პეტუნია მრავალწლოვანი მცენარეა. ჩვენი კლიმატის პირობებში ღია გრუნტზე ის რამდენიმე წლის განმავლობაში ხარობს. პაპარაცის ამ სტატიაში სწორედ ამ ყვავილის შესახებ ვისაუბრებთ და პეტუნიების დათესვის საკითხს განვიხილავთ.
როგორ დავთესოთ პეტუნია
პეტუნია უხვად და დიდხანს ყვავის, მისი მოვლა რთული არ არის თუმცა შეიძლება გარკვეულ პრობლემებს მაინც შეეჩეხოთ. ეს რომ არ მოხდეს, საკმარისია მისი გაზრდის ძირითად წესებს გაეცნოთ.
პირველ რიგში ყურადღება თესლს მივაქციოთ. ისინი ახალი და ხარისხიანი უნდა იყოს, გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის სახეობასაც. მაგალითად, ბუჩქოვანი პეტუნიას თესლი ღია გრუნტში დასათესად გამოგადგებათ, ხოლო ამპელურები კი ქოთნებისთვის.
შეგიძლიათ პეტუნიის სხვადასხვა სახეობები გამოიყენოთ. ხშირად მაღაზიებში მზა თესლის პაკეტები იყიდება, შედეგად თქვენს ბაღში ან რაფაზე სხვადასხვა ფერის პეტუნია გაზირდება, ამიტომ თუ ერთი ფერის ყვავილები გსურთ აჯობებს ერთი კონკრეტული სახეობის თესლი შეიძინოთ.
ნათესების მომზადება
ნათესის ხარისხი იმ გრუნტზეა დამოკიდებული, რომელშიც თესლს დათესავთ. ამ მიზნისთვის სპეციალისტები ნოყიერი მიწისა და ჰიდროგელის გამოყენების ნარევს გვირჩევენ. ეს სპეციალური ნივთიერებაა რომელიც სითხეს იწოვს და მცენარის ფესვებს საჭირო რაოდენობით აწვდის.
პეტუნიას ნათესისთვის ნაიდაგი ფხვიერი და მსუბუქი უნდა იყოს. აჯობებს მზა გრუნტი სპეციალურ მაღაზიებში შეიძინოთ. ეს ნიადაგის მომზადებას გააიოლებს. მისთვის შესაბამისი პლასტმასის კონტეინერი უნდა შეარჩიოთ რომელიც სასურველი გამჭვირვალე იყოს.
შეავსეთ ის ნიადაგით. დაასხით მანგანუმის ხსნარი (5 გრამი მანგანუმი 1 ლიტრ წყალზე). ეს ნიადაგის გაუვნებელყოფისთვის და მასში სოკოვანი დაავადებების გაჩენისგან თავის აცილებაში დაგეხმარებათ. მორწყვის შემდეგ თესლი მორწყეთ და კონტეინერს თავი დაახურეთ.
თესლი ზედმეტად ღრმად არ უნდა დათესოთ, ამით გაზრდისთვის ბევრი სინათლე ჭირდებათ. დათესვის შემდეგ ნიადაგი აჯობებს რამდენიმე დღე აღარ მორწყათ. პირველი ამონაზარდი 1-2 კვირის შემდეგ გაჩნდება. ამისთვის ტემპერატურული რეჟიმი უნდა დაიცვათ (25 გრადუსი სითბო) და საჭირო სინათლეც უზრუნველყავით. პირველი წანაზარდები მიგვანიშნებს, რომ ნათესის განიავებაა საჭირო. დასაწყისისთვის დღეში ორჯერ 10-15 წუთიც საკმარისი იქნება.
მთვარის სათესი კალენდრის მიხედვით, 2021 წლის აპრილში ნათესები აჯობებს 2,3,4 ან 6 რიცხვებში გააკეთოთ. 8 და 23 აპრილს კი ამისგან თავი უნდა შეიკავოთ.
მცენარის მოვლა
როგორც კი პირველი 3-4 ფოთოლი გაჩნდება, დროა მცენარე გადარგოთ. პეტუნიას საკმაოდ განვითარებული ფესვოვანი სისტემა აქვს ამიტომ აჯობებს ის თავიდანვე დიდ ქოთანში ან კასეტებში გადარგათ. ყვავილს სრულყოფილად განსავითარებლად საკმარისი ადგილი უნდა ჰქონდეს.
პეტუნიის გადარგვის შემდეგ ჰაერის ტემპერატურა 18-20 გრადუსზე შეამციროთ. მცენარე ზომიერად მორწყეთ. ურიგო არ იქნება თუ ნათესებს კომპლექსური სასუქით უზრუნველყოფთ, მათში ფოსფორისა და კალიუმის შეცველობა უნდა იყოს.
აპრილსა და მაისში ნათესის ღია ნიადაგში გადარგვა შეგიძლიათ. გაზაფხულის ბოლო თვეს ამისთვის ყველაზე სასიკეთო დღეები: 1-5, 9 – 13, 15-20, 24-29 და 31 აპრილია.
თქვენ გაქვთ ეს მცენარე? თქვენ როგორ უვლით მას?! გამოცდილება კომენატრებში გაგვიზიარეთ!