როგორ მივიღოთ კარტოფილის უხვი მოსავალი მცირე ნაკვეთზე

1665

კარტოფილის მსხვილი, გემრიელი და უხვი მოსავალი ყველა მებაღის ოცნებაა. კარგი მოსავლის აღებაში მავნებლებისა და ამინდების გარდა თესვის პროცესის არასწორი ჩატარებაც გვიშლის ხელს. დღეს პაპარაცის რედაქცია შემოგთავაზებთ სტატიას სადაც კარტოფილის მოყვანის შესახებ იქნება რჩევები.

Photocredit to DepositPhotos

დასათესი მასალა

კარტოფილი რა თქმა უნდა ნებისმიერი დასათესი მასალიდან გაიზრდება თუმცა კარგი შედეგის მირება თუ გსურთ – დასათესი მასალა უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. როგორც წესი კარგ ბოლქვებს საკვებად იტოვებენ, შელახულებს კი დასათესად ინახავ. ამ შემთხვევაში აჯობებს დასათესად კარგი კარტოფილები გადაინახოთ.

Photocredit to DepositPhotos

დასათესი კარტოფილი 5 წელიწადში ერთხელ უნდა განაახლოთ. დროთა განმავლობაში მასალის სიძველე მოსავალზეც დაიწყებს ასახვას ამიტომ მისი განახლება აუცილებელია!

აგრონომების აზრით დასათესად ქათმის კვერცხის ან ოდნავ უფრო დიდი ზომის ბოლქვები უნდა შეარჩიოთ. ზედმეტად დიდი კარტოფილი დაფესვიანებას დიდი დროს მოანდომებს რადგან ის საკვები ნივთიერებების მიღებას საკუთარი თავიდან დაიწყებს და დაფესვიანებას არ დააჩქარებს.

ბოლქვის მომზადება

არ ღირს იმ კარტოფილის დათესვა რომელიც ახლახანს გამოიტანეთ საკუჭნაოდან. ასეთ შემთხვევაში კარტოფილს დაფესვიანებისთვის დიდი დრო დაჭირდება.

Photocredit to DepositPhotos

ბოლქვები დათესვისთვის უნდა შეამზადოთ. ამისთვის კარტოფილი 15-20 დღით ისეთ შენობაში უნდა დადოთ სადაც 12-15 გრადუსია და გაფანტული განათება აქვს.

დათესვის ადგილი

მცირე ნაკვეთის ქონის შემთხვევაში კარტოფილის დათესვა ერთსა და იმავე აგილზე გვიწევს დათესვა. ასეთ დროს ნიადაგში მავნებლები ჩნდება, საჭიროა რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეცვალოთ კარტოფილის თესვის ადგილი.

Photocredit to DepositPhotos

კარტოიფილამდე ნიადაგში შეგიძლიათ ხახვი, ნიორი, კიტრი, კომბოსტო ან პარკოსნები დათესოთ. კარტოფილის ცუდი წინამორბედია პომიდორი რადგან ისინი თითქმის ერთნაირი დალაგებების მიმართ არიან მიდრეკილნი.

შეიძლება თუ არა ცოტა კარტოფილის დათესვით მეტი მოსავალი მივიღოთ?

იმისთვის, რომ კარტოფილის ბოლქვებს საკვები ნივთიერებების მისაღებად ერთმანეთთან ბრძოლა არ მოუწიოთ ორმოებს შორის დისტანცია 25-35 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. რიგებს შორის კი აჯობებს მინიმუმ 60-70 სანტიმეტრიანი დაშორება დაიცვათ.

Photocredit to DepositPhotos

მორწყვა

კარტოფილის ახალი ბოლქვის ფორმირება მაშინ იწყება როდესაც კარტოფილს ყვავილი უჩნდება. ამიტომ როდესაც 2 კვირის მანძილზე მშრალი ამინდებია – კარტოფილს დამატებითი მორწყვა ესაჭიროება. ყვავილობის დასაწყისი მებაღისთვის სიგნალია: დროა მოვრწყათ. კარგი მოსავლის მისაღებად აუცილებელია კარტოფილი კვირაში მინიმუმ ორჯერ მოვრწყათ.

Photocredit to DepositPhotos

სასუქი

კარგი მოსავლისთვის ნიადაგი შემოდგომის დასაწყისში უნდა გაანოყიეროთ. მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგზე ძროხის ნაკელი ან კომპოსტი შეიტანეთ.

Photocredit to DepositPhotos

ახალი სასუქი არ გამოიყენოთ ეს ნიადაგს დაწვავს. რაც შეეხება რაოდენობას: 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 7 სათლი ნაკელი დაგჭირდებათ. გაზაფხულზე კომპლექსური სასუქი შეიტანეთ (აზოტი, ფოსფორი და კალიუმი) – 2-3 კილოგრამი 100 კვადრატუმ მეტრზე. გაზაფხულზე ხის ნაცრის შეტანაც კარგად ისახება კარტოფილის განვითარებაზე. კავდრატულ მეტრზე 300 გრამიც საკმარისი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს