ჩემი ბავშვობა 90-იანებს დაემთხვა. სანამ პატარა ხარ, უფროსების საზრუნავი შენ არ გეხება. სამაგიეროდ, ძალიან გვაღიზიანებს ხოლმე მშობლების უცნაური ჩვევები, რომლებიც მეგობრების წინაშე “გვარცხვენს”. მხოლოდ გაზრდასთან ერთად ხვდებით, რომ ზოგიერთი მათგანი ნამდვილად სასარგებლო და პრაქტიკული იყო. Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ 90-იანი წლების ჩვევებს, რომლებიც დღესაც უნდა გამოიყენოთ.
ჩემი შვილები ახლა ზუსტად ისე მიყურებენ, როგორც მე ვუყურებდი მშობლებს თავის დროზე. ეუცნაურებათ, რომ დედა ხახვს ჩულქებში ინახავს. ვუყურებ ამ ხახვის გირლანდებს და მეღიმება. აი, კიდევ რამდენიმე ჩვევა, რომლებიც შეუმჩნევლად იქცა ჩემი ცხოვრების ნაწილად.
მშობლების ჩვევები, რომლებიც ჩვენ გადმოვიღეთ
1. ხახვი კოლგოტებში
ეს უკვე ვთქვი. დედას ხშირად ვეუბნებოდი, რომ ეს სამზარეულოს საშინლად ამახინჯებდა. ახლა უკვე ვიცი, რომ ხახვის ასე შენახვა ყველაზე მოსახერხებელია.
ჯერ ერთი, ასეთ “შეფუთვაში” ხახვი ნაკლებ ადგილს იკავებს. მეორეც, კარგად განიავებადი მასალა ბოსტნეულის დალპობას უშლის ხელს. ყუთებში იგი სწრაფად ფუჭდება. კიდევ ერთი – სისუფთავე. ხახვის ქერცლები კოლგოტში რჩება.
2. პარკების რეცხვა
ადრე ცელოფნის პარკები დეფიციტში იყო. ამიტომ, დიასახლისები მათ რეცხავდნენ და აივანზე ფენდნენ. ახლა პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. პლასტმასის მეორადი გამოყენება ეკოლოგების მიერაა რეკომენდებული. თუმცა, უმჯობესია მისი ჩანაცვლება მოდური ჩანთით. აი, მისი გარეცხვა კი ნამდვილად საჭირო იქნება.
3. წყლის ფაფა
ადრე რთული იყო სხვა პროდუქტის შოვნაც. სანამ სოფელში ბებიას ძროხა არ გაუჩნდა, დედაჩემი ფაფებს წყლით ამზადებდა. თანამედროვე დიეტოლოგები გვირჩევენ რძის მოხმარების შემცირებას ან მათზე საერთოდ უარის თქმას. ამასთან, დღეს ბევრს აქვს ლაქტოზის აუტანლობა. ამრიგად, ის, რაც ადრე აუცილებელი ზომის მიღებას ნიშნავდა, ახლა უკვე სწორ კვებას ნიშნავს.
4. პროდუქტის მარაგი
90-იან წლებში ხალხი პროდუქტს წინასწარ იმარაგებდა. როგორც კი დახლებზე რამე რთულად მოსაპოვებელს დადებდნენ, საქონელს მაშინვე იტაცებდნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა, სახლში ჰქონდათ თუ არა იგი. თავის დაზღვევის მიზნით…
ჩვენს დროში მაღაზიაში ნებისმიერ რამეს იპოვით. ახლა უკვე სიას ადგენენ და პროდუქტს 1 კვირით ადრე იმარაგებენ, სამომავლოდ ზედმეტ ხარჯს რომ აარიდონ თავი. მარილის საყიდლად წასული ხომ შეიძლება ფასდაკლებული პროდუქტით სავე ორი ჩანთით დაბრუნდეთ.
5. ძველი ქსოვილების ჩვრებად გამოყენება
ბავშვობაში ყველაზე მეტად ის მაბრაზებდა, რომ დედაჩემი ჩემს ძველ ტანსაცმელს ჩვრების ნაცვლად იყენებდა. ცოტა ხნის წინ ულამაზეს კაბაში იწონებდი თავს, ახლა კი ამ კაბით იატაკს წმენდენ. კარგი რა?
ახლა ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ჩვარი ვიყიდე იატაკისთვის, გაცვეთილ ტანსაცმელს მაინც აქტიურად ვიყენებ საყოფაცხოვრებო მიზნებით. მათ უმიზნოდ გადაყრას ხომ სჯობს?
მშობელთა ქცევები ხშირად სულელურად და ალოგიკურად გვეჩვენება. თუმცა, თანდათან ვიაზრებთ, მათში გარკვეული აზრი დევს. ჩვენ რაღაც ახალს ვსწავლობთ, ხანდახან ვცდილობთ, თცითონაც მოვიფიქროთ რამე მარტივი და სასარგებლო. თუნდაც, ეს ჩვენი ბავშვებისთვის უცნაური იყოს, მომავალში მადლობას გვეტყვიან ასეთი გამოგონებებისთვის.