რომელი სეზონური სამუშაოები უნდა ჩაატაროთ აპრილში უპირველს ყოვლისა? იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწორთ და არაფერი გამოგრჩეთ, პაპარაცის რედაქციამ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის სია შემოგთავაზათ.
გაზაფხულის მეორე თვე სააგარაკო სეზონის დასაწყისს ნიშნავს. ამ დროს ბაღი იღვიძებს და ჩვენი ვალია მას უხვი მოსავლისთვის საძირკვლის ჩაყრაში მივეხმაროთ.
ბაღის სამუშაოები აპრილში
1. პირველ რიგში ნაკვეთი უნდა მოვაწესრიგოთ. მოაგროვეთ გამხმარი ტოტები, ფოთლები, შარშანდელი მულჩირება, მცენარეული ნარჩენები.
2. ზამთრის პერიოდში სითბოსმოყვარული ყვავილებისა და ეკზოტიკური მცენარეების შეფუთვა მნიშვნელოვანია თუმცა მათ სიცივის გარდა, შეიძლება საფარის დაგვიანებულმა მოხსნამაც ავნოს.
თუ ძალიან გვიან გახსნით შეიძლება მცენარე დაიხუთოს ან დაობდეს. საფარის ზედმეტად ადრე მოხსნამ კი შეიძლება გაყინოს. ამიტომ განიავება აპრილიდან უნდა დაიწყოთ და მცენარე ნელ-ნელა მიაჩვიოთ ღია სივრცეს.
3. ყველა ნაყოფიერი ხე დაათვალიერეთ. დააკვირდით ხომ არ შემოეჩვია მათ მავნებლები ან ფესვებთან ზედმეტი წყალი ხომ არ აქვთ დაგროვილი.
პირველ შემთხვევაში დაზიანებულ ადგილებზე სახვევები დაადეთ, მეორე შემთხვევაში კი არხი გაუკეთეთ რათა ფესვიდან წყალი სხვა მხარეს გადაქაჩოთ.
4. ხეხილისა და კენკროვანი მცენარეების გასხვლა მათ აყვავებამდე უნდა მოასწროთ. ამიტომ სამუშაოების დაწყებას ზედმეტად ნუ გადაავადებთ.
ჟოლოს დაზიანებული წანაზარდები მოაშორეთ, მოახდინეთ მოცხარის ბუჩქის ფორმირება. ხეებს გამხმარი ტოტები მოაშორეთ.
5. ხეების შეკირვას ძირითადად ოქტომბერ-ნოემბერში აკეთებენ. აპრილის დასაწყისში შეგიძლიათ განახლებული შეკირვა გააკეთოთ. ეს ქერქს დამწვრობისგან დაიცავს, დაგიცავთ ტემპერატურული ცვლილებებისგან და მავნე მწერების ჭუპრებისგანაც.
6. ყურადღება მიაქციეთ შავი მოცხარის ბუჩქებს. თუ შენიშნავთ, რომ მას ღეროები გაუსივდა, ეს მათ ტკიპებით დაავადებაზე მიგანიშნებთ. დაზიანებული ადგილები მოჭერით და დაწვით.
7. როდესაც თოვლი გალღვება დროა მარწყვს მიხედოთ. გაუკეთეთ მულჩირება, მოაჭერით გამხმარი ფოთლები, გაანოყიერეთ კომპლექსური სასუქებით, ადრეული მოსავლისთვის ცელოფანი გადააფარეთ.
8. დათბობისას და ყვავილობის დაწყებისას ხეზე გამოზამთრებული მავნებლები ცოცდებიან. მათგან მოსავლის დასაცავად შეგიძლიათ ხელ აგრო-ქსოვილით შემოსაზღვროთ და ბალახის სქელი ფენა დააყაროთ.
9. გაზაფხულის დასაწყისში მცენარეებს აზოტი ჭირდებათ. სასარგებლო ელემენტებს ასევე შეიცავენ შარდმჟავა, ამიაკის სელიტრი და ფრინველის სკინტლი.
დიადაგი გააფხვიერთ ხეების გარშემო. მოაყარეთ ხის ნაცარი, შეიტანეთ 30-40 გრამი ამიაკის სელიტრი (კვადრატულ მეტრზე) ან 150-200 გრამი სკინტლი. ასეთი სასუქი კენკრასაც მოუხდება.
10. ნიადაგის შეთბობის შემდეგ 50 სანტიმეტრის სიღრმეზე შეგიძლიათ ხის ნერგები დარგოთ. ეს ჩვეულებრივ აპრილის მეორე ნახევარში კეთდება. დარგვისაც ნერგები კარგად უნდა მორწყათ და საყრდენი გაუკეთოთ.
იმედი გვაქვს მოყვანილი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ. პაპარაცის რედაქცია ბედნიერ სეზონს და უხვ მოსავალს გისურვებთ!