უნდა ვაღიარო რომ ძილი ძალიან მიყვარს. საქმე დასვენების სურვილში არ გახლავთ, უბრალოდ სიზმრების ხილვა მომწონს. სიზმარს ყოველ ღამე ვხედავ: ის ზოგჯერ უფრო ფერადი და ბედნიერია, ზოგჯერ კი საშინელი. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ამ სიამოვნებას მოკლებულია და საერთოდ არაფერი ესიზმრება. რატომ ხდება ასე? დღეს იმაზე ვისაუბრებთ თუ რატომ არ გვესიზმრება სიზმრები და როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს. საინტერესო იქნება!
რატომ არ გვესიზმრება სიზმრები
ჩემს ბევრ მეგობარსა და ნაცნობს სიზმრები საერთოდ არ ესიზმრება. უფრო სწორედ ისინი ფიქრობენ ასე. საქმე იმაშია, რომ სიზმრის ხედვა დღემდე არ არის შესწავლილი. ვერავინ გაიგებს ნამდვილად გესიზმრებათ თუ არა სიზმარი სანამ ამის გასაგები სპეციალური ინსტრუმენტი არ არსებობს.
სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ სიზმრები ყველა ჩვენგანს ესიზმრება. უბრალოდ მათ ყველა ვერ აღიქვამს ან ვერ იმახსოვრებს. რაზეა ეს დამოკიდებული?
სანამ გძინავთ, თქვენს ტვინში მეხსიერების კონსოლიდაცია და რეკონსოლიდაცია მიმდინარეობს. პირველი პროცესი ნიშნავს, რომ მოკლე მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის. მეორე კი ტვინის არასაჭირო ინფორმაციისგან გათავისუფლებას ემსახურება. სწორედ ამის გამო ესიზმრებათ ადამიანებს წარსულის მოვლენები და ადამიანები.
გარდა ამისა, სიზმრის ხედვის ტიპზე ადამიანის ჯანმრთელობაც ახდენს გავლენას. მაგალითად თუ ავად ხართ, სრულიად შესაძლებელია რომ ეს თქვენს სიზმრებზეც აისახება. სიზმარში შეიძლება ისეთი ინფორმაცია იხილოთ რომელიც გარესამყაროდან მივიღეთ ან რომელიც ღამე ხდება.
რა მოქმედებს სიზმრის დამახსოვრებაზე
დაიმახსოვრებთ სიზმარს თუ არა ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად მძაფრი იქნება სიზმარი იმისვთის, რომ გონებაში დაგრჩეთ. ასევე შეძლებს თუ არა თქვენი ტვინი ახლად მიღებული ინფორმაციის აქტიურად დამუშავებას.
საინტერესოა, რომ ღამით თავის ტვინის ზოგიერთი ნაწილი მუშაობას განაგრძობს და ამის გამო ადამიანები სიზმარში საუბრობენ ან მთვარეულები ხდებიან.
გარდა ამისა ხდება შემთხვევები როდესაც ადამიანის გონება სიზმარშიც აზროვნებს, ამას გააზრებუსლ სიზმრის ხედვას უწოდებენ. როგორც წესი ის ამ სიზმარს მარტივად იმახსოვრებს და დეტალები კარგად ახსოვს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოტიპს. მაგალითად თუ ადამიანი ჩაკეტილია და სხვა ადამიანებთან ნაკლებად შედის კონკურენციაში, ეს ყველაფერი მისი სიზმრის ხედვის უნარზე იმოქმედებს. სიზმარი ისეთი ნათელი და დასამახსოვრებელი ვერ იქნება როგორც ვისურვებდით. ამავდროულად ადამიანები რომელთაც სერიოზული დამოკიდებულებები აქვთ უფრო უჩვეულო სიზმრებს ხედავენ და მათ ამ სიზმრების დამახსოვრების უნარიც აქვთ.
“რატომ არ მახსოვს არაფერი?”
ითვლება, რომ რაც უფრო კარგი კონცენტრაციის უნარი გაქვს რეალურ ცხოვრებაში, მით უფრო გიადვილდება სიზმრების დამახსოვრება. თუმცა ეს იმაზეც გახლავთ დამოკიდებული თუ რამდნენად ჩახლართულია სიზმარი.
ორგანიზმი ძილში მოდუნებულია. თუმცა მაღვიძარას ხმა ნორადრენალინის მომატებას იწვევს და ადამიანს ეღვიძება. ამის გამო სიზმრის გახსენება კიდევ უფრო რთულდება.
ძილის მკვლევარი – რობერტ სტიკგოლდი დარწმუნებულია, რომ სიზმრების გახსენების უნარი ადამიანის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. ადამიანები რომლებიც მუდმივად იღლებიან – სხვებზე ღრმად სძინავთ. მათი ძილის რეჟიმი სტაბილური არ არის, ხოლო მაღვიძარით გაღვიძება კი – საშინელი რუტინაა.
ასეთ პირობებში სიზმრის დამახსოვრება ან თუნდაც გახსენება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია ნელ-ნელა გამოფხიზლდეთ, ზედმეტი და მკვეთრი მოძრაობების გარეშე.
მისტერ სტიკგოლდი ასევე გვირჩევს ღამით 3 ჭიქა წყალი დავლიოთ. ამის წყალობით თქვენ რამდენჯერმე გამოგეღვიძებათ ტუალეტში გასასვლელად. ეს ბუნებრივად მოხდება, სწრაფი ძილის ფაზის დასრულების შემდგომ. ამგვარად დაგამახსოვრდებათ თუ რას ხედავდით სიზმარში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბანალურად განეწყოთ. ძილის წინ კონცენტრირება ფიქრებზე მოახდინეთ: “მე მინდა დავიმახსოვრო ის რაც დამესიზმრება”. ეს ერთგვარი ვარჯიშია. რაც უფრო ხშირად გააკეთებთ ამას, მით უკეთ დაიწყებთ თქვენი სიზმრების დამახსოვრებას.
პაპარაცის რედაქციისგან
ახლა მოდით ყველა მეცნიერული კვლევა უკან გადავდოთ. რატომ არ გვესიზმრება სიზმრები?! იმიტომ რომ თანამედროვე ადამიანების უმეტესობა გაქანცვამდე მუშაობს და ყველას არ გამოსდის ძილის სწორი რეჟიმის შენარჩუნება. ამიტომ გირჩევთ პირველ რიგში ძილის პროცესი გამოასწოროთ. რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას მით უფრო მალე დაიწყებთ სიზმრების დამახსოვრებას.
თქვენ ხშირად ხედავთ სიზმრებს?! რამდენად კარგად გამახსოვრდებათ ისინი?! აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და გამოცდილება – კომენტარებში!