პასკა თაფლით – უძველესი რეცეპტის მიხედვით

0
411

აღდგომისთვის სამზადისი ნამდვილი დღესასწაულია, ამ დროს გაზაფხულიც გვიხარია და წინასააღდგომო ფუსფუსი სასიამოვნოდ გვეჩვენება. დალაგება, მენიუს შედგენა, გემრიელი კერძების მზადება, კვერცხის შეღებვა და რა თქმა უნდა პასკის ცხობა! პაპარაცის რედაქცია დღეს ტრადიციული, უკრაინული პასკის შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ის უძველეს კულინარიულ წიგნში მოვიძიეთ, მათი განსაკუთრებულობა ცომში თაფლის არსებობაა. სწორედ ამ ინგრედიენტის წყალობით იღებს პასკის ცომი არაჩვეულებრივ ფერს.

ინგრედიენტები

  • 1 ლიტრი რძე
  • 100 გრამი საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 10 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 5 ცალი კვერცხი
  • 1,9 კილოგრამი ფქვილი (+/- 100 გ)
  • 100 მილიგრამი მცენარეული ზეთი
  • 300 გრამი კარაქი (82% ცხიმიანობა)
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 300 გრამი შაქარი
  • 30 გრამი ვანილის შაქარი
  • 50 გრამი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი არაყი
  • 500 გრამი ჩირი

გასაფუებელი მასის მომზადება

1. ავიღოთ დიდი ჯამი და დავასხათ 1 ლიტრი თბილი რძე. აჯობებს სახლის ან მაღალი ცხიმიანობის მქონე რძე გამოიყენოთ. რძეს საფუარი და 2 სუფრის კოვზი შაქარი დავუმატოთ. ყველაფერს საგულდაგულოდ მოვურიოთ რათა საფუარი კარგად გაიხსნას.

2. შემდეგ 10 სუფრის კოვზი ფქვილი დავუმატოთ (საერთო რაოდენობიდან). მოვზილოთ თხელი ცომი – როგორც თხელი ბლინებისთვის.

3. ცომს საკვები ცელოფანი გადავაფაროთ და თბილ ადგილას 40 წუთით დავდგათ. როდესაც საფუარი ბუშტუკებს გამოუშვებს – ნიშნავს, რომ საფუარი დანიშნულებისამებრ მუშაობს.

ცომის მომზადება

1. ცალკე ჯამში ავურიოთ კვერცხი, ჩვეულებრივი შაქარი, ვანილის შაქარი, მარილი და თხელი თაფლი. თუ თაფლი სქელია შეგიძლიათ ორთქლის აბაზანაზე დაადნოთ. დაუმატეთ გამდნარი კარაქი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მნიშვნელოვანია ყველა პროდუქტი ოთახის ტემპერატურის იყოს. ასეთ შემთვევაში ცომი უფრო კარგად აფუვდება.

2. დავუბრუნდეთ ჩვენს საფუარს და ჩვენს ცომში გადმოვასხათ. ფქვილი აუცილებლად კარგად გაცერით და ნელ-ნელა მოაყარეთ. აჯობებს ფქვილი ვიზუალურად სამ ნაწილად გაყოთ და ეტაპობრივად დააყაროთ.

3. ფქვილის პირველი ნაწილის დაყრის შემდეგ ცომს 1 სუფრის კოვზი არაყი დაუმატეთ. ფქვილის ნელ-ნელა დაყრა საშუალებას მოგცემთ ის უკეთ მოზილოთ და კონსისტენციაც აკონტროლოთ რათა ზედმეტად არ გამყარდეს.

4. მას შემდეგ რაც მთელს ფქვილს მოაყრით, ცომი ხელით მინიმუმ 15-20 წუთის მანძილზე ზილეთ. რაც უფრო უკეთ მოვზილავთ მას, მით უფრო გემრიელი გამოვა ჩვენი პასკა. ზელვის პროცესში დაამატეთ მცენარეული ზეთი – ცომი ჯამს და ხელებს აღარ მიეკრობა.

5. სწორად მოზელილი ცომი საკმაოდ სქელი გამოდის მაგრამ კარგად იწელება და არ იხევა. მზა ცომი 2 ნაწილად დაანაწევრეთ და 2 სხვადასხვა ჯამში გადაიტანეთ – თორემ გაფუებისას ჭურჭლიდან გადმოვა. ზემოდან მას მცენარეული ზეთი მოუსვით, დააფარეთ საკვები ცელოფანი და 1 საათით სითბოში დატოვეთ.

6. 1 საათის შემდეგ ცომის პირველი ჩაზელვა გააკეთეთ. დაუმატეთ ჩირები: გარგარი, ქიშმიში, მოცხარი ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ჩირი. ქიშმიშს ცომში დამატებამდე მდუღარე გადაავლეთ და ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ. ცომს ძლიერად ჩაზელვა არ უნდა.

7. ცომს ზეთი კიდევ გადაუსვით. გადააფარეთ ცელოფანი და კიდევ 1,5 საათით დატოვეთ.

პასკის ცხობა

1.ნახევარი საათის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაზილეთ ცომი და ფორმებში დაანაწილეთ. შეგიძლიათ ქაღალდის ფორმები გამოიყენოთ.

2. სამუშაო ზედაპირს მცენარეული ზეთი გადაუსვით. აიღეთ ცომის ნაჭერი, დაამრგვალეთ, მოასწორეთ და ფორმაში მოათავსეთ. ის ფორმის 1/3-ზე მეტს არ უნდა ფარავდეს. პასკის ცენტრში ხის ჩხირი ჩაარჭეთ. იმისთვის, რომ პასკაში ჰაერმა შეაღწიოს და პასკა თანაბარი ზომის გამოვიდეს.

3. ცომიანი ფორმენი ჟარუნაზე დაალაგეთ. სანამ ქურა ცხელდება მორჩენილი ცომისგან გაფორმებები გაამზადეთ, მაგალითად ნაწნავის ფორმის. დეტალური პროცესი ვიდეოში იხილეთ.

4. როდესაც ცომი ამოვა, შეგიძლიათ ჩხირები ამოიღოთ და პასკა მორთოთ და წყალში გაზავებული კვერცხის გული გადაუსვათ. პასკას მაშინვე ქურაში ნუ შედგავთ, დაიცადეთ კვერცხის ქული კარგად გაშრეს.

5. პასკა 170 გრადუსზე აგცხელებულ ქურაში აცხვეთ. პატარა ზომის პასკას 40 წუთი ჭირდება, დიდებს კი დაახლოებით 1 საათი. ცხობის რეჟიმი: ზემოდან და ქვემოდან.

პასკა ამ რეცეპტით რბილი და ნოტიო გამოდის, დიდხანს არ კარგავს ფერს და გემოს და არც შრება. ჩვენს გემრიელ პასკებს და ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ!