჯებამდე, ანუ როგორ აღმოჩნდა ქმარი სხვის სახლში

2346

ადამიანებს შორის ურთიერთობა შეიძლება ნორმის ფარგლებს ცდებოდეს. ინტრიგები, საიდუმლოებები, საიდუმლო ოჯახები და ა.შ. – ეს ყველაფერი გაცილებით ხშირად ხდება ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ზოგ ადამიანზე მსგავს რამეს ვერც კი იფიქრებთ, რეალობა კი სულ სხვა რამეს გვაჩვენებს.

ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა საინტერესო წერილი გამოგვიგზავნა. საქმე სიყვარულს, ერთგულებასა და გულწრფელობას ეხება. სიმართლე, რომ ვთქვათ ყველაზე გასაოცარი ის გახლავთ თუ რამდენი ხნის მანძილზე გრძელდებოდა ტყუილი. ალბათ მიხვიდთ, რომ პაპარაცის ამ სტატიას ქალბატონის წერილს ვუთმობთ.

საიდუმლო ოჯახები

“მე და ჩემი მეუღლე ბექა – ერთი და იგივე ქალაქიდან ვართ წარმოშობით. ისტორია საკმაოდ ბანალურია. ჩვენ ბავშვობაში ვმეგობრობდით და ერთმანეთს ვხვდებოდით. შემდეგ ერთსა და იმავე უნვერსიტეტში ჩავაბარეთ და პირველივე კურსზე დავქორწინდით. სიმართლე, რომ გითხრათ ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარდა. მე უკვე ორსულად ვიყავი და სიმართლე, რომ ვთქვათ ქორწილიც გარდაუვალი იყო.

ახალგაზრდა ოჯახი – პატარა გოგონათი, პრაქტიკულად ფულის გარეშე არსებობდა. ალბათ ეს მდგომარეობა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოჯახისთვის არის ნაცნობი. მაშინ ბევრი ენერგია და განვითარების დიდი სურვილი გვქონდა, ამიტომ ბევრს ვშრომობდით. გავიდა წლები და უძილო ღამეები, ამ ყველაფერმა კი ნაყოფიც მოგვცა. ფეხზე დავდექით და საქმეც აგვეწყო.

ჩემი გოგონა ოჯახის ერთადერთი შვილი იყო და რა თქმა უნდა მშობლების სიყვარული და ყურადღებაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ვცდილობდით მისთვის საუკეთესო წიგნები და სათამაშოები გვეყიდა. საუკეთესო ბაღშიც დადიოდა და საღამოობით კი ერთად ვასწავლიდით და ვამეცადინებდით. გასაოცარი არ არის, რომ ის ფრიადოსანი იყო. დაქორწინების შემდეგ ის საზღვარგარეთ გათხოვდა.

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მაშინაც კი როდესაც 40 წლის ვიყავით. ჩემი მეუღლე უფრო დიდ ხელფასიან სამსახურში გადავიდა. ერთადერთი მინუსი ხშირი მივლინებები იყო. მე მარტო ყოფნა მომწყინდა და ჩემი სპეციალობით დამატებითი სამსახური დავიწყე – სასწრაფოს მანქანის ექიმად. ერთის მხრივ კეთილ საქმეს ვაკეთებდი და თან ისეთი მოწყენილი აღარ ვიყავი. რა თქმა უნდა სერიოზული საქმეებიც მხვდებოდა მაგრამ, ამისთვის შემზადებული ვიყავი.

ერთხელ, გამოძახებაზე ქალაქის მეორე ბოლოში წავედი: 5 წლის ბავშვს სიცხეს ვერ უწევდნენ. საჭირო იყო გამოძახებაზე გასვლა. ჩვენ სასიამოვნო ქალი დაგვხვდა და ოთახში შეგვიყვანა. ეტყობოდა რომ ბავშვზე ძალიან ნერვიულობდა. ბინაში კიდევ ერთი ბიჭუნა დარბოდა, როგორც მივხვდი – ძმა.

მე პაციენტის გასინჯვა დავიწყე. საჭირო გახდა იმის გარკვევა ჭირდებოდა თუ არა ბიჭს ჰოსპიტალიზაცია. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვების მამა მოვიდა, რომელიც დაინტერესდა თუ რაში იყო პრობლემა. აი, აქ კი შოკი მომივიდა… მამაკაცი რომელიც ოთახში შემოვიდა – ჩემი ქმარი იყო. როგორც კი დამინახა გაფითრდა და გაბრუნდა. მის ცოლს ერთად რომ დავენაეთ მაშინვე ყველაფერს მიხვდებოდა.

საშინლად რთული იყო თავის ხელში აყვანა, მაგრამ, ეს ყველაფერი ამად ღირდა! როდესაც დავრწმუნდი, რომ ბავშვს არაფერი უჭირდა, მანქანაში ჩავჯექი და მძღოლს ვთხოვე სახლში წავეყვანე რადგან თავს ცუდად ვგრძნობდი. სახლში რამდენიმე საათი ვტიროდი. მინდოდა მეგობრისთვის დამერეკა და სადმე წავსულიყავი მაგრამ, მას დრო არ ჰქონდა.

ამიტომ გოგონას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ იყო ამიტომ ყველა თემაზე ვესაუბრებოდი. შვილმა მხარი დამიჭირა და ყველაფრის მიტოვება და მასთან წასვლაც კი შემომთავაზა.

მივხვდი, რომ სუფთა ჰაერზე უნდა გამესეირნა და ჩაცმა დავიწყე, ამასობაში ჩემი მეუღლე მოვიდა, ჩუმად იდგა თავდახრილი. შემდეგ მუხლებზე დაეცა და მემუდარებოდა არ მიმეტოვებინდა და მპირდებოდა, რომ იმ ქალის სახლის ზღურბლსაც კი აღარასდროს გადააბიჯებდა. მე ვკითხე ის ბავშვები მისი შვილები იყვნენ თუ არა, მან კი დამიდასტურა. მივხვდი, რომ მასთან ყოფნას უბრალოდ ვეღარ შევძლებდი.

ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ. ძირითადად განქორწინებაზე და ქონების გაყოფაზე. ის მხოლოდ დარცხვენილი იჯდა და იატაკს დაჰყურებდა. მე არც კი ვბრაზობდი. რატომ?! მე კიდევ ერთ შვილს 39 წლის ასაკში ვეღარ გავაჩენდი. შვილი უკვე ზრდასრულია და ცალკე ცხოვრობს. რაში მჭირდება ადამიანი რომელიც ამდენი ხნის მანძილზე მატყუებდა…

ყველაზე მეტად კი ის მაოცებდა, რომ ის მზად იყო თავისი შვილები მიეტოვებიდა და ეღალატა მათთვის. ასეთი რამის შემდეგ როგორ უნდა მეფიქრა ნდობაზე?! აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლე საშინელი ადამიანი იყო. როგორ დავხარჯე მასზე ნახევარი ცხოვრება?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს