ბევრ ჩვენგანს სალათის ახალი რეცეპტებით ექსპერიმენტები უყვარს, მაგრამ უმეტესობა მათგანს მოხარშული და გათლილი ბოსტნეული სჭირდება. ასეთი პროდუქტის მომზადება ყველას არ უყვარს. და მაინც, თუ გეცოდინებათ, როგორ მოხარშოთ ბოსტნეული სწორად, გათლის პროცესი დიდ ძალისხმევას არ წაგართმევთ. დღეს Paparazzi გიზიარებთ 6 სასარგებლო ხრიკს ბოსტნეულის სწორად მოსახარშად. რჩევები საკმაოდ მარტივია, მაგრამ პროდუქტების გათლაზე ნაკლებ დროს და ენერგიას დახარჯავთ.
როგორ მოვხარშოთ ბოსტნეული სალათისთვის
- დრო: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოსტნეულის მოხარშვისას დრო დანიშნოთ. თუ გადახარშავთ, პროდუქტები არა მხოლოდ ვიტამინების ნაწილს დაკარგავს და ნაკლებად გემრიელი გახდება, არამედ გათლაც გაგიჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ბოსტნეულების მომზადების დრო განსხვავდება. მაგალითად, საშუალო ზომის ბოსტნეულის მოსახარშად 20 წუთი საკმარისია, ჭარხლისთვის – 40-50 წუთი, კარტოფილისთვის – ზუსტად 25 წუთი წყლის ადუღების შემდეგ.
- ზომა და ფორმა: თუ ჯერ პროდუქტების მოხარშვას და შემდეგ გათლას აპირებთ, ერთნაირი, პატარა ზომის ბოსტნეული შეარჩიეთ. უსწორმასწორო ზედაპირის ბოსტნეული სჯობს უმი გათალოთ, ასე უფრო გაგიმარტივდებათ.
- ცეცხლი: ხშირად ბოსტნეულს ძლიერ ცეცხლზე ხარშავენ, რაც შეცდომაა. წყლის ადუღების შემდეგ ცეცხლს უნდა დაუწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადახარშულ ბოსტნეულს მიიღებთ.
- ტემპერატურის ცვლილება: ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება შესანიშნავი ხრიკია, რომ ბოსტნეულის გათლა გაგიმარტივდეთ. მოხარშულ ბოსტნეულს ცივი წყალი გადაავლეთ ან ყინულით სავსე თასში ჩადეთ.
- საკვები პარკი: პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ საკვები პარკი გამოიყენოთ. ცივი წყლის გადავლების შემდეგ დიდ ჭურჭელში მოათავსეთ და საკვები პარკი დააფარეთ. თუ პროდუქტებს ასეთ მდგომარეობაში გააგრილებთ, ქერქის გათლას მარტივად შეძლებთ.
- ჩაჭრა: ბოლო ხრიკი კარტოფილზე ძალიან ეფექტურია. მოხარშვამდე ძირნაყოფი კარგად გარეცხეთ და წრიულად მცირედ ჩაჭერით. მოხარშულ ბოსტნეულს ქერქს ადვილად მოაშორებთ.
ამ მარტივი ხრიკებით სხვადასხვა კერძებისთვის ბოსტნეულის მომზადება გაგიმარტივდებათ და დროს დაზოგავთ. აუცილებლად სცადეთ, როცა საყვარელი სალათის მომზადებას გადაწყვეტთ. თქვენ რომელ კულინარიულ ხრიკებს იყენებთ მუდმივად?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს