ქლიავის მარმელადს ჟელატინის გარეშე ღუმელში ვაცხობ. პურს და კარაქს ემეგობრება

571
© Depositphotos

ხილი ვიტამინების საწყობს და კულინარიული სიამოვნების წყაროს წარმოადგენს. მათ წვნიანი ქლიავიც მიეკუთვნება.

დარჩენილი დესერტისგან შეგიძლიათ მოამზადოთ მარმელადი, რომელიც დიდხანს ინახება. ქლიავის მარმელადის სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია.

შინაურული მარმელადის მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქლიავი
  • 400 გრ შაქარი
  • 1 ლიმონი

მომზადება:

1. ქლიავი კარგად გარეცხეთ, ნაჭრებად დაჭერით და კურკები მოაშორეთ. ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ ან ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე დააბლენდერეთ. შაქარს აურიეთ. მიღებული ნარევი ქვაბში ჩაასხით და დაბალ ცეცხლზე დადგით.

© Depositphotos

2. ქლიავი 30 წუთით ხარშეთ, მუდმივად აურიეთ, რომ ქვაბის ძირზე არ დაიწვას. საწყისი მოცულობიდან 1/3 ქლიავი უნდა დაგრჩეთ.

© Depositphotos

3. ქლიავის ფაფას კანიანად გახეხილი ლიმონი დაუმატეთ და კიდევ 10 წუთით ხარშეთ.

© Depositphotos

4. მასა საწურში გადაწურეთ და სილიკონის ფორმებში ჩაასხით, 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2-3 საათით აცხვეთ.

© Depositphotos

5. როცა მასა გაგრილდება, ნაჭრებად დაჭერით. სურვილის შემთხვევაში შაქარი მოაყარეთ. ქლიავის მარმელადი მზადაა.

© Depositphotos

ამ მარმელადის უპირატესობა ისააა, რომ სრულად ნატურალურია და გამასქელებელს, ჟელატინსა და აგარ-აგარს არ შეიცავს. სანელებლების მოყვარულებს შეუძლიათ მარმელადი უფრო სრულყოფილი გახადონ და ქლიავის ფაფას დარიჩინი, მიხაკი და ილი დაუმატონ. მთავარია, ძირითადი ინგრედიენტების პროპორცია სწორად დაიცვათ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს