თანამედროვეობაში უამრავი სახის ტექნიკა და ჭურჭელი არსებობს რომლებზეც წინა საუკუნის დიასახლისები ვერც კი იოცნებებდნენ. თუმცა ზოგჯერ ვხვდებით, რომ მიწვის საწინააღმდეგო საფარის მქონე ტაფებისა და ჭურჭლის უკან უამრავი მითი იმალება. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში სწორედ იმ ტაფებზე და მულტისახარშის ჯამებზე ვისაუბრებთ რომლებსაც მიწვის საწინააღმდეგო საფარი აქვთ და ჩვენს საკვებს უფრო ჯანსაღსა და უსაფრთხოს ხდიან.
ჭურჭელი მიწვის საწინააღმდეგო საფარით
ალბათ ყველას სმენია, რომ მიწვის საწინააღმდეგო საფარი თუ გაიჩხაპნა მისგან სხვადასხვა მავნე ნივთიერებები გამოდის და ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი ადგება. კერძოდ, მისგან პერფორირებული კარბონის მჟავა გამოიყოფა.
ზემოთხსენებული ნივთიერება სუფთა სახით თეთრ ფხვნილს წარმოადგენს რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. მას ტეფლონის წარმობისთვის იყენებენ – მიწვის საწინააღმდეგო მქონე ჭურჭლის ყველაზე პოპულარული საფარი.
ამბობენ, რომ ტეფლონის ტაფის ძლიერი გაცხელება უკვე იწვევს ამ მჟავის გამოყოფას და საკვებში შერევას. თუმცა ჭურჭელში ამ ნივთიერების შეცველობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ტეფლონის ტაფებმა მომხმარებლის პატივისცემა მალევე მოიპოვა. ის საკმაოდ გამძლეა დაზიანებების მიმართ და მავნე ნივთიერებებსაც არ შეიცავს.
ტაფაზე გაჩენილი ნაკაწრებიც არც თუ ისე საშიშია, თუ თქვენმა მეუღლემ შემთხვევით მიწვის საწინააღმდეგო საფარი დააზიანა ნუ შეშინდებით. ჯერ დაადგინეთ თუ რა მასალის გახლავთ ჭურჭელი და რამდენად კრიტიკულია ნაკაწრი. ნაკაწრი ჯანმრთელობისთვის ნაკლებ საშიშია, თუმცა მათ გამო ტაფა საკვების მიკვრას დაიწყებს.
ტეფლონის ალტერნატივა
ტეფლონის ტაფის ალტერნატივა კერამიკული საფარის მქონე ჭურჭელი გახლავთ. თუმცა იცოდეთ, რომ კერამიკის ჭურჭელი ტემპერატურული ცვლილებების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და დროთა განმავლობაში მას მიკრო-ბზარები უჩნდება.
ვისაუბროთ ასეთი ჭურჭლის გარეგნულ თვისებებზეც. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თვის შემდეგ საფარი ბზინვარებას კარგავს და მოყვითალო ან მოყავისფრო ფერის ხდება, უჩნდება ნადები რომლის მოცილებაც შეუძლებელია. ასეთი ჭურჭლის შეძენისას გახსოვდეთ, რომ ის მალე დაკარგავს მიმზიდველ იერსახეს.
თუ ტეფლონის ტაფაზე საკვების შეწვა ზეთის გარეშეა შესაძლებელი, მისი დაკაწვრის შემდეგ მას უკვე ბევრი ზეთი დაჭირდება რათა საკვები არ მიიწვას.
როგორც ხედავთ თანამედროვე ჭურჭელი საკმაოდ ადვილი მოსახმარია თუმცა მათი გამოცვლა და განახლება რეგულარულად არის საჭირო. მინიმუმ წელიწადში ორჯერ. ამ მიზეზების გამო დიასახლისები ხშირად ამბობენ უარს ტეფლონის ჭურჭელზე და უპირატესობას უსაფრთხო რკინისა და თუნუქის ნაკეთობებს ანიჭებენ.