რა ბედნიერებაა, როცა სამყაროს ევლინება პატარა ადამიანი, რომელსაც ამდენ ხანს ელოდით! ალბათ, მსგავსი ბედნიერება ჩვეულებრივი ადამიანური სიტყვებით არ აღიწერება. როგორი ფერადი განწყობაც არ უნდა გქონდეთ, განსაცდელის დრო მაინც დგება. სანუკვარი ბავშვი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
სამწუხაროდ, ამას ყველა ვერ უმკლავდება. ეს, ალბათ, პირველ რიგში, მამაკაცებს ეხება. ჩვენ უკვე დავწერეთ იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ბავშვის გაჩენას და რა ხდება, როცა… მოკლედ, Paparazzi.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარი განეხილა.
სანუკვარი შვილის გაჩენა
აი, ყველა სამშობიაროს წინ დგას: ბედნიერი დედა, შეძრწუნებული მამა და ნათესავები. ყვავილები, შამპანური, მხიარულება, საჩუქრები… ბავშვის პირველი ღამე სახლში. შუა ღამით, მამა ვერ იტანს და იმალება სამზარეულოში. თურმე, ეს ბიჭი სულ ბღავის, მას კი ეძინება. ცოლს ეს ესმის.
დღიდან დღემდე, დედა აჭმევს, ახვევს, ასეირნებს შვილს. სულ ფეხზე დგას. თან საჭმელი უნდა მოამზადოს, ქმარი შიმშილით რომ არ მოკვდეს. უქმეებზე, გასეირნების შემდეგ, ცოტა ხნით დასვენებაც სჭირდება, იცის, რომ ქმარი სახლშია. მოდის და იგი არ ხვდება. ურეკავს, ის კი პასუხობს, რომ სადღაც წავიდა, ძმაკაცებთან ერთად. მაგარია…
დედა გამოფიტვამდე მუშაობს. დღიდან დღემდე ერთი და იგივე მეორდება. ბავშვი, სამზარეულო, დალაგება, რეცხვა. ეცდება, სარკეში საკუთარ თავს არ ჩახედოს. თმა მოუვლელი, თვალები – წითელი, კოსმეტიკის გამოყენება უკვე აღარ ახსოვს. ქმარი თავისი საქმეებითაა დაკავებული. მერე რა? სახლი დალაგებულია, საჭმელი – მომზადებული, ბავშვითაც ცოლია დაკავებული. თვითონ დაისვენებს.
მშვიდ თხოვნებზე ქმარი სიბრაზით რეაგირებს. მისი აზრით, ცოლი უბრალოდ ზის სახლში და არაფერს აკეთებს. უბრალოდ ბავშვს უვლის, მერე რა. ამის გამო გეგმებზე ხომ არ იტყვის უარს? ბოლო-ბოლო, ეს ბიზნესსაც ეხება, სამსახურსაც და ზოგად კეთილდღეობასაც.
აი, დედა ამდენ რამეს აკეთებს, ცდილობს, ყველაფერი მოასწროს, თუმცა, ნუთუ ერთ ქალს ამდენი რამის კონტროლი შეუძლია? ნაგავი მაინც გადაყარე! ბრაზდება, იკეთება ტუალეტში და ტელეფონში ზის. თითქოს, თავისი ვაჟი სულ არ ახსენდება. რა პირველი ღიმილი, რა პირველი სიტყვა?
რაღაც მომენტში, დედას ეს გლობალურად ბეზრდება. ერთ საღამოს მამა ცარიელ ბინაში ბრუნდება, მაგიდაზე ახსნითი წერილიც კი არ დახვდა, ცოლი არც ზარებს პასუხობს. მამაკაცი კი თავს იტეხავს, გულწრფელად ვერ იგებს, რატომ მოხდა ასე და რას ნიშნავს ყველაფერი ეს. როცა იგი ტელეფონს უპასუხებს, ქმარს მისი მშობლების ხმა ესმის ფონად.
იმის თქმა საჭირო აღარაა, რა მოხდება შემდეგ. გულწრფელად გვინდა დავიჯეროთ, რომ ახლა მამაკაცები უფრო პასუხისმგებლიანები არიან და საკუთარი შვილების გაზრდა-განვითარების ხილვა მაინც სურთ.
გეცნობათ ეს სიტუაცია? გვითხარით, შეიძლება თუ არა მსგავსი დამოკიდებულების შეცვლა?