რატომ წყვეტენ შვრიის ხარშვას ბრძენი დიასახლისები

326

პროდუქტის თერმული დამუშავება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. რა თქმა უნდა ზოგიერთი პროდუქტი უბრალოდ იმისთვის არის შექმნილი, რომ ის უმად მიირთვან. ჩვენ კი ზოგიერთი პროდუქტის თერმულად მომზადებას შევეჩვიეთ მიუხედავად იმისა, რომ მათი უმად ჭამა გაცილებით მნიშვნელოვანია. პაპარაცის რედაქცია ამ პროდუქტების შესახებ უფრო დეტალურად მოგითხრობთ.

თერმული დამუშავება პროდუქტებისთვის

ქვემოთ 5 პროდუქტზე ვისაუბრებთ, რომლებიც წინასწარი თერმული დამუშავების გარეშე უნდა მიირთვათ.

1. შვრია

მოუმზადებელი შვრია – ბოჭკოს, ცილების, ხარისხიანი ნახშირწყლების და ცხიმების წყაროა. ამავდროულად ის გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებებს ინახავს, ხოლო გლიკემიური ინდექსი გაცილებით უფრო დაბალი აქვს ვიდრე მოხარშულ ფაფას. ამიტომ გირჩევთ ეს ბურღული საერთოდ არ მოხარშოთ, უბრალოდ თბილ წყალში დაალბოთ ან ზარმაცი შვრიის ფაფა მოამზადოთ.

2. ყვავილოვანი კომბოსტო

როგორც ცნობილია, ყვავილოვანი კომბოსტო დადებითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე და გულსაც ამაგრებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ტვინის მუშაობას. მშვენიერი სიაა ხომ ასეა?! თუმცა სამწუხაროდ მოხარშვის ან შეწვის შმედეგ კომბოსტო თავისი თვისებების უმეტესობას კარგავს. მისი ჭამა უმად – თამამად შეგიძლიათ!

3. ოსპი

ოსპი – მცენარეული ცილით ნამდვილი რეკორდსმენია. მას ორგანიზმი იოლად ითვისებს. გარდა ამისა შეიცავს ბევრ რკინას, კალციუმს და სხვა მიკროელემენტებს, ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს. საერთო ჯამში პარკოსნები კარგად აძლიერებენ იმუნიტეტს და ნივთიერებათა ცვლას აძლიერებენ. იმისთვის, რომ ოსპისგან მაქსიმალური სარგებელი ნახოთ ის უნდა გააღივოთ. ამ მეთოდით C ვიტამინსაც მიიღებთ. გაღვივებულ ოსპს სალათებშიც იყენებენ.

4. წითელი ბულგარული წიწაკა

სწორედ წითელი წიწაკა გამოირჩევა შესანიშნავი ანტიოქსიდანტების, C ვიტამინის და სხვა მინარევების შემცველობით. ისინი დადებითად მოქმედებენ უჯრედის რეგენერაციაზე, აუმჯობესებენ თმის ზრდას, მხედველობას, ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობას და განწყობასაც კი. იცოდით, რომ წითელ ბულგარულ წიწაკაში გაცილებით მეტი C ვიტამინია ვიდრე 100 გრამ ფორთოხალში? თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თერმული ზემოქმედების შემდეგ მისი რაოდენობა 2,5-ჯერ მცირდება. მეორე ადგილზე რეიტინგში ყვითელი წიწაკაა, მესამეზე კი მწვანე.

5. სელის ზეთი

სელის ზეთი შეხროცების უნარით გამოირჩევა, აქვს უამრავი ვიტამინი რომელიც საკვების მონელებას უწყობს ხელს. გირჩევთ სელის ზეთი შეიძინოთ თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ. ის სალათებს და ფაფებს დაუმატეთ ან ყოველდღე ჩაის კოვზით მიირთვით. არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ ის შესაწვავად, წინააღმდეგ შემთხვევაში ზეთი ტოქსიკური გახდება.

თქვენ რა სახით მიირთმევდით ამ პროდუქტს?! იცოდით ამ რეკომენდაციების შესახებ?! გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს