რატომ უნდა შეწყვიტოთ კატლეტის შეწვა და მისი აჭარულად, კვერცხთან ერთად გამოცხობა დაიწყოთ

419

ზოგი ფიქრობს, რომ რაც უფრო მარტივია კერძი, მით უფრო არ ვარგა მისი გემოვნური თვისებებიც. ეს მოსაზრება ძალიან მცდარია! დღეს პაპარაცის რედაქცია უმარტივეს კერძს შემოგთავაზებთ – კატლეტი კვერცხით – აჭარულად. ჯერ მხოლოდ დასახელება მოგგვრით მადას.

კერძი ხორცის არის და მისი გემო ფარშის ხარისხზე იქნება დმოკიდებული, ამიტომ აჯობებს ის თავად მოამზადოთ.

კატლეტი ქურაში – კვერცხით

ინგრედიენტები

  • 800 გრამი ღორის ან შერეული ფარში
  • 5 ცალი ქათმის კვერცხი
  • 100 მილიგრამი წყალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ცალი ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 2 სუფრის კოვზი საფანელი
  • 5-6 ტოტი მწვანე ხახვი
  • მარილი, წიწაკა და სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი

1.ჯერ მოვამზადოთ ფარში. გაატარეთ ხორცი, დაუმატეთ ნიორი, დაახეხეთ ხახვი და კარგად აურიეთ.

2.ფარშს სოიოს სოუსი დაუმატეთ, კვლავ გადაზილეთ, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და წყალი. კვლავ აურიეთ. ახლა მწვანე ხახვის და დაფხვნილი საფანელის დრო დადგა. ხახვი წინასწარ დააქუცმაცეთ. როდესაც ყველა ინგრედიენტი დამატებულია ფარში კარგად აურიეთ.

3.მოამზადეთ კატლეტი და ნავის ფორმა მიეცით. წესით 5 ცალი უნდა გამოგივიდეთ. ახლა ყოველ კატლეტში ჩაღრმავება გააკეთეთ. ამ საქმეში ჭიქა დაგეხმარებათ – ის კატლეტს ფსკერით დააჭირეთ.

  1. მოამზადეთ საცხობი ფორმა. მას კარაქი კარგად წაუსვით. ფრთხილად გადაიტანეთ კატლეტი მასზე. ზოგიერთი დიასახლისი მათთვის ფორმის მიცემას ჟარუნაზევე ახერხებს.

5. ყოველ ჩაღრმავებაში კვერცხი ჩატეხეთ. ქურაში კვერცხი ნახევარი საათით უნდა იყოს. ქურა კი 190 გრადუსზე უნდა იყოს გაცხელებული.

პაპარაცის რედაქციისგან

შეგიძლიათ მზა ფარშიც შეიძინოთ თუმცა ის თავად შეაზავეთ. კერძი სუფრასთან მაშინვე მიიტანეთ. სწრაფად მოასხით სასურველი სოუსი და გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს