გაზაფხულზე ხახვს უხვად ვასუქებ, რომ შემოდგომაზე დიდი მოსავალი მივიღო

0
465

ხახვი უპრეტენზიო კულტურად ითვლება, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას მოყვანის დროს. თუმცა, თანამედროვე სასუქეი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს. ამ სტატიაში Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რით უნდა შეასუქოთ გაზაფხულზე ხახვი, შემოდგომაზე კარგი შედეგი რომ მიიღოთ.

ხახვის სასუქი

ხახვის ზრდა რომ დააჩქაროთ, გაზაფხულზე პირველად უნდა შეასუქოთ. საუკეთესო ვარიანტში, უნდა გაიგოთ, როგორი ნიადაგი გაქვთ ბაღში, სანამ სასუქს აირჩევდეთ. გამოცდილი მიწათმოქმედები, ხახვის დარგვამდე, გვირჩევენ ნიადაგის ფოსფორითა და კალიუმით შესუქებას. თუ მწვანე ხახვის მოყვანას აპირებთ, გამოიყენეთ მეტი ორგანული და აზოტიანი სასუქი.

ხოლო, თუ ხახვის თავების მიღება გსურთ, ნაკლები ორგანული და აზოტიანი სასუქი გამოიყენეთ. აირჩიეთ მეტი ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქი. მაშ ასე, გავერკვეთ ხახვის შესუქების პროცესში, თანმიმდევრულად.

  1. ღამით აზოტიანი სასუქი ხახვის თავებს ეხმარება ჩამოყალიბებაში, დღისით კი მწვანილის ზრდას აჩქარებს.
  2. ფოსფორი ხელს უწყობს წვნიანი ხახვისა და მყარი ქერცლის გაჩენას, აუმჯობესებს ფესვთა სისტემის მდგომარეობას. ეს ხახვს სიცხისა და გვალვის ატანაში დაეხმარება.
  3. კალიუმი პასუხს აგებს ქერცლის გამძლეობაზე, გემოსა და არომატზე.

თუ მიწა მჟავიანია, რეკომენდებულია კალიუმის გვარჯილასა და შარდოვანას გამოყენება. თუ კალიუმი აკლია, გამოიყენეთ კომპლექსური სასუქი “ბრექსილი”. სასუქის დამატების პირველ ეტაპზე, აზოტი, ფოსფორი და კალიუმი 18:6:4 თანაფარდობით უნდა გამოიყენოთ. შემდეგ მოუმატოთ კალიუმის, ფოსფორისა და მიკროელემენტების რაოდენობა 10:20:10 თანაფარდობით. ზრდის პერიოდის შუა მონაკვეთში, თანაფარდობა 5:14:28 -ით იცვლება.

აი, რა უნდა იცოდეთ ხახვის “სურვილების” შესახებ, ნიადაგთან და სასუქთან დაკავშირებით: მას არ უყვარს ქლორიანი კალიუმი, მჟავე ან მარილიანი ნიადაგი. გახსოვდეთ, რომ ხახვი ნიადაგიდან ყველა სასარგებლო ელემენტს იწოვს. ნიადაგს აზოტი მთლიანად გამოეცლება. სხვათა შორის, ეს კულტურა შედარებით ნაკლებ კალიუმსა და ფოსფორს მოიხმარს, თუმცა, მაინც საკმაოდ ბევრს იღებს ნიადაგიდან.

სასუქი ხახვისთვის

  1. აზოტიანი სასუქი (შარდოვანა), 20 გ 1 მ2-ზე. პირველად შეასუქეთ ნახევარი მასით, დანარჩენი კი სამ ულუფად დაყავით.
  2. ფოსფორიანი სასუქი (სუპერფოსფატი) – 20 გ 1 მ2-ზე. ჯერ ნახევარი რაოდენობა მოასხით, დანარჩენი კი მცირე ულუფებად დაუმატეთ, ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში.
  3. კალიუმის სასუქი (კალიუმის გვარჯილა, ნიტროამმოფოსქი) 25 გ 1 მ2-ზე. პირველი შესუქების დროს, გამოიყენეთ სასუქის ნახევარი, დანარჩენი კი სამად დაყავით.

სასუქი კარგია, თუმცა, მნიშვნელოვანია სწორი შესუქებაც, კულტურას რომ არ ავნოთ. გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

  1. ხახვის რიგებში არ შეიტანოთ ნედლი ნაკელი. გამოიყენეთ მისი წყალხსნარი.
  2. თუ ორგანული სასუქი ზედმეტი მოგივათ, მწვანილი კარგი გამოვა, ხახვის თავები კი – პატარები.
  3. ხახვი მორწყეთ ფესვთან ახლოს, მწვანილს რომ არ მოხვდეს.
  4. თუ სასუქს ხახვის დარგვის დროს გამოიყენებთ, მიწა კარგად უნდა დაასველოთ, სასუქის გამოყენებამდე და ხახვის დამუშავების შემდეგაც.
  5. არაა რეკომენდებული ხახვის რიგების მორწყვა და სასუქის გამოყენება, თუ მოსავლის აღებამდე 3 კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი.

სასურველი შედეგის მისაღებად, გაითვალისწინეთ კლიმატიც თქვენს რეგიონში, ნიადაგის სახეობა და მდგომარეობა, აგრეთვე, ხახვის კონკრეტული სახეობის თავისებურებები. ძირითადი წესების დაცვისა და სასუქის სწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაშურ მოსავალს აიღებთ.