ქმარი მუდმივად გვიყვირის მე და ქალიშვილს, იმდენად აურია, რომ ნორმალური ლაპარაკი აღარ ესმის.

2103

ორ ზრდასრულ ადამიანს შორის იდილია ყოველთვის არ სუფევს. თუნდაც ურთიერთობის დასაწყისში. აჯობებს მეორე ნახევრის ხასიათს კარგად გაეცნოთ და გახსოვდეთ, რომ არავინ არის ვალდებული ვინმეს წინაშე. დაქორწინების შემდეგ მუდმივად უკმაყოფილო და მოჩხუბარი ქმარი საშინელებაა. ასეთი ოჯახი დიდხანს ვერ იქნება ერთად. პაპარაცის ამ სტატიაში ჩვენი მკითხველის წერილს გაგაცნობთ.

მყვირალა ქმარი

“მოგესალმებით, ვეცდები ყველაფერი მოკლედ მოგიყვეთ. მე მარინა ვარ, 38 წლის. ჩემს მეუღლეს 10 წელია ვიცნობ და 8 წლის წინ დავქორწინდით. ჩვენი ქორწინება ბეწვზე კიდია.

ქორწინებამდე შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. საქმრო ხელის გულზე მატარებდა. დიდხანს ვსეირნობდით, ერთმანეთს ყველაზე დიდ საიდუმლებებს ვუყვებოდით და ისეთი გრძნობა გვქონდა თითქოს სკოლის მოსწავლეები ვიყავით.

ამის შემდეგ დავქორწინდით. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ფული ბევრი არ გვქონდა, მაგრამ, ის ყოველთვის ახერხებდა ჩემთვის რაიმე გემრიელობის ან ლამაზი სამოსის ყიდვას. ვამჩნევდი როგორ აკეთებდა ეკონომიას საკუთარ თავზე: სამოსზე, დასვენებაზე, საკვებზეც კი – იმისთვის, რომ მე ყველაფერი მქონოდა.

შემდეგ დავორსულდი. გამიჭირდა რადგან ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს თუმცა მეუღლე აქაც მხარს მიჭერდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი სიტუაცია გართულდა. ის ნერვიული გახდა, სამსახურში დიდხანს რჩებოდა. ერთი პერიიოდი ვფიქრობდი, რომ სხვა ყავს, თუმცა მისი კოლეგები ერთხმად ამბობდნენ, რომ ის ბევრს მუშაობს. ის მალე მართლაც დააწინაურეს, თუმცა უფრო ნერვიული გახდა.

ჩვენი ვაჟი ახლა 6 წლისაა. მამას ის უყვარს და არ ეჩხუბება, ჩემზე კი მთელს ჯავრს იყრის. არ მცემს მაგრამ, ამას მორალურად აკეთებს. რამდენიმე დღის წინ ერთ საღამოს 10-ჯერ გამლანძღა, მაშინ როცა მისი მეგობრებიც იქ იყვნენ. როცა მარტო ვართ ხშირად მაგინებს. ამ ყველაფრის ატანა ძალიან გართულდა.

ადრე თავის მამაზე მიყვებოდა. ამბობდა, რომ მას რთული ხასიათი ქონდა თუმცა ის ბავშვებს ეჩხუბებოდა: ქამრით სცემდა, საჭმელს არ აჭმედა – თუ სკოლაში ცუდ ნიშნებს იღებდნენ. საბედნიეროდ ჩვენს ვაჟს ის არ ცემს. თუმცა რა საჭიროა ჩემი თავიდან აღზრდა, ერთმანეთს ხომ ამდენი ხანია ვიცნობთ?! მის ქცევებს ჩუმად ვერ ვიტან. როდესაც ჩუმად ვიყავი ის უარესად მხეცდებოდა.

ჩვენი ქორწილის წინ მისი ყოფილი შეყვარებული დამიკავშირდა. ის რომელსაც ჩემამადე ხვდებოდა. ვიფიქრე, რომ ის დარწმუნებას დამიწყებდა, რომს აქმროს დავშორებოდი. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ის მასთან დაშორებას სხვა მიზეზით მთხოვდა. აღმოჩნდა, რომ ჩემმა მეუღლემ მას დაარტყა და ის მიხვდა, რომ ასეთი მამაკაცი არ ჭირდებოდა. მე ალბათ ისევ მიყვარს ჩემი ქმარი, თუმცა ვინმე თუ წარსულში დაბრუნების შანსს მომცემდა არც კი ვიცი გავიმეორებდი თუ არა იგივეს, თუმცა მან ხომ ჩვენი ვაჟი მაჩუქა. გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს. თუ უახლოეს მომავალში რამე არ შეიცვალა – განქორწინება მოგვიწევს.

სიტუაცია საკმაოდ რთულია, ერთგვარი პასუხიც არ გვაქვს. იქნებ თქვენ შეგიძლიათ მარინასთვის რაიმე რჩევის მიცემა?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს