შეიძლება თუ არა მოღალატე ქმარმა ქცევა შეიცვალოს, თუ სათანადოდ ეცდებით და რამდენია შანსი, რომ ტოქსიკური ურთიერთობა გამოასწოროთ? Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ამ საკითხის განხილვას ჩვენი მკითხველის მაგალითზე, რომელმაც ასეთ ქმართან თანაცხოვრების შესახებ პირადი ისტორია გაგვიზიარა.
მოღალატე ქმარი
გასული კვირა დღე ნანიმ სახლის დალაგებაში, საჭმლის მომზადებასა და სხვა საოჯახო საქმეების შესრულებაში გაატარა. ისევე როგორც, ყოველი წინა კვირა 8 წლის განმავლობაში. ძველი რომანტიკიდან, რომელსაც ვახო, მისი მეუღლე, შაბათ–კვირას უწყობდა, დიდი ხანია კვალიც აღარ დარჩა. მხოლოდ მოგონებები, რომლებიც მორიგი რეცხვის დროს მის მარტოობას ათბობს.
„ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო, ადრე ვუყვარდი“ – ლუღლუღებდა ნანი და დროდადრო ცოტა დასასვენებლად ჯდებოდა. „დიახ, ადრე სულ სხვანაირი ვიყავი“ – მოულოდნელად მის გონებაში გაიელვა. „მოხდენილი, მოკაზმული, ყოველთვის გაღიმებული. ახლა? გასუქებული, გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ, მოდას არ მივსდევ. სწორად ამბობს ვახო, რომ ყველაფერზე ხელი ავიშვი“ – ასე აგრძელებდა თვითგვემას.
სანამ ჩვენი სტატიის გმირი ქმართან ურთიერთობაში წარმოქმნილ ყველა პრობლემაში თავს იდანაშაულებდა, ვახო თავის ერთ–ერთ საყვარელთან დროს ატარებდა. ნანამ იცოდა, რომ ქმარს წლებია სხვასთან ურთიერთობა ჰქონდა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამაშიც თავს იდანაშაულებდა.
რა თქმა უნდა, ყველაფრის შეცვლას ცდილობდა. მაგალითად, 2 კვირის წინ საკუთარი იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა, რომ ქმრის ინტერესი დაებრუნებინა. ლამაზი წითელი ტუჩსაცხი, მაქმანებიანი პენუარი იყიდა და ხელფასის ნახევარი მოდურ დავარცხნაში გადაიხადა. საღამოს ქმარს მოუთმენლად ელოდა, რომ მისთვის სიურპრიზი მოეწყო.
ოღონდ მეუღლემ მისი სიურპრიზი არ დააფასა. მხოლოდ დაცინა, ირონიულად აღნიშნა, რომ ცოლი იმ ასაკის არაა, ასეთი კაშკაშა მაკიაჟი გაიკეთოს. როცა ნანიმ ჰკითხა, რას ფიქრობს მის ჩაცმულობაზე, მხოლოდ გაღიზიანებულმა უპასუხა, რომ მშიერია და „ქალური სისულელეების“ დრო არ აქვს.
ასე ჩვენი სტატიის გმირმა კიდევ ერთი კომპლექსი შეიძინა. თუ ადრე ფიქრობდა, რომ ყველაფრის გამოსწორება შეეძლო, ახლა ხვდებოდა, რომ მისი დრო გავიდა და უბრალოდ ამ მდგომარეობასთან შეგუება მოუწევს.
ალბათ, იკითხავთ, რატომ არ შორდება ამ ნაძირალას? ამის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე თქმა. ნანი თავად ვერ ხვდება, თუ რა აკავებს. სიყვარული, ჩვევა თუ ცვლილების შიში. „მისი ვახო ისეთი ახლობელი, ისეთი კარგია. როგორ გაძლებს მის გარეშე?“
რედაქციის რჩევა
ცვლილებების შიში ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობაში იხრჩობიან. ეს უცნაური არაა. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ადამიანს იმდენად ეჩვევით, რომ პრაქტიკულად თქვენი ნაწილი ხდება. მასში თქვენს თვისებებს, ჩვევებს ხედავთ და ასეთი ახლობლის დაკარგვა არ გსურთ. სინამდვილეში ხომ არა მასთან, არამედ საკუთარ თავთან დაშორება მოგიწევთ. ეს კი ყოველთვის რთულია – ბედნიერი მოგონებების უკან მოტოვება.
როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ურთიერთობას მხოლოდ ტკივილი მოაქვს, სჯობს ნაბიჯი გადადგათ. ზოგი ამბობს, რომ სიყვარულია, როცა ბოლომდე იბრძვით. არავინ ამბობს, რა არის ეს დასასრული. სიცოცხლის ბოლომდე, როგორც ფიცში: „ჭირშიც და ლხინშიც, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს?” პირადად, მე, ასეთი ფორმულირება არასდროს მომწონდა. ვთვლი, თუ რომელიმე პარტნიორი დარდის მიზეზი ხდება, მეორემ ღვედი „გამარჯვებამდე“ არ უნდა გაწელოს. რას ფიქრობთ ამის შესახებ?