როგორ მოვუაროთ ვაზის კალმებს გაზაფხულზე, იმისთვის, რომ შემოდგომაზე უხვი მოსავალი მივიღოთ

1573

გაზაფხულის დასაწყისი საუკეთესო დროა ბაღისა და ვენახის მოსავლელად. სწორი მოვლა და დროული მომზადება ხომ უხვი მოსავლის საფუძველია. პაპარაცის ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ უნდა დააფესვიანოთ ვაზის კალმები გაზაფხულზე იმისთვის, რომ კარგად გაიზარდონ.

Photo credit: GettyImages

ყურძნის კალმები გაზაფხულზე

გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ კალამი თებერვალში დავრგოთ და დავაფესვიანოთ, ამის გაკეთება გაზაფხულის დასაწყისშიც შეგიძლიათ. პირველ რიგში იმაზე მოგითხრობთ თუ როგორ უნდა შეამზადოთ ისინი.

Photo credit: GettyImages

კალმების მომზადება

1. კალმების მომზადება შემოდგომაზე აჯობებს. ამ პერიოდში ღერო მოწიფულია და უკეთ ფესვიანდება.

2. მზადებას ნოემბერში იწყებენ, როდესაც ვაზს დაზამთრებამდე სხლავენ. ღეროს დაახლოებით კალამის სისქე უნდა ჰქონდეს. მას ისე ჭრიან, რომ მინიმუმ 4-5 წანაზარდი ქონდეს. ეს ღეროს სრულფასოვან განვითარებაში ეხმარება.

3. იმისთვის, რომ ღერო უკეთ შეინახოს, მას ერთი ღამით წყალში ალბობენ, შემდე გაზეთში ახვევენ და შესანახად მაცივარში ან მარანში დებენ.

4. იმისთვის, რომ კალამი არ გამოშრეს და სითხე არ დაკარგოს, შეგიძლიათ მისი ბოლოები დამდნარი ცვილით დაამუშავოთ.

5. თუ კალმის შემოდგომაზე მომზადება ვერ შეძელით, ამის გაკეთება თებერვალშიც შეგიძლიათ. თუმცა ასეთ შემთვევაში შეიძლება წარუმატებლობა იწვნიოთ, ზამთარში მოყინული ღეროს გამო. ამიტომ მებაღეები გვირჩევენ მოჭრილი კალმები გარკვეული დროით წყალში ჩავდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგეთ დაფესვიანებას.

კალმების თებერვალში მომზადება

სანამ კალმის დაფესვიანებას დაიწყებთ, ისინი სითხით უნდა გაპოხოთ. ჯერ სეკატორით ჩაჭერით ორივე ბოლო. შემდეგ მთლიანად ჩაუშვით წყალში 2 დღე-ღამით. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ ზრდის ბუნებრივი სტიმულატორები გამოიყენოთ. როგორიცაა ალოე ან თაფლი.

Photo credit: GettyImages

დაფესვიანების საშუალებები

პირველ რიგში უმნიშვნელოვანეს როლს ნიადაგი თამაშობს. მებაღეების რჩევით შეგიძლიათ ჩეულებრივი მიწა გამოიყენოთ მაგრამ, ნახერხი და სხვადასხვა აზოტის სასუქი უნდა დაუმატოთ. არასწორად შერჩეული გრუნტის გამო კალამი შეიძლება დაიღუპოს.

Photo credit: GettyImages

არსებობს დაფესვიანების 2 მეთოდი.

1. წყალში გაზრდა. ამ დროს კალამს გრძელვადიანი დასველების გამო პატარა ფესვები უვითარდება. პროცესის დასაჩქარებლად თბილი ადგილი შეარჩიეთ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ფესვებიც გაჩნდება.

Photo credit: GettyImages

2. გრუნტში დასველებისთანავე გადატანა. ამ მეთოდისთვის კალამი ისე უნდა წაჭრათ, რომ მიწაში იოლად ჩავიდეს. ასეთი მეთოდის დროს, კალმებს სათითაოდ რგავენ.

Photo credit: GettyImages

აი, ასეთი მარტივი ინსტრუქცია დაგეხმარებათ ყურძნის კალმების გაზაფხულზე მომზადებაში და მომავალში მოსავლით ტკბობაში. იქნებ თქვენც იცით რაიმე მეთოდი რომელიც ჩვენს სტატიაში არ გახლავთ წარმოდგენილი? გაგვიხარდება თუ კომენატრებში გაგვიზიარებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს