ქორწინების გარეშე თანაცხოვრება უკვე აღარ ანაღვლებს ბრძენ ქალებს.

193

1917 წლამდე სამოქალაქო ქორწინებად ოფიციალურად გაფორმებული საქორწინო კავშირი იგულისხმებოდა. ახლა კი ეს ტერმინი ხშირ შემთხვევაში ხელმოწერის გარეშე ერთად მაცხოვრებელი ორი ადმიანის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს თემა სამყაროსავით ძველია, დაუკანონებელი სასიყვარულო ურთიერთობები დღემდე იწვევენ კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ამ თემის განხილვას.

Photo credit: Depositphotos

ურთიერთობები ქორიწნების რეგისტრაციის გარეშე

დაუკანონებელი თანაცხოვრება ყველა ქალბატონს არ ახარებს. მათ უმეტესობას საქორწინო ბეჭედი და ქორწილი უნდა. მამაკაცები კი ამ საქმეს ბოლო მომენტამდე დებენ.

ზოგი მზად არ არის დასაქორწინებლად და ეს ნორმალურიც არის, ზოგს კი ქალბატონთან ერთად ცხოვრება ქორწინების რეგისტრაციის გარეშე უფრო მოსახერხებლად მიაჩნია. ასეთ შემთხვევაში მამაკაცის მიმართ პრეტენზიების ზღვა ჩნდება, მას ქალის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

Photo credit: Depositphotos

თუმცა თუ მამაკაცს კითხავთ დაქორწინებულია თუ არა, ის გიპასუხებთ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება. მაშინ იქნებ პრობლემა აღქმას შორის სხვაობაშია?!

დამეეთანხმებით ყველა სხვადასხვანაირია, არსებობენ ადამიანები რომლებსაც დაქორწინება სურთ, ზოგს კი ეს საკითხი მნშვნელოვნად არ მიაჩნია. მაგალითად, ჩემი მეგობარი 20 წლის იყო როდესაც საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა და უკვე 4 წელია ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ.

Photo credit: Depositphotos

მე და ჩემი საყვარელი ადამიანი კი უკვე 8 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და აქედან 2 წელი ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ არც ქორწილი გვჭირდება და არც პასპორტში ჩარტყმული ბეჭედი. შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს და რაც მთავარია ერთმანეთთან თავს კომფორტულად ვგრძნობთ.

პასუხსიმგებლობის საკითხი

არსებობს მოსაზრება, რომ ქორწინების რეგისტრაციის გარეშე ცხოვრება მამაკაცის უპასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებს. თითქოს ის ოჯახური თანაცხოვრების ყველა სიხარულს იყენებს და მორალურად და იურიდიულად არანარი პასუხისმგებლობას არ იღებს საკუთარ თავზე. ეს ქალის გონებაში ეჭვს თესავს – რამოხდება თუ ცხოვრების თანამგზავრი მისი ცხოვრებიდან მოულოდნელად გაქრება?!

Photo credit: Depositphotos

მოდით დავფიქრდეთ. ადამიანები ერთად ცხოვრებას ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ იწყებენ, პირველსავე შემხვედრთან ლოგიკურია, რომ საცხოვრებლად არ გადახვალთ… როდესაც მასთან ცხოვრებას გაწყვეტთ, თქვენ ამ ადამიანს იცნობთ, ენდობით და გიყვართ. თუ მასთან საცხოვრებლად გადახვედით ნამდვილად იგრძნობთ მას ეს მოვლენა ახარებს თუ არა.

სამწუხაროდ დაშორებისგან არავის არის დაზღვეული. თუ განქორწინებათ რაოდენობას გადახედავთ გაოცდებით!!! რატომღაც ქალები ფიქრობენ, რომ ქორწინება ხანგრძლივი და სტაბილური თანაცხოვრების გარანტია თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ არის, ამის მტკიცებულებად ისევ განქორწინებათა მაღალ რაოდენობას მოვიშველიებთ.

Photo credit: Depositphotos

როდესაც თქვენს წყვილთან ერთად ცხოვრობთ და ის ხელს მაინც არ გთხოვთ, შეგიძლიათ უბრალოდ სიმამაცე მოიკრიბოთ და ამ საკითხზე დაელაპარაკოთ. თუ ქორწინებას თქვებ და თქვენი მეწყვილე სხვადასხვაგვარად აღიქვამთ ამაში მიუღებელი არაფერია. საზოგადოება მუდმივად გვახვევს თავს იდეას ქალისთვის ქორწინების აუცილებლობაზე და ავალდებულებს მას დაელოდოს თუ როდის სთხოვს მას ხელს მამაკაცი. თუ საყვარელმა ადამიანმა ხელი არ გთხოვათ ესეიგი ყველაფერი რიგზე არ არის.

Photo credit: Depositphotos

თანამედროვე სამყაროში შეიძლება ყველაფერი სხვანაირადაც იყოს. მაგალითად, თანამედროვე გოგონები ხშირად ყიდულობენ ბეჭედს და საყვარელ მამაკცს ხელს სთხოვენ. რატომაც არა?! ეს ყველაფერი ცხოვრებას გააადვილებს და სულელური ცრურწმენებისგანაც გვიხსნის.

პაპარაცის რედაქციისგან

შეიძლება უამრავი მიზეზი არსებობდეს თუ რატომ არ გთხოვთ ხელს საყვარელი მამაკაცი. თუმცა თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ თუ თავად არ შეეკითხებით. თუ იმ ადამიანთა სიაში შედიხართ ვისაც ოფიციალური ქორწინების გარეშე მამაკაცთან ცხოვრება არ სურს, ვარაუდებს მოეშვით და უბრალოდ გულწრფელად დაილაპარაეთ ამ საკითხზე.

Photo credit: Depositphotos

თქვენ რა აზრის ხართ სამოქალაქო ქორწინებაზე?! თქვენი მოსაზრება კომენტარებში გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს