ერთი ჭიქა გამამხნევებელი სასმელი… ბევრისთვის ყავის სმა ნამდვილი რიტუალია. ხარისხიანი ყავის მისარებად ბევრი დეტალი უნდა გაითვალსიწინოთ და იცოდეთ რომ ეს დეტალები მხოლოდ ყავის მომზადებაში არ იმალება. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში ყავის შენახვის წესებზე მოგითხრობთ.
როგორ შევინახოთ ყავა
ყავას როგორც წესი საკმაოდ დიდი რაოდენობით ვყიდულობთ. განსაკუთრებით თუ კარგი ფასდაკლებები გვხვდება. ყავის შენახვის ვადა შეფუთვაზე საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოიცავს თუმცა ხანგრძლივი შენახვა მის ხარისხსა და არომატზე მოქმედებს. განსაკუთრებით თუ გახსნილ შეფუთვას არასწორად ვინახავთ.
როგორ შევიანხოთ ყავის მარცვლები სწორად და ღირს თუ არა დაფქული ყავის შეძენა?! ზოგი ფიქრობს, რომ ყავის მარცვლები შეგვიძლია მაცივარში შევინახოთ. სხვები კი გვაფრთხილებენ, რომ გახსნილი ყავა თვეზე მეტ ხანს არ ინახება. როგორ გავარკვიოთ სიმართლე?
ყავის უმთავრესი ღირსება მისი შესანიშნავი არომატია. სწორედ მას შეუძლია არასწორი შენახვის დროს განიავდეს და გაქრეს, შესაბამისად სასმელი შარმს დაკარგავს. თუმცა პრობლემა მხოლოდ სუნში არ გახლავთ. ყავა ნორმალურ ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ და მას ჰაერი არ უნდა ხვდებოდეს.
აი რა უნდა გახსოვდეთ:
1. ხშირად ნუ გახსნით შეფუთვას და გახსნილსაც ნუ დატოვებთ.
2. ყავას დაფქულს ნუ შეიძენთ და მარცვლებით იყიდეთ. ის აუცილებლად ყავის მომზადებამდე უნდა დაფქვათ.
3. ყავა მშრალ, ბნელ ადგილას შეინახეთ სადაც ტემპერატურული ცვლილება ხშირი არ არის. ამისთვის ჩვეულებრივი კარადა გამოგადგებათ რომელიც ქურისგან მოშორებით არის განთავსებული. მთავარია ტემპერატურა 20-25 გრადუსს არ აცდეს.
თუ ყავის მარცვლებს შეიძენთ და მის გამოყენებას უახლოეს მომავალში არ აპირებთ, ის შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ. საბაზისო წესების დაცვა ყავის შეფუთვის ერთი წლის ვადით შენახვაში დაგეხმარებათ.
გალღობის შემდეგ ყავა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეგიძლიათ მოიხმაროთ. მისი ისევ საყინულეში შენახვა არ შეიძლება.
ყავის შენახვა კერამიკის ან შუშის ქილებში ჰერმეტულად დახურული შეგიძლიათ შეიანხოთ. ისინი ნესტს არ ატარებენ და მარცვლებს გარე სუნებისგანაც იცავენ, თუმცა მინუსიც აქვს – ქილაში ჰაერი ჩერდება და სიახლეს კარგავს.
ყავის მომზადებისას დაშვებული შეცდომები
გარდა არასწორად შენახვისა, ყავის გემოსა და არომატზე არასწორი მომზადებაც მოქმედებს. განვიხილოთ ძირითადი შეცდომები, რომლებიც გემოს ყველაზე ხარისხიანი მარცვლების შემთხვევაშიც კი აფუჭებენ.
1. უხარისხო წყალი. ზედმეტად ხისტი და ზედმეტად რბილი წყალი ყავის მომზადებისას არ გამოგადგებათ. უმჯობესია გაფილტრული წყალი გამოიყენოთ: ის არ შეიცავს მინერალებს, რომლებიც სასმელის გემოსა და არომატზე მოქმედებენ.
2. შეუფერებელი ტემპერატურა. ყავის მოსადუღებლად წყლის ტემპერატურა 90-დან 96 გრადუსამდე უნდ ამერყეობდეს. თუ იდეალური სასმელის მიღება გსურთ, სამზარეულოს თერმომეტრი შეიძინეთ.
3. არასწორად დაფქვა. ყავის მომზადების სხვადასხვა მეთოდები არსებობს. თუ მარცვალი არასწორად არის დაფქული და მომზადების მეთოდს არ ითვალისწინებს – შეიძლება მან ის მინაერთები დაკარგოს რომლებიც ამ შესანიშნავ არომატს გვაძლევენ.
4. ჭუჭყიანი ფილტრი. თუ სასმელს ყავის მანქანით ამზადებთ, სწორედ ფილტრს შეუძლია თქვენი ყავა უგემურად გადააქციოს. ის შედარებით ხშირად უნდა ცვალოთ ვიდრე ინსტრუქციაშია აღწერილი. მრავალჯერად ფილტრები კი ყავის ყოველი მომზადების შემდეგ უნდა გარეცხოთ.
5. არასწორი ინგრედიენტები. თუ ელიტურ ყავას ამზადებთ და მას ბიუჯეტურ ნაღებს დაუმატებთ, ნუ დაელოდებით, რომ სასმელი გემრიელი გამოვა. ამით ყავის გემოს უბრალოდ გაანადგურებთ.
6. დაფქული ყავა. ეს შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს თუმცა არავითარ შემთხვევაში იქნება – უფრო გემრიელი. სანამ დაფქული ყავა მაღაზიის თაროზე დევს ის თავის ხარისხს კარგავს. მთელი მარცვლები ზეთს ინახავენ და ყავის გაჯერებულ არომატსა და გემოს უზრუნველყოფენ.
თქვენ როგორ ამზადებთ ყავას? დაფქულს ყიდულობთ თუ მარცვლების სახით? მოგვიყევით თქვენი არჩევანის შესახებ და ყავის მომზადების საიდუმლოებებიც გაგვიზიარეთ.