ზოდიაქოს ნიშნები რომლებიც ღვთაებრივად ამზადებენ

0
299

სამზარეულოში ზოგი თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში, დანარჩენები კი ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ თუ ზოდიაქოს რომელი ნიშანია საუკეთესო მზარეული.

საუკეთესო კულინარი

Photo credit: Depositphotos

მეთორმეტე ადგილი – თხის რქა

ბოლო ადგილი თხის რქას შეხვდა. არა იმიტომ, რომ კერძის მომზადება არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ თავად პროცესი არ მოსწონს. დიდი სურვილის შემთხვევაში მათ სტუმრების კულინარიული შედევრით გახარება შეუძლიათ: ბუტერბროდის ან შემწვარი კარტოფილის სახით. თუმცა ეს მაქსიმუმ 1000 წელიწადში ერთხელ ხდება. მათ უბრალოდ თავის დატვირთვა ეზარებათ.

მეთერთმეტე ადგილი – ქალწული

ზოგჯერ ქალწულს ფაფის მომზადებაც უჭირს ისე, რომ მთლიანი ქვაბი არ დაწვას. მაგრამ ისიც ხდება, რომ მათ შთაგონება ეწვევათ და ნამდვილ შედევრებს ქმნიან. თუმცა ყველაზე ხშირად ქალწულები ძალიან დაკავებულები არიან და საკვების მიტანის სერვისი მათ საუკეთესო მეგობარს წარმოადგენს.

მეათე ადგილი – ტყუპები

ტყუპები საერთოდ არ იწუხებენ თავს მომზადების კვალობაზე. თუ რაიმეს ჭამა სურთ – პილმენს მოხარშავენ ან რომელიმე კვების დაწესებულებას ეწვევიან. თუმცა კომპლიმენტების მიღებას შესანიშნავად მოხარშული მაკარონისთვის ყოველთვის საჭიროებენ!

მეცხრე ადგილი – ლომი

ლომები – თავმომწონე ნატურები არიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის სამზარეულოში გასასვლელად შთაგონება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება, რომ ლომს წიწიბურას მომზადებისთვის შთაგონება – რომელიმე მდიდრული იტალიური რესტორნის სტუმრობის შემდეგ უჩნდება.

მერვე ადგილი – თევზები

თევზები უმეტეს შემთხვევაში უბრალოები არიან და ბევრს არ ითხოვენ. მათ ძალიან გაახარებთ თუ კვერცხში შემწვარ ბეკონს მოუმზადებთ. მათ კი საყვარელი ადამიანებისთვის მარტივი კერძების კეთება უყვართ.

Photo credit: Depositphotos

მეშვიდე ადგილი – მშვილდოსანი

მშვილდოსანი პრაქტიკულად არასდროს შევა სამზარეულოში თავისთვის რაიმეს მოსამზადებლად. თუმცა სხვებისთვის ის ნამდვილად ბევრს ეცდება. მშვილდოსანს შეუძლია რამდენიმე საათი იდგეს ქურასთან იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანში ღიმილი გამოიწვიოს.

მეექვსე ადგილი – ვერძი

ჰოროსკოპის ცენტრალური ადგილი ყველაზე ცეცხლოვან ვერძს შეხვდა. ეს ძალიან პრეტენზიული ნიშანია. თუ ფიქრობს, რომ მისი მომზადებული სტეიკი 10 ქულას ვერ აიღებს, მის მისართმევად რესტორანში მიდის. სახლში კი წვნიანის მომზადებას იწყებს, იქნებ ეს მაინც გამოვიდეს გემრიელი.

Photo credit: Depositphotos

მეხუთე ადგილი – სასწორი

სასწორს ძალიან უყვარს მყუდრო საღამოების სამზარეულოში გატარება – ფქვილში და კეტჩუპში მოთხუპნული სიამოვნებით ამზადებს კერძებს თუმცა, მას ამისთვის კომპანიონი ჭირდება. აუცილებელი არ არის მასთან ერთად ამზადებდეთ… საკმარისია უბრალოდ იჯდეთ და კომპანიონობას უწევდეთ საუბარში.

მეოთხე ადგილი მერწყული

მერწყული – ისინი საჭმლის მომზადებისგან ნამდვილ სიამოვნებას იღებენ. მათთვის მთავარი არ არის რისი გაკეთებაა საჭირო: კონსერვის მოხუფვა თუ ფარშირებული კურდღლის მომზადება მართალია ზოგჯერ კერძი ისეთი არ გამოდის როგორიც იგეგმებოდა, მაგრამ, მათ ეს სულაც არ ანაღვლებთ.

Photo credit: Depositphotos

მესამე ადგილი – კირჩხიბი

კირჩხიბი – ნამდვილი ექპერიმენტატორია. მათ რაიმე ახლის მოფიქრების საშუალება უნდა მისცეთ. კირჩხიბებს უყვართ როდესაც გარშემომყოფებს აოცებენ.

Photo credit: Depositphotos

მეორე ადგილი – კურო

კუროები როგორც წესი კულინარიის შთაგონების შემოტევას ბავშვობიდანვე იღებენ. მათთვის ბებოსთან ერთად ცომის ზელა უფრო საინტერესოა ვიდრე გარეთ – ფეხბურთის თამაში.

პირველი ადგილი – მორიელი

თქვენს კულინარიულ ჰოროსკოპში გამარჯვება მორიელმა მოიპოვა. ამბობენ, რომ მის მომზადებულ კერძებს ფრთხილად უნდა მიუდგეთ. საქმე იმაშია, რომ შეიძლება სამუდამოდ შეგიყვარდეთ მათი გემო და თქვენი გულიც ნიჭიერმა მზარეულმა დაიპყროს.

Photo credit: Depositphotos

ახლა უკვე იცით თუ ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა შეიძლება გაგაოცოთ თავიანთი კულინარიული შედევრებით. იქნებ ეს ასტროლოგიური რეიტინგი დაგეხმაროთ ცხოვრების თანამგზავრის პოვნაში.