ამბროსია იორდასალამისთვის: ბავშვის თავის ზომის ყვავილები გაიზრდება

544
photo credit: pxhere

მებაღეები ირწმუნებიან, რომ იორდასალამი უყვარს ყველას, ხოლო ვინც ფიქრობს, რომ არ უყვარს, უბრალოდ ჯერ ამის შესახებ არ იცის. ასეა თუ ისე, საყვარელ მცენარეზე უნდა იზრუნოთ. სწორედ ამიტომ, გაზაფხულზე იორდასალამის გამოკვება თითოეული მეაგარაკის უპირველესი ამოცანაა. Paparazzi.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ უნდა იზრუნოთ და გამოკვებოთ იორდასალამი გაზაფხულზე.

photo credit: pxhere

იორდასალამის გამოკვება

თოვლის გადნობისთანავე

პირველად ყვავილი თოვლის გადნობიდან 7-10 დღის შემდეგ გამოკვებეთ. როგორც წესი, ამ მომენტისთვის მიწა უკვე მშრალია და პირველი ყლორტები ჩნდება.

photo credit: depositphotos

ნაადრევ გაზაფხულზე იორდასალამს აზოტი და კალიუმი განსაკუთრებით სჭირდება. აზოტი ფოთლების განვითარებას სტიმულირებს, ხოლო კალიუმი არახელსაყრელი ამინდის პირობების გადატანასა და დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება.

photo credit: Instagram

თითოეულ ბუჩქზე 10-15 გრ ამონიუმის ნიტრატი და 10 გრ კალიუმის მარილი დაგჭირდებათ. რაოდენობა რომ არ შეგეშალოთ, კომპლექსური საშუალება „კემირა უნივერსალი“ გამოიყენეთ. მორწყვის შემდეგ თითოეული ბუჩქის ქვეშ 1 მუჭა პრეპარატი მოაყარეთ და ნიადაგში ჩადეთ.

ხალხური მეთოდი: გაზაფხულზე, როგორც კი, მიწის ზემოთ იორდასალამის წითელი ჩანასახები გამოჩნდება, გასული წლის მულჩი მოაშორეთ. მულჩი ნიადაგს გათბობაში ხელს უშლის და მის გარშემო „მაცივარს“ ქმნის. ამის შემდეგ ყვავილის ირგვლივ ნაცარი მოაყარეთ. თითოეულ იორდასალამზე ზუსტად 1 ჭიქა ნაცარი დაგჭირდებათ. ნაცარი ნიადაგის მჟავიანობას ზრდის და მას მიკროელემენტებით კვებავს, ამასთან დაავადებების პირველი პროფილაქტიკაა.

კვირტობის პერიოდი

კოკრების გამოჩენისას სასუქს ფოსფორი დაუმატეთ. ფოსფორი ყვავილის ფორმირებისთვის საჭიროა.

photo credit: depositphotos

თითოეული ბუჩქის ქვეშ 10 გრ ამონიუმის ნიტრატი, 15 გრ სუპერფოსფატი და 5 გრ კალიუმის მარილი დაუმატეთ.

photo credit: Instagram

იორდასალამი მავნებლებისა და დაავადებებისგან რომ დაიცვათ, ჯერ კიდევ გაუშლელი კოკრები ფუნგიციდი „ოქსიხომით“ გამოკვებეთ. 20 გრ პრეპარატი 10 ლ წყალში გახსენით და მშრალ, უქარო ამინდში 10-14 დღიანი ინტერვალით დანამეთ.

ყვავილობის დაწყების შემდეგ

მესამედ ყვავილობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ გამოკვებეთ. შეგიძლიათ ფოთლოვანი გამოკვება გამოიყენოთ. ამისთვის შარდოვანას ხსნარი გამოიყენეთ (50 გრ 10 ლ წყალზე).

photo credit: depositphotos

აგვისტოში

აგვისტოში აზოტი კატეგორიულად აკრძალულია. ამ დროს კალიუმის და ფოსფორის სასუქები გამოიყენეთ. ასევე შეგიძლიათ გამოკვებოთ 1 ლ ნაცრით (10 ლ მდუღარე წყალში გახსნილი) ან კალიუმის სულფატით და სუპერფოსფატით, 20 გრ თითოეული სასუქი 10 ლ წყალზე.

photo credit: Instagram

სექტემბერ–ოქტომბერში ღეროები აუცილებლად გადაჭერით. მოჭრილი ტოტები და ფოთლები დაწვით, რომ სოკოს და დაავადებების განვითარება თავიდან აიცილოთ. მცენარე  ძვლის ფქვილის სასუქით გამოკვებეთ. წარმატებულად რომ გამოიზამთროს ტორფით ან მულჩით დაფარეთ. ასე ზამთრის სუსხიანი ამინდებისგან დაცული იქნება. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით იორდასალამი დიდებული და ლამაზი ყვავილებით დაგაჯილდოებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს