პეტუნია – ყველასთვის ცნობილი მცენარეა, რომელიც არაპრეტენზიულობით გამოირჩევა, აქვს შესანიშნავი გარეგნობა და მისი ყვავილობაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. თუ მებაღეს შემოქმედებითი მიდგომა აქვს პეტუნიის ფოთლებისგან პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმის მიღება შეიძლება. ასეთი მანევრები ნებისმიერ ბუჩქს საინტერესო გარეგნობას შემატებს.
მაგრამ, როგორ უნდა მივიღოთ საჭირო ფორმის ბურთი ყვავილისგან? ეს არც ისეთი მარტივია, თუმცა თუ ჩვენს ინსტრუქციებს ყურადღებით გაყვებით, ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.
პეტუნიას ფოთლები
პეტუნიას სამი ძირითადი სახეობა აქვს: ამპელური, ბუჩქოვანი და კასკადური. კლასიკური პეტუნია, რომელიც ქალაქში ან აგარაკზე გარემოს გასალამაზებლად გამოიყენება ამპელურია. ბუჩქოვანი პეტუნია ბაღში იზრდება. ამ შეთხვევაში ჩვენ ერთ სეზონზე დიდი რაოდენობის ყვავილების მოყვანა გვსურს რომელიც მცენარის გარეგნობის ფორმირებაში დაგვეხმარება.
თესვა
პეტუნიას მარტის ბოლოს თესავენ. გირჩევთ ის დიდი რაოდენობით დათესოთ. რეკომენდებულია მსუბუქი, ფხვიერი ნიადაგი გამოიყენოთ, რომელსაც ნეიტრალური მჟავიანობა ექნება. სუბსტრატის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ. ამისთვის ნეშომპალა, ტორფი და ქვიშა – მიწას 2:2:1:2 რაოდენობით შეურიეთ.
ნარევის ზედა ფენა (1სმ) გაცრილი უნდა იყოს. დათესვამდე ნიადაგი მორწყეთ და თესლი კი ცოტაოდენ ქვიშას შეურიეთ. ახლა თესლი წყლით დაამუშავეთ, გადააფარეთ ცელოფანი და თბილ ადგილას (23-25 გრადუსზე) შეინახეთ.
ერთი კვირის შემდეგ პირველი ამონაზარდები გაჩნდება. ისინი პულივიზატორით დღე-ღამეში 2-ჯერ უნდა მორწყათ. გირჩევთ ფრთხილად იმოქმედოთ, რადგან ეს მცენარე ძალიან ნაზია. სინოტივის ბალანსიც ძალიან მნიშვნელოვანია. ნერგებს შეგიძლიათ ცელოფანი გადააფაროთ თუმცა ის დაავადებების გაჩენას უწყობს ხელს. როდესაც ცელოფანი დაიორთქლება შეგიძლიათ ის ამოაბრუნოთ.
მანგანუმის კალიუმით მორწყვაც მნიშვნელოვანია. აქ მებაღეების აზრი იყოფა: ზოგი გვარწმუნებს, რომ ეს საჭირო საერთოდ არ არის.
გასხვლა
პეტუნიის სხვლა ზრდის ყველა სტადიაზე საჭიროა. თავად პროცედურა საკმაოდ ხშირად ტარდება, მცენარე ხომ სწრაფი ტემპებით ვითარდება. გარკვეულ მომენტში მცენარე ძალიან აქტიურ ზრდას იწყებს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ გასხვლის დრო დადგა. გადათვალეთ 4-5 ფოთოლი და ყველაფერი ზედმეტი მოაჭერით. პეტუნიის ფოთლებს ნაკლი არ უნდა ქონდეს.
წანაჭრელი შეგიძლიათ წყალში ჩადოთ და მას ფესვები გამოუმუშავდება.
ბოლოს კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
- ნუ იჩქარებთ და ზედმეტად მოკლე ფოთლებს ნუ გასხლავთ. 4-5 ფოთოლი სწორედ ის არის რაც გვჭირდება.
2. პეტუნიას წანაზარდებს გასხვლა თვეში ერთხელ ჭირდებათ. თუ ძალიან საჭიროა 2-ჯერ.
პეტუნია – შესანიშნავი მცენარეა, რომელსაც ლამაზი ფოთლები, ტოტები და ყვავილები აქვს. ის ყოველთვის ლამაზად გამოიყურებიან და გულგრილს არასდროს დაგტოვებთ. მისი მოვლაც როგორც ხედავთ რთული არ არის.