პელარგონია ფუმფულა და ლამაზი რომ იყოს, იგი ყოველ გაზაფხულს უნდა გაკრიჭოთ. ეს მცენარის ყველა სახეობას ეხება, სამეფო და ანგელოზის პელარგონიების გარდა. ბალბიფოთოლას ეს სახეობები შემოდგომაზე უნდა გაიკრიჭოს. კალმების მოჭრა სასარგებლო იქნება როგორც ახალგაზრდა, ისე მოხუცი მცენარეებისთვისაც. დღეს ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა გაკრიჭოთ ბალბიფოთოლა გაზაფხულზე.
როგორ გავკრიჭოთ ბალბიფოთოლა
ძირითადად, ახალი მორჩები ბალბიფოთლის ტოტების კენწეროებზე ჩნდება. თუ გაზაფხულზე ყვავილს არ გაკრეჭთ, ბალბიფოთოლა უბრალოდ უფორმო, მაღალ ხედ იქცევა. არავითარ შემთხვევაში არ დაგენანოთ ყვავილი, მისთვის ამით სარგებელი მოგაქვთ, ძველ ტოტებს თუ მოაშორებთ და მისცემთ საშუალებას, აყვავდეს, როგორც საჭიროა.
ჩვეულებრივ, ბალბიფოთოლა თებერვლიდან მარტის ბოლომდე უნდა გაიკრიჭოს. თუ ტოტების მოჭრას იჩქარებთ და მცენარეს ძალიან ადრე გაკრეჭთ, მტკიცე მორჩები მალევე ამოვა. ხოლო, თუ დააგვიანებთ, აყვავებას ვერ მოასწრებს სეზონამდე.
ბალბიფოთლის ბუჩქებს ზოლები აქვს (ერთგვარი ქერცლები, რომლებიც იმ ადგილებზე ჩნდება, სადაც მანამდე ფოთლები იყო) – ესაა მძინარე კვირტები, რომლებიც მორჩებად იქცევა, გაკრეჭვის დროს. ეს ქერცლები უნდა დაითვალოთ. მცენარის ფესვებიდან უნდა გადათვალოთ 3-5 ქერცლი და ბალბიფოთლის ტოტები ამ დონის ზემოთ გაკრიჭოთ.
ბალბიფოთლის მოვლა გაკრეჭვის შემდეგ
ბუჩქის გაკრეჭვის შემდეგ, მცენარე მზიან ადგილას უნდა დადგათ. როცა ტოტებს მოჭრით, მისი გადარგვა უფრო დიდ ქოთანში შეიძლება. ყვავილი გაკრეჭვისთანავე უნდა მორწყათ ფრთხილად, თუმცა უხვად. ახალი ფოთლების ზრდა რომ დააჩქაროთ, შეგიძლიათ აზოტის სასუქი გამოიყენოთ. ტოტები წელიწადში ერთხელ უნდა გაკრიჭოთ, თუმცა, ეს მცენარის მოვლის ყველა წესი არ გახლავთ. ლამაზი ფორმის ბუჩქი რომ გაჩნდეს, მოჭერით ზედმეტი ფოთლები და მოაშორეთ ხმელი ნაწილები, სითხე მათ რომ არ შეიწოვონ.
დატოტვილი ბალბიფოთლის ძველი კუნძები და ფესვები რომ არ დარჩეს, მოაშორეთ ძველი ფესვი და განაახლეთ ვაზონი. ამისთვის მოაჭერით ყველა ფესვი და ჩადეთ მოჭრილი ტოტები წყალში, მათ ახალი ფესვები რომ გაუჩნდეთ. შემდეგ გადარგეთ ყვავილი ქოთანში ან ღია ნიადაგში.
ბალბიფოთლის გაკრეჭისას ყველაზე მნიშვნელოვანია ძველი ტოტების მოშორება. გახსოვდეთ, რომ ყვავილს ამით ხელახლა დაბადებაში ეხმარებით.