ყოველთვის მაინტერესებს, რატომ არის კერძები რესტორანში უფრო გემრიელი, ვიდრე სახლში. ცხადია, რომ შეფმზარეული თქვენზე მაგრად ამზადებს, რადგან სპეციალურად განსწავლულია, მაგრამ ზოგჯერ კრევეტების უბრალო სოუსიც კი არ გამოგვდის. დამშვიდდით! ახლავე გავარკვევთ.ბევრი რეცეპტი გამოვცადეთ და Paparazzi.ge-ს რედაქციაში გადავწყვიტეთ, რომ კრევეტების სოუსი შეფმზარეული ვასილი ემელიავენკოს რეცეპტით საუკეთესოა. განსაკუთრებით გაგვაოცა შესქელებულმა რძემ, რომელიც მის მოსამზადებლად გამოიყენება. მოულოდნელია, არა? ჩვენც თვალები შუბლზე აგვივიდა. მოდით, რეკომენდაციებს მივყვეთ და გემრიელი კრევეტებით ვისიამოვნოთ.თავდაპირველად, კრევეტების შესახებ. მოხარშვა მხოლოდ არგენტინულ კრევეტებს სჭირდება, რომლებიც ისედაც წითელია. დანარჩენები, თუ გაყინულს ყიდულობთ, უკვე გამოსაყენებლად მზადა. უბრალოდ უნდა გაალღოთ. აი, რის გაკეთებას გვირჩევს ვასილი.
როგორ მოვამზადოთ კრევეტები
დაგჭირდებათ:
- 500 გრ გაყინული კრევეტი
- 4 დაფნის ფოთოლი
- 1 ნახევარი ლიმონი
- 2-3 რგოლი კოჭა
- 3 ჩ/კ მარილი
- 100 მლ სოიოს სოუსი
მომზადების წესი:
- ყველაფერი მარტივია. მდუღარე წყალს დაფნის ფოთოლი დაუმატეთ, ლიმონი ნაჭრებად დაჭერით და წყალს დაუმატეთ, შემდეგ კოჭის ნაჭრები, მარილი და სოუსი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და ამ წყალში კრევეტები ჩაყარეთ. ამის შემდეგ გაზი გამორთეთ. თავისი არსით, ეს არა მომზადება, არამედ გალღობაა. ახლა სოუსი მოამზადეთ.
- პროპორციების გამოთვლა რთულია, ამიტომ ინგრედიენტების რაოდენობას არ დავწერთ, უბრალოდ ჩამოვთვლით. შემდეგ თქვენი გემოვნების მიხედვით მოამზადეთ. ზოგს უფრო „ნაღებიანი“ სოუსი მოწონს, ზოგს, პირიქით, უფრო მჟავე და ცხარე. ასეა თუ ისე, თქვენი გემური უპირატესობა უნდა იპოვოთ.
კრევეტების სოუსი
დაგჭირდებათ:
- ვასაბი ფხვნილი
- შესქელებული რძე
- ლიმონის ცედრა
- ლიმონის წვენი
- მაიონეზი
- მარილი
მომზადება:
- 1 ჩ/კ ვასაბის ფხვნილი საკმაოდ თბილ წყალს აურიეთ. წყალი ცოტ–ცოტა დაუმატეთ, რომ საბოლოოდ სქელი პასტა მიიღოთ, რომელიც უნდა დაამრგვალოთ. ფხვნილი ისეთი უნდა იყოს, რომ მომზადებისას ცხვირში გიღიტინებდეთ და თვალები ცრემლებით გევსებოდეთ.
- ნახევარი მზა ვასაბი აიღეთ და სხვა ჭურჭელში შესქელებულ რძეს აურიეთ. ახლა „ტკბილი“ გემოს კომპენსირება მოახდინეთ. ამისთვის ლიმონის ცედრა დაგჭირდებათ. ლიმონი პირდაპირ მომავალ სოუსს ჩაახეხეთ, ზუსტად ნახევარი ლიმონის ცედრა, შემდეგ ცოტა ლიმონის წვენი ჩაწურეთ.
- ამის შემდეგ მაიონეზი დაუმატეთ. ის მაქსიმალურად ნეიტრალური უნდა იყოს. სოუსის ბაზა მზადაა და აქ საინტერესო ეტაპი იწყება – სოუსს სასურველი გემო მიანიჭეთ. კლასიკური რეცეპტით ვასაბის გამო ზომიერად მჟავე, ოდნავ ტკბილი და ცხარე უნდა იყოს, მაგრამ არა ცრემლებამდე.
- გახსოვდეთ, რომ მჟავეს კომპენსირება სიტკბოთი ხდება, ხოლო სიცხარისთვის ნაწილობრივ ან მთლიანად დარჩენილი ვასაბი დაუმატეთ. კარგი სოუსი ერთდროულად მჟავე, ცხარე და მოტკბოა.
- კრევეტები თეფშზე დააწყვეთ, შემდეგ ერთი კრევეტი მწვანე სოუსში ამოავლეთ და დიდებული გემოთი დატკბით. გემრიელად მიირთვით!
რედაქციისგან
კრევეტების სოუსი მარტივი და ძალდაუტანებელია, როგორც იაპონელი, რომელმაც ეს სოუსი მოიგონა. ისღა დაგრჩენიათ, თქვენი საკუთარი პროპორციები მოძებნოთ.