რომელი ნივთები უნდა გაიტანოთ საძინებლიდან ერთხელ და სამუდამოდ

247

ჩვენი ცხოვრების თითქმის ერთ მესამედს ძილში ვატარებთ – ეს მეცნიერული კვლევის შედეგია. ამიტომ მშვიდი და ხანგრძლივი ძილის პროცესის ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს. საძინებლის მოწყობის დროს ზოგჯერ ძალიან დიდი შეცდომებს ვუშვებთ, მათ შორის კი ზედმეტი ნივთების შენახვაა. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში იმ ნივთების სიას შემოგთავაზებთ, რომლებიც საძინებელში არ უნდა იქონიოთ თუ მშვიდი და ჯანმრთელი ძილი გსურთ.

Photo credit: Depositphotos

მაღვიძარა

ბევრს მიაჩნია, რომ მაღვიძარა ან საათი საძინებლის უმნიშვნელოვანესი დეტალია. თუ საათი არ გვექნება როგორ მივხვდებით, რომ სამსახურში გაგვიანდებათ?! თუმცა მაღვიძარა შეიძლება მუდმივი შფოთვის მიზეზად იქცეს. საღამოსმე იწყეთ ნერვიულობას იმაზე, რომ დილით მაღვიძარა არ დარეკავს და ა.შ.

Photo credit: Depositphotos

თანამედროვე ცხოვრების რითმში ცოტას თუ შეუძლია თავისი ძილის ციკლის დარეგულირება. იმისთვის, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მაღვიძარას გარეშე გაიღვიძოთ, საჭიროა ძილის რეჟიმს მიყვეთ და სრულფასოვნად გამოიძინოთ. ბიოლოგიური საათი არც ისეთი ზუსტია. არსებობს პრობლემის გადაწყვეტის საკითხი: იმისთვის, რომ მუდმივად მაღვიძარაზე არ იყოთ დამოკიდებული, ის სხვა ოთახში გადაიტანეთ – მაგალითად, საძინებლის გვერდით ოთახში. თქვენ მის ხმას დილით გაიგონებთ და ღამის განმავლობაში საათის შესამოწმებლად აღარ გაიღვიძებთ.

ფეხსაცმელი

რატომ ვიხდით ფეხსაცმელს სახლში ქუჩიდან შესვლისას?! მთავარი მიზეზი – სახლში ჭუჭყის შეტანისგან თავის არიდებაა. თუმცა ხშირად ჩვენს მტვრიან ფეხსაცმელს მაშინ ვიხდით როდესაც უკვე შევედი სახლში, ზოგჯერ კი საძინებელშიც ფეხსაცმლით შევდივართ. ეს კი ჰიგიენის წესებს აღვევს.

Photo credit: Depositphotos

ეცადეთ ფეხსაცმელი საწოლთან არ დადოთ. საძინებლის ეს ნაწილი მაქსიმალურად სუფთა უნდა იყოს. გამონაკლისია ოტახის ჩუსტებია, მათი დატოვება საძინებელშიც შეგიძლიათ.

ფოტოები

სასიამოვნოა როდესაც ჩარჩოში ჩადებულ ოჯახის ფოტოებს უყურებ. თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ ფოტოები საძინებელში არ შევინახოთ. რატომ?! საქმე იმაშია, რომ ფენშუის მიხედვით საძინებელი მხოლოდ თქვენთვისა და თქვენი პარტნიორისთვის განკუთვნილი ადგილია. თუ იქ ოჯახის წევრების ფოტოებს შეინახავთ ძილის წინ მათი შეხედვა თქვენს მოვალეობებს გაგახსენებთ და ეს თქვენში გარკვეულ შფოთვას გამოიწვევს.

Photo credit: Depositphotos

ტრენაჟორები

სპორტით სახლში დაკავება კარგია, თუმცა ოთახში სპორტული აღჭურვილობის შენახვა კარგი იდეა არ გახლავთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ის სივრცეს ავიწროვებს, მათ ზედაპირზე ბევრი მტვერი და მიკრობი გროვდება და ძილის წინ სარბენი ბილიკის ყურება არც თუ ისე დამამშვიდებელი საქმიანობაა. რა საჭიროა ზედმეტი შფოთვა?!

Photo credit: Depositphotos

საკვები

საკვებისა და ხემსის შესანახად სამზარეულო არსებობს. ხშირად ძილის წინ ჩიფსის ხრაშუნს ან ჩაის მირთმევას ვწყვეტთ, ეს კი ხარისხიან ძილს უშლის ხელს. გარდა ამისა ნამცეცები შეიძლება თეთრეულზე დარჩეს და დილამდე კარგად ვერ მოისვენებთ.

Photo credit: Depositphotos

საბუთები

საძინებელში ბევრი კარადა, კომოდი და თაროები გავქვს. ერთი შეხედვით საბუთებისა და ფასეული ნივთების შესანახად ეს შესანიშნავი ადგილია. თუმცა ეს უსაფრთხო ნამდვილად არ გახლავთ. მნიშვნელოვანი საბუთები სეიფში უნდა შეინახოთ, ფული კი – ბანკში.

Photo credit: Depositphotos

გამაცხელებელი

ზამთარში ძალიან ცივა და საძინებლის გათბობა გვიწევს. ზოგჯერ გვინდება გამათბობელი მტელი რამით დავტოვოთ ჩართული. მცირე ზომის ელექტრო გამათბობელიც კი აშრობს ჰაერს და კანს, იწვევს გაღიზიანებასა და ქავილს. რესპირატორული დაავადებების ან ასთმის მქონეებისთვის კი გამათბობლის ღამით დატოვება საერთოდ აკრძალულია.

Photo credit: Depositphotos

თუ ამ ჩამონათვალში ისეთი ნივთები აღმოაჩინეთ რომლებიც თქვენს საძინებელშიც მოიპოვება, აუცლილებლად განთავისუფლდით მათგან. ამ რჩევების გათვალისწინება თქვენს ძილის ხარისხს გააუმჯობესებს და თქვენს ცხოვრებასაც დადებითისკენ შეცვლის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს