მეზობელს ჩემი ხახვის მოსავლის შურს. გეტყვით, რით ვამუშავებ დარგვამდე

6497

გაზაფხული მიწათმოქმედების სეზონის დასაწყისია. დარგვამდე თესლისა და ნერგების სწორად დამუშავება კარგი მოსავლის უზრუნველყოფას ნიშნავს. თითოეულ მიწათმოქმედს ხახვის დამუშავების თავისებური საიდუმლო აქვს. ბაბუაჩემი ამას განსაკუთრებული მეთოდით აკეთებდა და არასდროს მინახავს იმაზე უკეთესი ბოსტნეული, ვიდრე მას მოჰყავდა. ახლა მე თვითონაც ასე ვაკეთებ.

Photo credit: Depositphotos

ხახვის დამუშავება დარგვამდე

დარგვამდე, ხახვი აუცილებლად უნდა დამუშავდეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ხახვის ნერგები არ დალპეს და კარგად ამოცენდეს. პირველ რიგში, ხახვის დამუშავება მას გათბობაშიც უწყობს ხელს. მიწათმოქმედები მსხვილი და საშუალო ზომის ნერგების 22-25 გრადუსზე შენახვას გვირჩევენ. ხოლო ის ხახვები, რომლებიც 1 სმ-ზე ნაკლები დიამეტრისაა, შეინახეთ გრილ ოთახში, 2-8 გრადუსამდე ტემპერატურაზე. თუ ნერგების მოფრთხილებისა და დამუშავების წესებს დაარღვევთ, ისინი მწვანილს გამოიღებს და ვერ მიიღებთ დიდ, წვნიან ხახვებს.

Photo credit: Depositphotos

გათბობის გარდა, ხახვის დამუშავება დეზინფექციასაც მოიცავს. მაშინაც კი, თუ იცით, რომ ეს ნერგები თავად მოიყვანეთ, პროფილაქტიკას თავი არ სტკივა.

როგორ დავამუშავოთ ხახვი დარგვამდე

სანამ მიწაში ჩარგავდეთ, ხახვის თავები ჩაალბეთ სოდის ხსნარში. სწორედ ამ ნივთიერებას აქვს ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული თვისებები. სოდის ხსნარით დამუშავებული ნერგები დაავადებებისადმი ამტანი იქნება და კარგადაც გაიზრდება.

Photo credit: Depositphotos

აგრეთვე, სოდა მინერალურ ნივთიერებებსაც შეიცავს, ამიტომ, ხახვის ამ ხსნარში დამუშავება ნერგებს გვალვის ამტანსაც ხდის. მოსავალს მშრალ ნიადაგზეც კი მოიყვანთ.

ხახვის ჩასალბობად, 1 ლ სუფთა წყალში გახსენით 1 ჩ.კ. საკვები სოდა. გააცალეთ ხახვის დასარგავ თავებს ქერცლები, ოღონდ არასრულად, თორემ მწვანე ხახვს მიიღებთ. მოათავსეთ ხახვები 55-60 გრადუსამდე გამთბარ ხსნარში 30 წუთით. დაახურეთ თავსახური, ხსნარმა ტემპერატურა დიდხანს რომ შეინარჩუნოს. სულ ესაა.

Photo credit: Depositphotos
სოდის შეშხეფება რიგებზე

სხვათა შორის, ხახვის დამუშავება დარგვის შემდეგაც შეიძლება. სოდა დადებითად იმოქმედებს ნიადაგზე, დაარეგულირებს მის მჟავიანობას. ეს მარტივი გზაა პათოგენურ მიკროორგანიზმებთან და სარევლებთან საბრძოლველად. ამისთვის, მოაყარეთ რიგებს ხმელი ფხვნილი ან დაამუშავეთ წყალში გახსნილი სოდით (1 ლ წყალზე 100 გ სოდა).

Photo credit: Depositphotos

ხოლო, თუ ნერგებს ბუგრები ან ფქვილოვანი ცვარი შეეყრება, დაუმატეთ 1 ს.კ. სოდა 2 ლ წყალს და დაამუშავეთ ხახვი ხსნარით. ეს კვირაში ერთელ უნდა გააკეთოთ.

სოდის გარდა, კალიუმის პერმარგანატის (ე.წ. “მარგანცოვკის”) გამოყენებაც შეიძლება. გამოცდილი მიწათმოქმედები მის ხსნარშიც ალბობენ ნერგებს. ამისთვის დაუმატეთ 10 გ ფხვნილი 10 ლ წყალს. მოათავსეთ ხახვის თავები 30 წუთით ამ ხსნარში, შემდეგ გარეცხეთ. ნერგები დასარგავად მზად იქნება!

Photo credit: Depositphotos

თუ ამ მარტივ საიდუმლოებს შეისწავლით, ხახვის უხვ მოსავალს მიიღებთ. ბოსტნეულის ნერგის დამუშავება მარტივი პროცედურაა, რომელიც ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ. სოდა და წყალი – მხოლოდ ეს გჭირდებათ ჯანმრთელი ნერგებისა და შესაშური მოსავლისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს