საქმროსა და საცოლის მშობლები ერთმანეთისთვის გაცნობა – მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არა მხოლოდ ნაცნობობა არამდე მმავალი ქორწილის განხილვა და ოჯახის გაერთიანების დროა. თუ ნაცნობობა კარგად ჩაივლის დიდი ალბათობით ნათესავებს შორის კავშირიც მყარი იქნება. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ კონფლიქტი გაცნობისთანავე დაიწყო?!
საქმროსა და საცოლის მშობლები
“მე და ჩემი მეუღლე უკვე 50 წლის ვართ, თუმცა საკუთარი სახლი მაინც ვერ შევიძინეთ. ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ რომელშიც ჩვენს გარდა ჩვენი ვაჟი და მეუღლის მშობლები ცხოვრობენ. მათთან კი ურთიერთობა თავიდანვე ვერ დავალაგე. ამიტომ ცოტას ვურთიერთობთ. ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ მაგრამ თითქმის არ ვსაუბრობთ” – გვწერს თამარი.
“თავიდან ვცდილობდი რაიმე შემეცვალა. მეუღლე მშობლებს ბინის გადაცვლას სთავაზობდა თუმცა მშობლები უარზე იყვნენ. ჯერ ამბობდნენ, რომ ამ ფულით კარგს ვერაფერს იპოვიდნენ. შმედეგ სხვა მიზეზებიც გამოჩნდა და ბოლოს კი საერთოდ გამოგვიცხადეს, რომ ეს მათი ბინაა და მას არავითარ შემთვევაში გაყიდიდნენ. სხვა გზა არ გვქონდა და შევეგუეთ. რაიმეს შეცვლის იმედიც არ მქონდა.
ყველაფერზე მეტად ამის გამო ჩვენი ვაჟი ნერვიულობდა. ის ახლა 26 წლისაა, ზრდასრული მამაკაცია. როგორ უნდა მოიწყოს მან პირადი ცხოვრება? ერთ გოგონას წელიწადზე მეტ ხანს ხვდებოდა და ისე დაშორდა, რომ სახლშიც არ მოუწვევია. მან იფიქრა, რომ რაღაც კარგად ვერ იყო და ურთიერთობა შეწყვიტა.
ახლა არაჩვეულებრივ გოგონას ხვდება. რომელიც სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა საცხოვრებლად. მას მშობლებმა ბინა მეორე კურსზე უყიდეს რათა სრულად სწავლაზე კონცენტრირებულიყო.
მალე ბავშვების ურთიერთობა სეროზულ დონეზე გადავიდა. საჭირო გახდა მისი მშობლების გაცნობა. ჩვენ ქმრის მშობლებთან დაძაბული ურიერთობა გავქვს. ბინაში რემონტიც კი არ გაგვიკეთებია. ყველა თვლიდა, რომ ეს მათი საქმე და სადარდებელი არ იყო.
მაგრამ, როგორია ვაჟის საცოლის მშობლების ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოწვევა?! რას იფიქრებენ?! თუ სხვის ბინაში შვეხვდებით სიმართლე ადრე თუ გვიან ხომ მაინც გაირკვევა?! ხომ აჯობებს სიმართლე თავიდანვე იცოდნენ.
რძლის მშობლებთან შეხვედრა
“როდესაც სარძლოს მშობლებმა სახლის ზღურბლს გადმოაბიჯეს, სახეზე იმედგაცრუება მაშინვე დაეტყოთ. მაგიდასთან რძლის მამამ მაშინვე განაცხადა რომ გოგონას ჩემს ვაჟს არ მიათხოვებენ. თქვა, რომ მის გოგონას ვერ არჩენს მამაკაცი რომელსაც საცხოვრებელიც არ აქვს.
მე და ჩემმა მეუღლემ შევთავაზეთ, რომ ბავშვები ცალკე იცხოვრებდნენ, რადგან რძალს თავისი ბინა ჰქონდა, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად დავეხმარებოდით მათ ფულით. გოგონას მამამ გვიპასუხა, რომ მის გოგონას სხვების დახმარება არ ჭირდება. საუბაი არ ეწყობოდა და მე და ჩემმა მეუღლემ უკვე არ ვიცოდით რა უნდა გვეპასუხა. ვფიქრობდით, რომ არაფერი გამოვიდოდა.
როდესაც სამზარეულოშ გავედი, სარძლოს დედა რომელიც აქამდე სულ დუმდა – გამომყვა. მან ჩემი დაწყნარება სცადა და მკითხა ხომ არ ვბრაზობდი მისი ქმრის სიუხეშეზე. მისი სიტყვებით მთავარია, რომ ბავშვებს ერთმანეთი უყვართ და ჩვენი საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვანი არ არის.
აღმოჩნდა, რომ სარძლოს მშობლებიც ოდესღაც მსგავს სიტუაციაში იყვნენ. ამიტომ 11 წლის წინ მან საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა. სწორედ ასე გამოიმუშავა მან ბინის ფული ჯერ ოჯახისთვის, შემდეგ კი გოგონასთვის.
მან მითხრა, რომ მალე ისევ მიდის იტალიაში და ის მოხუცს მოუვლის. შემომთავაზა მასთან ერთად წავსულიყავი და შემპირდა, რომ მეზობლად მსგავს ვარიანტს მიპოვიდა.
მე ნამდვილად დავფიქრდი. იქნებ მართლა წავიდა?! მენანებოდა აქ სამსახურის დატოვება. თუმცა ჩვენს ქალაქში ბევრს მაინც ვერ გამოვიმუშავებდი და საზღვარგარეთ კი შემეძლო ბინის ფული მეშოვა. ვაჟს დავეხმარებოდი და სხვის კავდრატულ მეტრებს არ დამამადლებდნენ.”
იმედი გვაქვს ახალ ნათესავებს შორის ურთიერთობები მოგვარდება და საერთო ენას გამონახავენ. თუმცა გაურკვეველია, ორივე შემთვევაში ფინანასური პასუხისმგებლობა ქალს რატომ ეკისრება. ამგავრი მიდგომით სარძლოსაც მოუწევს მალე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა რათა თავისი ოჯახის გამოკვება და კეთილდღეობის შენარჩუნება შეძლოს.