რომელი ყვავილები უნდა დაირგას აპრილში და მთავარი სამუშაოები კლუმბაზე.

406

აპრილში მებაღის საქმიანობა შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: მუშაობა ნაკვეთზე და სახლში ან სათბურში – ნერგების მოვლა. რომელი ყვავილები უნდა დავრგოთ აპრილში, რომლებთან შევიტანოთ სასუქი და როგორ მოვუაროთ ნერგებს? ამ ყველაფრის შესახებ პაპარაცის ამ სტატიაში წაიკითხავთ.

მუშაობა ნაკვეთზე

1. ისევე როგორც ბოსტანში მუშაობისას, ყვავილნარის მოვლას მისი დალაგებითა და მოწესრიგებით ვიწყებთ.

2. ამის შემდეგ მრავალწლოვან მცენარეებზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. როგორც კი მზე გამოვა, მცენარეებს საფარი მოხსენით თორემ დალპება.

საფარისგან გათავისუფლებულ კლემატისებს საყრდენი გაუკეთეთ და ნიადაგი გაუფხვიერეთ. ძველი ასტილბა, დელფინიუმი და ფლოქსია აპრილში უნდა ამოიღოთ და გაამრავლოთ.

3. აპრილში სასურველია მთავარი საგაზაფხულო ყვავილები გაანოყიეროთ – ადრე მოყვავილე ტიტები და ნარცისები.

ზრდის დასაწყისში მათ განსაკუთრებულად აზოტი ჭირდებათ. როგორც კი თოვლი დადნება და ნიადაგი შეშრება, შეგიძლიათ მშრალი სასუქი (ამიაკის სელიტრი, სუპერფოსტფატი, კალიუმის მარილი 2:2:1 შეფარდებით) 50 გრამი ერთ კვადრატულ მეტრზე.

როდესაც ტიტა 7-10 სანტიმეტრზე წამოიზრდება ამიაკის სელიტრი და სუპერფოსფატი შეიტანეთ. 1 კვადრატულ მეტრზე 30-40 გრამი ამიაკის სელიტრი და 20-30 გრამი სუპერფოსფატი შეიტანეთ, ისინი 10 ლიტრ წყალში უნდა გააზავოთ.

ვარდების მოვლა

4. ვარდებზე ცალკე ვისაუბროთ. გამოცდილი მებაღეების მტკიცებით მათგან საფარის მოხსნა არ უნდა ვიჩქაროთ. ვარდები ნელ-ნელა გახსენით. ჯერ ერთი ფენა მოხსენით, დაე მცენარე ახალ გარემოსთან ადაპტირდეს.

თუ საფარი ერთ ფენიანი იყო, ჯერ მცირე ნახვრეტები გააკეთეთ ვენტილაციისთვის და ზედმეტი სითხის ასაორთქლებლად. ასეთი განიავებადი საფარის ქვეშ ვარდი შეგიძლიათ აპრილის ბოლომდე დატოვოთ.

5. აპრილის ბოლოს გრუნტში ბოლქვების დარგვა შეგიძლიათ: გლადიოლუსების ან ლილიების. დარგვამდე აუცილებლად გაასუფთავეთ ბოლქვი ფოცებისგან. ასევე გვირჩევენ ისინი ზრდის სტიმულატორით დავამუშაოთ. მცენარე მხოლოდ მაშინ უნდა დათესოთ როდესაც ტემპერატურა 10 გრადუსს მიაღწევს და გრუნტის ზედა ფენა დათბება.

6. გაზაფხულის მეორე თვე – კარგი დროა ნაკვეთის გასაფორმებლად. აუცილებელია: ერთი ადგილი ავირჩიოთ სადაც მას ლამაზად მოაწყობთ და მცენარეების დასარგავად შეამზადებთ.

7. თოვლის გადნობის შემდეგ ბუჩქი კარგად გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ. გააფხვიერეთ ნიადაგი რათა ფესვებამდე ჰაერმა ჩააღწიოს.

ამისთვის ორი პროცედურა ტარდება: ვერტიკულაცია (გაზონის ზედაპირის ჩანგლით ჩაჩხვლეტა) და სკარიფიკაცია (ფოცხით გაფხვიერება). ურიგო არ იქნება დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, სასუქის შეტანა და მულჩირება.

ნერგებთან მუშაობა

8. აპრილი – აპრილში კიდევ გაქვთ დრო მოკლე ვეგეტატიური პერიოდის მქონე ნერგების მოსაზამდებლად. ამის წყალობით ისინი უფროა დღე აყვავდებიან და დიდხანს იყვავილებენ.

ასეთ ჯგუფს მიეკუთვნებიან: ერთწლოვანი ასტრა და გეორგინა, ამარანტი, კალენდულა, კოსმეა, ნასტურცია და სხვები.

9. აპრილში ალისუმის, პეტუნისსა და დელფინიუმის დათესვაც შეგიძლიათ. ისინი ოდნავ მოგვიანებით აყვავდებიან.

10. ახალი სეზონის დასაწყისში დიდი ყურადღებას მოითხოვენ ოთახის მცენარეებიც. მათი უმეტესობა აპრილის ზგვის ქვეშ, ვეგეტაციის პერიოდისთვის ემზადება.

მათი ყვავილობით უკეთ რომ დატკბეთ, ისინი უფრო დიდ ქოთნებში გადარგეთ. ზრდასრული მცნეარეები რომლებიც უკვე აღარ იზრდებიან შეგიძლიათ ყოველწლიურად არ გადარგოთ. საკმარისია მათ მიწის ზედაფენა გამოუცვალოთ.

იმედი გვაქვს სტატიაში მოყვანილი რცევები გამოგადგებათ. ბედნიერ სეზონსა და ლამაზ ყვავილობას გისურვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს