პაპარაცის ამ სტატიაში შვეიცარიული ბეზეს მომზადებას გასწავლით. ეს დესერტი შეგიძლიათ ბავშვების დღესასწაულზეც მოამზადოთ რადგან დარწმუნებული იქნებით, რომ მისი მომზადებისას მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გამოიყენეთ. სტატიის ბოლოს კი შეგიძლიათ ვიდეოც ნახოთ რათა მომზადების პროცესი უფრო დეტალურად იხილოთ.
როგორ გავაკეთოთ ბეზე
შვეიცარიული ბეზეს მოსამზადებლად მინიმალური რაოდენობის პროდუქტები გჭირდებათ. ბეზე შეგიძლიათ ტორტის, პასკის ან სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის მოსართავადაც გამოიყენოთ.
ინგრედიენტები
- 5 კვერცხის ცილა
- 320 გრამი შაქარი
- მწიკვი მარილი
- ვანილი ან ვანილის შაქარი
- ლიმონმჟავის მწიკვი
- საკვები საღებავები
მომზადების წესი
- ქვაბში ჩაასხით ცოტაოდენი წყალი და ასადუღებლად დადგით. ეს ორთქლის აბაზანისთვის დაგვჭირდება.
- ცილებს დააყარეთ შაქარი და მწიკვი მარილი, ვანილი ან ვანილის შაქარი და ლიმონმჟავა.
- ცილიანი ჯამი ორთქლის აბაზანაზე დადგით, ისე, რომ ჯამი წყალს არ შეეხოს. მუდმივად ურიეთ შაქრის სრულ გალღობამდე. ამას რამდენიმე წუთი დაჭირდება. ცილის ტემპერატურას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს – შეგიძლიათ კვერცხი პირდაპირ მაცივრიდან გამოიღოთ.
- გადაამოწმეთ გალღვა თუ არა შაქარი: ცილა თითებს შორის მოსრისეთ. თუ შაქრის სიმაგრე არ შეგხვდათ, მასა მიქსერით ათქვიფეთ.
- ჯამი ორთქლის აბაზანაზე დააბრუნეთ. ერთი წუთის განმავლობაში ის საშუალო სიჩქარეზე თქვიფეთ მიქსერით, შემდეგ კი მაქსიმალურ სიჩქარეზე გადადით. ცილის მასა გათეთრდება და მოცულობაში გაიზრდება. თქვეფის პერიოდი – 10 წუთია. ეს ყველაფერი მიქსერის სიძლიერეზეც არის დამოკიდებული. როდესაც მასაში ტალღები გაჩნდება – არ ნიშნავს, რომ კრემი მზად არის. აუცილებლად დაელოდეთ იმ მომენტს როდესაც მასა მიქსერის საცმზე დაიწყებს დახვევას.
- ასეთი კრემის კეთება არ უნდა შეწყვიტოთ. თუ საქმის გადადება გიწევს აუცილებლად გადააფრეთ მას სველი ხელსახოცი.
კრემთან მუშაობა
1. თუ სხვადასხვა ფერის ტკბილეულის მომზადება გსურთ, კრემი რამდენიმე ნაწილად დაყავით. მის შესაღებად გელისებური ან ფხვიერი საღებავი გამოიყენეთ. გელისებური საღებავის გამოყენების შემთხვევაში 1 წვეთი საღებავიც საკმარისია. დააწვეთეთ საღებავი და კარგად აურიეთ.
2. თუ ფხვიერ საღებავს იყენებთ, ჯერ რამდენიმე წვეთ წყალში გახსენით და შემდეგ დაასხით კრემს. კარგად აურიეთ და გახსენით ცილის მასაში.
3. კრემი ერთჯერად საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ, სხვა ფერის ბეზეს შემთხვევაშიც იგივე გაიმეორეთ. შემდეგ ყველა ტომარას წააჭერით ბოლოები და ერთ ტომარაში მოათავსეთ, რომელსაც წაჭრილ ბოლოზე საკონდიტრო ფორმა აქვს ჩასმული.
4. ჟარუნას პერგამენტის ქაღალდი გადააფრეთ. პერგამენტი შეგიძლიათ კიდეებზე დაამაგროთ. ახლა საკონდიტრო ტომარა აიღეთ და ჟარუნაზე ბეზეს ფორმები გამოიყვანეთ. თუ ჩხირის გამოყენება გსურთ შეგიძლიათ ის გამოცხობამდე ჩაარჭოთ ბეზეში.
5. ჟარუნა 70 გრადუსზე კონვექციის რეჟიმზე ჩართულ ქურაში შედგით. თუ ქურა გაზის არის, მაშინ მინიამლურ ტემპერატურაზე დააყენეთ და კარი ბოლომდე არ დახუროთ.
6. შვეიცარიული ბეზე დაახლოებით 2,5 საათის განმავლოაბში ცხვება. ტკბიელული შეგიძლიათ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში ან კონტეინერში 5 დღის განმავლობაში შეინახოთ.
ასეთი ტკბილეული საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება, ის შესანიშნავი ვარიანტია სააღდგომო პასკის მოსართავად. შეგიძლიათ მისგან ყვავილების, სააღგომო ბაჭიების ან წიწილების ფორმები გამოიყვანოთ. შთაგონებას და გემრიელ ბეზეს გისურვებთ!