სტილისტმა მასწავლა, რომელი ნივთების ყიდვა ღირს და რომელი სჯობს მაღაზიაში დავტოვო

163

დაახლოებით 5 წლის წინ, ჩემი მეუღლისთვის შოპინგი ნამდვილი კატორღა იყო. როგორც მოკრძალებული და არაკომუნიკაბელური ადამიანი თავისთვის ნივთებს სწრაფად პოულობდა და გამოსაცვლელი ოთახიდან გამოსვლაც არ უწევდა. მე კი, შემეძლო ტანსაცმელი საათობით მერჩია, რის გამოც ქმარი ძლიერ ნერვიულობდა. მისდა საბედნიეროდ, ახლა ონლაინ ვაჭრობა შემოვიდა.

და მაინც, ინტერნეტით არ ვუკვეთავ. ტანსაცმლის ცოცხლად არჩევა მიყვარს. ნივთების არჩევისას 5 ოქროს წესს ვიყენებ. მათი დახმარებით დროს ვზოგავ და სინდისის ქენჯნაც აღარ მაწუხებს. Paparazzi გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ შეარჩიოთ ტანსაცმელი სწორად.

თუ ტანსაცმლის გახდა არ გსურთ

ასეთ ტანსაცმელზე ამბობენ: „ჩემთვისაა შეკერილი“. მასში დგომა, სიარული, ჯდომა და ცეკვაც კი კომფორტულია. არაფერი უხერხულობას არ ქმნის. ნივთი, რომელიც გაისინჯეთ, მაგრამ გახდა არ გსურთ, იმის ღირსია, რომ შეიძინოთ. ეს გარანტიაა, რომ მას ხშირად ჩაიცვამთ.

თუ ვერაფერს უწუნებთ

ზოგჯერ ისე ხდება, რომ მანეკენზე კაბა უბრალოდ იდეალურად გამოიყურება. ჩაიცვამთ და ნაკლოვანებებს დაუყონებლივ აღმოაჩენთ: იქ ნაკეცები გაჩნდა, აქ ქსოვილი უშნოდ დაიკუჭა. ნივთები, რომლებიც ძალიან მომწონს, მაგრამ პატარა ნაკლი მაინც აქვს, არ ვყიდულობ.

საქმე იმაშია, რომ დროთა განმავლობაში ასეთი ნაკლოვანება მეტად მაწუხებს და ახალი ტანსაცმლის ნაცვლად უპირატესობას ძველს ვანიჭებ, რომელიც ტანზე უკეთესად მაზის. დამეთანხმეთ, ასეთი შენაძენი ფულის ფლანგვაა!

თუ იცით, რას შეუხამებთ

ჩვევად გქონდეთ, რომ ტანსაცმლის ყიდვისას ორიენტაცია საკუთარ გარდერობზე გააკეთოთ. მაგალითად, თუ მაისური მოგწონათ, რა თქმა უნდა, მის მოზომვას არავინ გიკრძალავთ, მაგრამ დაუყონებლივ უნდა წარმოიდგინოთ, თუ რას შეუხამებთ.

ნივთები, რომლებიც თქვენს გარდერობში არ ჯდება, დიდი ალბათობით, თაროზე დავიწყებას მიეცემა. ასეთი ნივთები შეიძლება 3–ჯერ კომფორტული და უნაკლო იყოს, მაგრამ თუ ვერაფერს შეუხამებთ, ყიდვას აზრი არ აქვს.

თუ ნივთის გამოსახულებას თავიდან ვერ იშორებთ

ზოგჯერ ყიდვაზე ფიქრით უნდა „დაიძინოთ“. ჩვეულებრივ ასეთი რიტუალი ტარდება, თუ რაღაც ძვირადღირებული და მნიშვნელოვანის ყიდვა გვსურს, მაგრამ ქალები ამას შოპინგის დროს აკეთებენ.

თუ კაბა მოიზომეთ და არ იყიდეთ, მაგრამ მის გამოსახულებას მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგაც ვერ იშორებთ, სჯობს დაბრუნდეთ. კაბა კიდევ ერთხელ მოიზომეთ და ზემოთ მოცემული პუნქტები შეაფასეთ. ყველაფერი ჯდება? ნივთი აიღეთ და სიამოვნებით ატარეთ!

თუ გამოსაცვლელ ოთახში კომპლიმენტებს გეუბნებიან

რა თქმა უნდა, ჩემი ბოლო წესი საკამათოა და ბევრი ამას არ ეთანხმება. დიახ, გამყიდველების კომპლიმენტებზე რეაგირება არ ღირს, მაგრამ მათ რეკომენდაციებს სჯობს ყურადღება მიაქციოთ. მათ ხომ ტანსაცმლის გაყიდვის და მათი კომბინირების გამოცდილება აქვთ.

ასევე გამოსაცვლელ ოთახში სხვა მყიდველების მზერას ყოველთვის ვაკვირდები. თუ ქალები ჩემ მიერ არჩეულ ტანსაცმელს აკვირდებიან, გამოდის ნივთი ნამდვილად ღირებულია.

ალბათ, როგორც თითოეული ქალისთვის, ჩემთვისაც შოპინგი დასვენების მეთოდია. სწორედ ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როცა ჩემს ქალაქში შეზღუდვები შეამსუბუქეს. ახლა შემიძლია ტანსაცმელი ავირჩიო და თითოეული ნივთი მოვიზომო. თქვენ როგორ ანახლებთ გარდერობს ჩვენს მკაცრ პერიოდში? გამოცდილება გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს