მებაღე ბანანს სახლში ზრდის და თქვენც გასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად

2719

სახლში სხვადასხვა თესლების მოყვანა – ძალიან სასიამოვნო პროცესია. ავოკადოსა და ლიმონის მოყვანის ტექნიკა ალბათ ყველასთვის ცნობილია, თუმცა რას იტყოდით უფრო ეგზოტიკურ მცენარეზე?! მათი უმეტესობა ბინებში თავს კარგად გრძნობს. ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ გავზარდოთ ბანანი სახლის პირობებში. ბოლოში ვიდეოსაც შემოგთავაზებთ.

როგორ გავზარდოთ ბანანი

დასაწყისისთვის რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ ბანანის შესახებ, პირველ რიგში იმას მოგახსენებთ ბანანი – ხილი არ არის და კენკრაა. მეცნიერული ლიტერატურა გვატყობინებს, რომ ბანანი ხეზე არ იზრდება და სინამდვილეში ბალახზე მოდის. ბანანის პალმა ბალახის კლასიფიკაციაში შედის, უბრალოდ მათი სიგრძე 10 მეტრს აღწევს.

არანაკლებ გვაოცებს ის ფაქტი, რომ ბანანი შეგიძლიათ სახლში გაზარდოთ. ოთახში ტემპერატურა 18 გრადუსს არ უნდა ცდებოდეს. სახლში ეს მცენარე 2 მეტრზე მეტად არ იზრდება. რა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ბანანი ბინაში გავზარდოთ?!

დასაწყისისთვის თესლი უნდა ვიპოვოთ. თუ ამოცანის გამარტივება გსურთ, შეგიძლიათ ის ინტერნეტში შეუკვეთოთ. თავგადასავლების მოყვარულებს კი თესლის დამოუკიდებლად მიღებას ვურჩევთ. სამწუხაროდ არსებობს ერთი ნიუანსი: ჩვენთან ნაყოფს მწვანე მდგომარეობაში აგზავნიანა ამიტომ შეიძლება ეს მასალა საერთოდ არ გამოგვადგეს. თუმცა მოსინჯვა შეიძლება.

თესლის გაზრდა

1. ახლა ავიღოთ და თბილ ადგილას დავდოთ ბანანი რომელიც შედარებით მწიფეა და მის კარგად დამწიფებას დაველოდოთ. იცოდეთ, რომ მცირე ზომის ბანანს უკეთესი თესლი აქვს.

2. დამწიფებული ბანანი 2 ნაწილად გავჭრათ. შავი წერტილები გახლავთ თესლი რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

3. დანის ან კოვზის მეშვეობით რბილობიდან თესლი ამოვაძროთ. დავდოთ საშუალო ზომის ჭურჭელზე და ფსკერზე ცოტა წყალი დავასხათ. თესლი 1 დღე-რამის განმავლობაში წყალში გავაჩეროთ.

4. შემდეგ ქოთანი და გრუნტი მოვამზადოთ, რომელშიც ჩვენი ბანანები გაიზრდებიან. ქოთნის ფსკერზე დრენაჟი მოვათავსოთ.

5. გრუნტის კარგად უნდა იყოს შეზავებული: ცოტაოდენი ქვიშა, ხავსი, პერლიტი და საკვები გრუნტი. ეს ყველაფერი საგულდაგულოდ ავურიოთ. შედეგად ფხვიერ საკვებ ნიადაგს მივიღებთ ჩვენი ბანანისთვის.

6. ჩვენი დასველებული თესლი გრუნტზე მოვათავსოთ. პულივიზატორის მეშვეობით მსუბუქად მოვრწყათ. მიწა ზემოდან არ დავაყაროთ, უბრალოდ ცოტაოდენი მიწა მოვაბნიოთ.

7. ახლა სასათბურე პირობები შევქმნათ. ამისთვის პოლიეთილენის პარკი ავიღოთ, მთლიანად შევფუთოთ მასში ქოთანი და თბილ ადგილას დავდგათ.

ახლა ისღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ, თუ როდის ამოიზრდება თესლი. ამის შემდეგ მოვხსნათ ცელოფანი და სუსტი წანაზარდები მოვაშოროთ. როდესაც ბანანი კარგად წამოიზრდება ცალ-ცალკე ქოთნებში გადარგათ.

ბანანის მოვლა დაახლოებით ისეთივეა როგორც სხვა ტროპიკულლი მცენარეების მოვლა. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ შესანიშნავი ნერგები გამოგვივა. რა თქმა უნდა დიდი და უხვი მოსავლის მოლოდინი არც ღირს. გაითვალისწინეთ, რომ სახლში გაზრდილ ბანანის ხეს დეკორატიული დანიშნულება აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს