რა გვაიძულებს ღამით ხშირად გაღვიძებას

3873

ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობისთვის ძილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ზოგჯერ  დაძინებას ვერ ვახერხებთ. ზოგთან ეს სიტუაცია მუდმივად მეორდება. რა არის ამის მიზეზი? პაპარაცის ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რატომ ვიღვიძებთ ღამით და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს.

რატომ იღვიძებს ადამიანი ღამით

თუ ჩინელ მკურნალებს დავუჯერებთ, ჩვენს სხეულში ე.წ. მერიდიანები არსებობს, რომლებიც განსაკუთრებულ წერტილებში მდებარეობენ და მათი გავლით ცის ენერგია მოძრაობს. ისინი მჭიდრო კავშირში არიან დროის სისტემასთან, რომელიც 12 ნაწილად იყოფა. ყოველი მათგანი სხვადასხვა ორგანოზეა პასუხისმგებელი.

Photo Credit to Depositphotos

მოუსვენრად ძილი შეიძლება იმის სიგნალი იყოს, რომ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემაზე მიგითითებთ. ძველი ჩინური რწმენის მიხედვით ძილში ზეციური ძალები ჩვენთან დაკავშირებას ცდილობენ. თუ ერთსა და იმავე დროს გეღვიძებათ, უნდა დაფიქრდეთ თუ რისი მანიშნებელია ეს.

გაღვიძების საათები

მაგალითად, 23:00-დან პირველ საათამდე გაღვიძება შესაძლოა ემოციური იმედგაცრუების მიზეზი იყოს. ტრადიციული აღმოსავლური რწმენის მიხედვით ამ დროს ნაღვლის ბუშტია აქტიური. ჩინური მედიცინა გვირჩევს დადებითი მანტრები ვიკითხოთ და პატიება ვაპრაქტიკოთ.

Photo Credit to Depositphotos

გაღვიძება 1:00 და 3:00-ს მონაკვეთში – რისხვის ნიშანია. ეს მერიდიანი ღვიძლთან არის დაკავშირებული. ამ მონაკვეთში უძილობა იანური ენერგიის სიჭარბესა და მრისხანებაზე მიგვანიშნებს. იმისთვის, რომ მშვიდად იძინოთ – ცივი წყალი დალიეთ და მედიტაცია სცადეთ.

Photo Credit to Depositphotos

გაღვიძება 3:00-სა და 5:00-ს შორის – თვქენთან დაკავშირებას უმაღლესი ძალები ცდილობენ. ღამის ეს პერიოდი მსუბუქ სევდას უკავშირდება. თუ ამ დროს იღვიძებთ შესაძლოა უმაღლეს ძალებს თქვენთვის რაიმეს მინიშნება სურს. ძილის შებრუნებისთვის ილოცეთ და სუნთქვითი ვარჯიშები აკეთეთ.

Photo Credit to Depositphotos

გაღვიძება 5:00-7:00 ემოციურ ბლოკებზე მიგვანიშნებს. დროის ეს მონაკვეთი ენერგეტიკულად მსხვილ ნაწლავს უკავშირდება. თუ ამ პერიოდში იღვიძებთ, ნიშნავს, რომ ემოციური ბლოკები გაქვთ. იმისთვის, რომ დაძინება შეძლოთ ცოტა გაივარჯიშეთ და ტუალეტში შედით.

ჩვენი სხეული – ეს გასაოცარი სისტემაა. როდესაც საეჭვო სიგნალების მიღებას ვიწყებთ, აუცილებლად უნდა დაუგდოთ ყური თქვენს სხეულს და უფრო მარტივად შეძლებთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენას. ენდობით თუ არა ჩინურ მედიცინას თქვენი გადასაწყვეტია.

Photo Credit to Depositphotos

რა თქმა უნდა არ ღირს საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმა. ამიტომ, თუ ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემაზე გაქვთ ეჭვი, პასუხების ინტერნეტში ძიებას ნუ დაიწყებთ და მაშინვე სპეციალისტს მიმართეთ. ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია შეგიძლიათ განიხილოთ თუმცა იცოდეთ, რომ ხშირი გამოღვიძებების მიზეზი შეიძლება უფრო ბანალურიც იყოს.

არასწორი ტემპერატურა

ტემპერატურა და ჰაერის ხარისხი დიდ გავლენას ახდენს ძილზე. თუ საძინებელში შეუსაბამო ტემპერატურაა – ჩევნი ბუნებრივი თერმორეგულაცია ირღვევა. კვლევები ადასტურებენ, რომ ძილი გრილ ოთახში ჯობია. როდესაც საძინებელში ცხელა და მშრალი ჰაერია თქვენი სასუნთქი გზები სტრესს განიცდიან. ხშირი გაღვიძების მიზეზი შეიძლება ესეც იყოს. ეცადეთ ღამით ტემპერატურა 23 გრადუსზე მაღალი ან 16-19 გრადუსზე დაბალი არ იყოს.

Photo Credit to Depositphotos

არაკომფორტული მატრასი

არასწორად შერჩეული მატრასი, შეიძლება ცუდი ძილის მიზეზად იქცეს. ღამით კომფორტული დასვენებისთვის მატრასი ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ. სწორი შერჩევა – კარგი მოდუნებისა და ძალის აღდგენის გარანტია.

Photo Credit to Depositphotos

ჭარბი განათება საძინებელში

აუცილებლად კარგად ჩაბნელებულ ოთახში უნდა გეძინოთ. ეს ჰორმონი მელატონინის გამომუშავებს უწყობს ხელს, ეს უკანასკნელი ხარისხიან ძილზეა პასუხისმგებელი. თუ თქვენი ოთახის ფანჯრიდან სინათლე შემოდის აუცილებლად ჩამოაფარეთ სქელი ფარდა ან ჯალუზები გააკეთეთ. ძილის წინ ყველა ელქტრო მოწყობილობა გამორთეთ.

Photo Credit to Depositphotos

ყოველთვის ამრტივი გასარკვევი არ არის თუ რატომ გეღვიძებათ ღამით. როგორც ხედავთ მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს. ასე, რომ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ნუ დააიგნორებთ მის სიგნალებს. გისურვებთ ჯანმრთელ ძილს და სიმხნევეს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს