როგორ მოვიშოროთ და ავირიდოთ ბარძაყების შიდა მხარეს გამოყელვა

1484

ბარძაყებს შიდა მხარეს ნახეთქები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ამასთან არა მხოლოდ ზაფხულში. თუმცა ზაფხულის პერიოდში პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება. სიცხის და ჭარბი ოფლიანობის გამო გაღიზიანება უფრო მატულობს, რის გამოც დისკომფორტი დასვენების საშუალებას ერთი წუთითაც არ გაძლევთ.

ეს პრობლემა არა მხოლოდ ჭარბი წონის ადამიანებს, არამედ სპორტსმენებს და აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებაც აწუხებთ. ფეხებზე ნახეთქებით გამოწვეული დისკომფორტის შეგრძნება ცხოვრებით სრულად ტკბობაში ხელს გვიშლის.

© Depositphotos

„პაპარაცმა“ დახეთქილი ფეხების საწინააღმდეგოდ რამდენიმე მეთოდი იპოვა, რომელთა დახმარებით პრობლემას ნამდვილად მოიშორებთ.

როგორ მოვიშოროთ ნახეთქები

1. ყველაზე ცხადი, რაც შეიძლება შევიძინოთ – ხახუნის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალების გამოყენება. მათ სპეციალურ სპორტულ მაღაზიაში იპოვით, სადაც პირადი მახასიათებლების გათვალისწინებით შესაბამისი საშუალების ყიდვას შეძლებთ. გამყიდველი საჭირო პროდუქტს აგარჩევინებთ. ხახუნით გამოწვეული ჭრილობები არასდროს შეგაწუხებთ.

© Depositphotos

2. არსებობს სპეციალური სახვევები, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული. ასეთი სახვევების უამრავი ვარიანტი არსებობს. გოგოებს შორის ყველაზე უფრო პოპულარულია თხელი, ელასტიური სახვევი, რომელიც ელეგანტური მაქმანით არის გარშემორტყმული. ეს ლენტები ტანსაცმლის ქვეშ შეუმჩნეველია და მათი გამოყენებით თითოეული გოგო თავს უფრო მიმზიდველად და თავდაჯერებულად იგრძნობს.

© Depositphotos

3. თუ სახვევის გამოყენება არაპრაქტიკულად გეჩვენებათ, ქვედა საცვალი კარგი ალტერნატივა იქნება. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე შორტი. მეორე მხრივ, ქვედა საცვალი აუცილებლად ნატურალური ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევდეს. მესამეც, თქვენი ზომის საცვალი აიღეთ და კორექტირებადი საცვალი არ შეიძინოთ – ეს სიტუაციას გაამძაფრებს.

© Depositphotos

4. კიდევ ერთი ძველი მეთოდი – ეს ტალკია. უბრალოდ კანზე წაისვით მანამ, სანამ ჩაიცვამთ  და ნახეთქები ვეღარ შეგაშინებთ.

© Depositphotos

5. ამ საქმეში დეზოდორანტებიც დაგეხმარებათ. მას უკვე არა მხოლოდ იღლიებში, არამედ გაზრდილი ოფლიანობის მქონე სხეულის სხვა ნაწილებშიც იყენებენ. სწორად შერჩეული დეზოდორანტი დუნდულების ხახუნს შეამცირებს და მას სიახლის და სიმსუბუქის შეგრძნებას მიანიჭებს.

© Depositphotos

6. ცოტამ თუ იცის, რომ ფეხების ხახუნის საწინააღმდეგოდ ქოქოსის ზეთი ეფექტური საშუალებაა. ის კანში სწრაფად იწოვება და ახალი ნაკაწრების წარმოქმნას აფერხებს, ამასთან გაღიზიანებულ კანს წამებში ამშვიდებს.

© Depositphotos

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს