როგორ მოვამზადოთ სახლში ზეფირი – „ტყის კენკრა“

0
619
PhotoCredit By Depositphotos

ნატურალური ზეფირი, რომელის შემადგენლობაშიც ნამდვილად შედის ხილი და კენკრა ძნელი საპოვნია, ამიტომ პაპარაცის რედაქცია ზეფირის სახლის პირობებში მომზადებას გასწავლით. მისი ერთხელ მომზადების შემდეგ მაღაზიაში შეძენილი ქიმიური შემადგენლობის ტკბილეულზე სამუდამოდ იტყვით უარს.

როგორ გავაკეთოთ ზეფირი სახლის პირობებში

ამ ზეფირს „ტყის კენკრა“ ეწოდება, ამ რეცეპტით მომზადებული ზეფირი ფორმას კარგად ინარჩუნებს. ამასთანავე ეს დესერტი ძალიან ჰაეროვანი, ტკბილი და თავბრუდამხვევად გემრიელია. მთავარია ხარისხიანი აგარ-აგარი გამოიყენოთ. რეცეპტში ვაშლის პიურესაც გამოვიყენებთ. მოცვისა და ჟოლოს პიურე შესანიშნავ ფერს და გემოს მისცემს.

ინგრედიენეტები ზეფირის მასისთვის

  • 65 გრამი მოცვის პიურე
  • 120 გრამი ვაშლის პიურე
  • 65 გრამი ჟოლოს პიურე
  • 1 ცილა
  • 200 გრამი შაქარი
  • ვანილის შაქარი (გემოვნებით)

სიროფის ინგრედიენტები

  • 400 გრამი შაქარი
  • 150 მილიგრამი წყალი
  • 9 გრამი აგარ-აგარი

ინგრედიენტები ზეფირის ამოსავლებად

  • 200 გრამი შაქრის პუდრა
  • 50 გრამი სიმინდის სახამებელი

მომზადების წესი

  1. სანამ რეცეპტის მომზადებას დაიწყებთ, ხილის პიურე მოამზადეთ. ვაშლის პიურე საკმაოდ მარტივად მზადდება: დაჭერით ვაშლი, მოთუშეთ, მოაცილეთ რბილობი და გათქვიფეთ.

კენკრის შემთხვევაში ჯერ კენკრა დააბლენდერეთ, შემდეგ კი გაწურეთ. თუ გაყინულ კენკრას იყენებთ წინასწარ გაალღვეთ.

2. ამის შემდეგ ზეფირის პიურე მოამზადეთ. საშუალო ზომის ქვაბში ერთმანეთში აურიეთ 200 გრამი შაქარი, მთლიანი პიურე და ვანილი. პიურე შაქრის გალღობამდე ხარშეთ, ურიეთ მუდმივად.

როდესაც მასა ადუღდება, განაგრძეთ მისი ხარშვა დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. თუ ნარევი საკმაოდ თხელია, გასქელებამდე ხარშეთ. მზა მასა ჯამში გადაასხით და გაგრილებას დაელოდეთ.

3. პიურე ათქვეფილ ცილას შეურიეთ და ათქვიფეთ.

4. როდესაც პიურეს ცილასთან ერთად ათქვეფთ, ქვაბში სიროფი მოამზადეთ. წყალი, აგარ-აგარი და 400 გრამი შაქარი ერთმანეთს შეურიეთ და ცეცხლზე დადგით. როგორც კი სიროფი ადუღდება დაიწყეთ მისი მორევა. ამ პროცესს დაახლოებით 7 წუთი დაჭირდება.

5. სიროფი სწრაფად ცივდება, ამიტომ პიურე ცილის პარალელურად უნდა ათქვიფოთ. სიროფი ვარდისფერ ფუმფულა მასაში გადაასხით და კომბაინით მაქსიმალურ სიჩქარეზე ურიეთ. მასა 10 წუთის განმავლობაში უნდა გასქელდეს და უფრო მყარი გახდეს.

6. ახლა მასა სწრაფად მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და ზეფირები პერგამენტ დაფენილ ჟარუნაზე დასვით. ზეფირები გასაცივებლად და გასამაგრებლად დატოვეთ და ოთახის ტემპერატურაზე 1 ღამით გააჩერეთ.

7. გაცივებული ზეფირის ნახევრები შეაერთეთ და შაქრის პუდრისა და სიმინდის სახამებლის ფქვილში ამოავლეთ.

ალბათ უკვე ვეღარ ითბენთ და ერთი სული გაქვთ თუ როდის მოამზადებთ ამ შესანიშნავ დესერტს. შედეგი კომენატრებში გავიზიარეთ.