„ვთვლი, რომ სურდოს პირველ დღეს ბავშვის გამოკვება არ შეიძლება. ბებია კი წინააღმდეგია“. პასუხობს კომაროვსკი

118

მშობლებმა ძლიერი ზრუნვით ბავშვებს შეიძლება დაეხმარონ ან ზიანი მიაყენონ. ჭარბი ზრუნვა დათვურ დახმარებას წარმოადგენს. ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ყველაფერს კეთილი სურვილით აკეთებენ.

ასეთი კეთილი ქცევებით ზოგიერთი მშობელი სურდოს პირველ დღეს ბავშვს არ კვებავს. სწორია ეს? ერთ-ერთი შესანიშნავი დედა, რომელმაც პასუხი დამოუკიდებლად ვერ იპოვა, ექიმ ევგენი კომაროვსკის რჩევით მიმართა.

© Depositphotos

ძლიერი სურდო

„ბებიასთან სოფელში ვისვენებთ. დღეს დილით უფროსმა ბიჭმა (8,5 წლის) ყელის ტკივილით და სურდოთი გაიღვიძა, მაგრამ ზოგადი განწყობა დამაკმაყოფილებელია. ყოველ 30 წუთში ნახევარ ჭიქა თბილ წყალს ვასმევ და ამავე პერიოდულობით ცხვირში ფიზიოლოგიურ ხსნარს ვასხამ.

ბებიასთან კამათი მომივიდა: ვთვლი, რომ პირველ დღეს 17:00 საათამდე მაინც ბავშვისთვის საჭმლის მიცემა არ შეიძლება, მხოლოდ სითხეს ვაძლევ, რომ ღვიძლმა „ლორწოს“ მარტივად გამკლავება შეძლოს. საღამოს კი შეიძლება ძალიან მსუბუქი საკვების მაგალითად, ჩაი ორცხობილასთან ერთად, მოხარშული კარტოფილი, კიტრი მივცე.

თავად ჩემი შვილი ჭამის წინააღმდეგი არაა, მაგრამ მოთმენაც შეუძლია. მითხრა, რომ ეწყინა რომ ყველამ ისაუზმა, მან კი არა. ბებია ძალიან ნერვიულობს, რომ „მიშვებულ ორგანიზმს“ არ ვკვებავ, მით უმეტეს, რომ შვილს ჭამა უნდა. მირჩიეთ, სურდოს პირველ დღეს როგორ მოვიქცე: გამოკვება შეიძლება თუ არა?

© Depositphotos

ამ საკითხთან დაკავშირებით ევგენი კომაროვსკი პროფესიონალურ რჩევას იძლევა. მას ბავშვის კვების მთელი რიგი სქემა აქვს ავადმყოფობის დროს.

„მადის დაქვეითება თითქმის ნებისმიერი დაავადების ტიპიური ნიშანია. ლოგიკის კუთხით მშობლის მოქმედება ცხადია: თუ ბავშვი ჭამაზე უარს ამბობს, მის ორგანიზმს საკვების მოთხოვნილება არ აქვს და შესაბამისად ბავშვიც და ორგანიზმში უნდა დავასვენოთ“.

„მაგრამ ასე მოქმედება საკმაოდ მძიმეა, რადგან ჯანმრთელობის რაოდენობა მიღებული საკვების რაოდენობასთან პირდაპირ კავშირშია. ავადმყოფობის დროს ჯანმრთელობა სუსტდება, ამიტომ გამოდის ისეთი დასკვნა, რომ უფრო მეტი საკვები უნდა მისცეთ“.

„სინამდვილეში დაავადებულ პატარას ჭამის თავი არ აქვს. საჭმლის მომნელებელი ერთ-ერთი მთავარი ორგანო ღვიძლია. ის პირველ რიგში, ნივთიერებებს აერთიანებს, ვირუსებსა და ბაქტერიებს ანეიტრალებს, მეორე მხრივ, ორგანიზმში წარმოქმნილ შხამს (ბაქტერიული ტოქსინები, რომლებიც უჯრედებს შლიან) ანეიტრალებს.

„ბუნებრივია, რომ ნორმალური ორგანიზმი ცდილობს ღვიძლი იმ საქმეებისგან გაათავისუფლოს, რომლის მოცდაც შეიძლება (საჭმლის მონელების პროცესი) და უფრო გადაუდებელი საქმით დატვირთოს (ინფექციურ აგენტებთან ბრძოლა). აქედან გამოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა: მოსიყვარულე ნათესავები ავადმყოფ ბავშვს რაც უფრო მეტ საკვებს აძლევენ, ბავშვი მით უფრო დიდხანს და მძიმედ იავადმყოფებს.“

წესები ავადმყოფი ბავშვის გამოსაკვებად

  1. პირველ რიგში, ორიენტაცია მადით გააკეთეთ.
  2. იძულებით ჭამა აბსოლუტურად გამორიცხულია.
  3. აჭამეთ ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტა.
  4. ავადმყოფობის დროს ექსპერიმენტებს მოერიდეთ. რაციონში ახალი პროდუქტი არ ჩართოთ.

„ამ შემთხვევაში და ყოველთვის ბავშვის კვების პირველ წესს ვეყრდნობით – პირველ რიგში, მისი მადით იხელმძღვანელეთ. თუ ჭამა სურს, აუცილებლად აჭამეთ. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ბებიას მხარეს ვარ.

მეორე საქმეა, თუ რას აჭმევთ. საკვების შემადგენლობას და პორციას ყურადღება უნდა მიაქციოთ. წვნიანში კოვზი უნდა ცურავდეს და არ უნდა იდგეს“.

სურდოს დროს პაციენტი ზომიერად უნდა გამოკვებოთ. სურდოს და გაციების დროს ჭამას ყოველთვის ბევრი სითხის მიღება უნდა ახლდეს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს