სუნთქვა – გახდომისთვის. საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერს ხომ ასეა?! იმით დავიწყოთ, რომ იაპონია გასაოცარი ქვეყანაა! ეს კულტი ამერიკაშიც კარგად განვითარებულია. იაპონელებმა განსაკუთრებული წესები – “მეტაბო” შექმნეს, რომლის თანახმადაც ზრდასრული ქალის წელის გარშემოწერილობა 90 სანტიმეტრს არ უნდა ცდებოდეს, მამაკაცის კი 85 სანტიმეტრს. ეს წესი 40-75 წლის ასაკის ადამიანებს ეხებათ.
თუ წონა ნორმას ცილდება, დროა დიეტოლოგს მიმართოთ. სწორედ ამიტომ იაპონელებს ბევრი სახის დიეტა აქვთ. დღეს ერთ-ერთ ტაქტიკაზე გესაუბრებით.
სუნთქვის ტექნიკა გახდომისთვის
შესაძლოა ბოდიფლექსის შესახებ უკვე გსმენიათ. 90-იან წლებში როდესაც აერობიკა პოპულარობის პიკში იყო, ამერიკელმა ქალბატონმა გრირ ჩაილდერსმა მთელი წიგნი დაწერა გახდომისა და მსუბუქი ფიზიკური სავარჯიშოების შესახებ. მათ საფუძვლად ზოგიერთი იოგის სავარჯიშო უდევთ.
აზიაში და აღმოსავლეთის ქვეყნებში სუნთქვას დიდი დრო ეთმობა. საბრძოლო ხელოვნებებშიც კონცენტრირება სუნთქვაზე, ფიზიკურ ძალასა და კონცენტრაციაზე ხდება. რაც ყველაზე უცნაურია: სწორი სუნთქვის მეშვეობით ცხიმის დაწვაც შეიძლება – პირადპირი მნიშვნელობით.
ამ უბრალო მეთოდის გამოგონების შემდეგ მეთოდისტებმა მისი ეფექტურობის ახსნაც იპოვეს. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ცხიმოვანი ქსოვილი ძირითადად წყლისა და ნახშირწყლებისგან შედგება. ჟანგბადის გავლენით ცხიმოვანი ქსოვილი ამ ორ კომპონენტად იშლება.
ქვემოთ მოყვანილი სუნთქვითი ვარჯიშები, თქვენს კანს, კუნთებსა და სისხლს დამატებითი ჟანგბადით შეავსებს, ეს კი ნივთიერებათა ცვლას ააჩქარებს. ამის პარალელურად სისხლისა და ლიმფის ცირკულაციაც ძლიერდება და ტოქსინები გამოიდევნება.
გასახდომი სავარჯიშოები
ისევე როგორც ყველა ყველა ეფექტურ სავარჯიშოს – უკუჩვენებები ამ სავარჯიშოებსაც აქვთ. ექიმები გვირჩევენ სუნთქვით ვარჯიშებს თავი მოვარიდოთ გაციებისა და გართულებული ქრონიკული დაავადებების დროს. საერთო ჯამში გახდომის ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა.
ადექით და მარჯვენა ფეხი წინ წაწიეთ. ტერფი მარცხენა ტერფს უნდა ეხებოდეს და მის პერპენდიკულარულად იდგეს.
წონა მარცხენა ფეხზე გადაიტანეთ
- გააკეთეთ ღმა ჩასუთქვა ცხვირით და ერთდროულად აწიეთ ხელები. ჩასუნთქვა სამი წამის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
- შემდეგ ნელ-ნელა ჩამოსწიეთ ხელები პირით ამოსუნთქვის დროს. ამოსუნთქვა 7 წამი უნდა გრძელდებოდეს.
- სავარჯიშო ხუთჯერ გაიმეორეთ და წინ გადამდგარი ფეხი შეცვალეთ.
იმისთვის, რომ მაქსიმალურ ეფექტს მიაღწიოთ, ეცადეთ ამოსუნთქვისას თეძოების, მუცლის და ზურგის კუნთები მოჭიმოთ. სავარჯიშოები მშიერზე უნდა გააკეთოთ. რეკომენდებულია დღეში 2 ლიტრზე ნაკლები წყალი არ დალიოთ, რათა მაქსიმალურად გააძლიეროთ მეტაბოლიზმი.
ამგვარად დღეში სულ რაღაც 5-7 წუთის დახარჯვა მოგიწევთ და მუცელზე არსებული ჭარბი ცხიმისგანაც გათავისუფლდებით. დროდადრო შეგიძლიათ კიდევ დაუმატოთ რამდნიმე მისვლა.