ჰაეროვანი კვერცხი “ორსინი” – საუზმე არისტოკრატებისთვის

281

მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე გაღვიძება არავის უყვარს, თუმცა პირადი გამოცდილებით გეუბნებით, რომ უჩვეულო საუზმე ადრე გაღვიძებას, ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი შთააგონებს. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში სწორედ უჩვეულო საუზმის შესახებ მოგიტხრობთ. მზად ხართ?!

უჩვეულ საუზმე

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კვერცხი
  • 50 გრამი მაგარი ყველი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. პირველ რიგში მაქსიმალურად ფრთხილად განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გულები აუცილებლად მთელი უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ეფექტურობა დაკარგოს. სანამ მათ განაცალკევებთ, ურიგო არ იქნებოდა თუ კვერცხს გარეცხავდით და ნაჭუჭს ყველაფერ ზედმეტს მოაშორებდით.

2. შემდეგ ცილას ცოტაოდენი მარილი დაუმატეთ და მიქსერით თქვიფეთ კარგად გასქელებამდე.

3. წვრილ სახეხზე კვერცხი გახეხეთ და ათქვეფილ ცილას მოაყარეთ.

4. ცილისა და ყველის მასას კოვზით კარგად მოურიეთ და ფორმებში დაანაწილეთ. შეგიძლიათ ცილა პერგამენტ დაფენილ ჟარუნაზეც მოათავსოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ აპირებთ მის სუფრაზე მიტანას.

5. შემდეგ ცილაზე მცირე ზომის ჩაღრმავებები გააკეთეთ და მათში კვერცხის გულები მოათავსეთ. ამის შემდეგ კვერცხი 160 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 8-10 წუთის განმავლობაში შედგით. როგორც კი ცილა გამზადდება გემრიელობა სუფრასთან მიიტანეთ.

კერძი შეგიძლიათ ახალი მწვანილით მორთოთ და ხრაშუნა ტოსტებთან ერთად მიირთვათ.

იმედი გვაქვს რეცეპტი მოგეწონებათ. მოუთმენლად ველით თქვენს კომენტარებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს