ბალახი აგარაკისთვის: როგორ მოვიყვანოთ სამკურნალო მცენარეები

248

მან, ვისაც კერძო სახლში უცხოვრია ან აგარაკზე ნაკვეთი ჰქონია, იცის, რამდენ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს მიწის პატარა ნაკვეთი. რა სასიამოვნოა მიწიდან რაღაც საკუთარის ამოღება! მე და დედაჩემი სულ ვოცნებობდით ამ ფუფუნებაზე და, როგორც იქნა, 400 კვადრატული მიწა ვიყიდეთ. იცით რა? პირველ რიგში, მისი დიდი ნაწილი გამოვყავით სამკურნალო ბალახების დასარგავად.

საკუთარი სამკურნალო ნაკვეთი მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს მედიკამენტებზე. ვიღაც იტყვის, რომ ხმელ ბალახს აფთიაქშიც იპოვის, თუმცა, არსებობს რამდენიმე უპირატესობა, რომლის გამოც ყველაფრის საკუთარი ხელით დარგვაა უკეთესი.

სამკურნალო ბალახები ნაკვეთისთვის

გამიმართლა და ექიმების ოჯახში გავიზარდე, თუმცა, ნატურალური წამლების ფასიც კარგად ვიცი. ხშირად, სწორედ ისინია ყველაზე იაფი და უსაფრთხო. მიტომ, თუ კარგი თერაპევტი გყავთ და მიწის ნაკვეთიც გაქვთ, ხელს არაფერი გიშლით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მთავარია, თვითმკურნალობას არ შეუდგეთ, გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და მოიყვანოთ ის, რაც თქვენ და თქვენს ახლობლებს სჭირდება.

მართალია, აფთიაქშიც იპოვით მზა ბალახეულ ნაკრებს, თუმცა, ყველა სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტია, ზოგიერთი მათგანი კი ბალახეულს პირდაპირ მიწათმოქმედებისგან იძენენ. ამიტომ, ხშირად, სამკურნალო კალენდულას ნაცვლად, დეკორატიული სახეობის ყვავილი შეგხვდებათ.

Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლებიც სამკურნალო ბალახების არჩევასა და მოყვანაში დაგეხმარებათ.

როგორ გავზარდოთ ბუნებრივი აფთიაქი მიწის ნაკვეთზე

პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რა გჭირდებათ. ჩვეულებრივ, როცა ბალახეულზე საუბრობენ, რეჰანის, გულყვითელას, პიტნისა და ქონდრის კლასიკურ ნაკრებს გულისხმობენ. თუმცა, ეს უფრო კულინარიულ-არომატული მცენარეებია. ამიტომ, თუ არამხოლოდ სამზარეულოს, არამედ ორგანიზმისთვისაც გჭირდებათ მცენარეები, საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეთ. გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, თქვენთვის შესაფერის ბალახეულ ნაკრებთან დაკავშირებით.

შემდეგ გამოყავით მცენარეებისთვის ადგილი. ერთი თხრილი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება, რამდენადაც სამკურნალო მიზნებით ერთიდან რამდენიმე კოვზამდე ხმელი პროდუქტი გამოიყენება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ნიადაგის შეცვლა და კლიმატის გათვალისწინებაც. ჩვენ წარმოგიდგენთ 5 უნივერსალურ მცენარეს, რომლებიც ერთმანეთთან უპრობლემოდ ცხოვრობს და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს.

  • საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დასტაბილურებისთვის კარგია მწარე აბზინდა, მიწავაშლა, კრაზანა, ცერეცო, ფარსმანდუკი და ნეგო. მორწყეთ კვირაში ერთხელ ცხელ, მშრალ ზაფხულს.
  • მოსადუნებლად და დასამშვიდებლად – გამოფიტულ ნერვულ სისტემას სჭირდება მელისა, ლავანდა, როზმარინი და ტეგანი. ისინი დაგავიწყებთ ნევროზს, უძილობასა და ქრონიკულ დაღლილობას.
  • ჭრილობების შესახორცებლად – ეს ბალახები დაგეხმარებათ სისხლდენის დროს, გამოიყენება ქსოვილების რეგენერაციისთვის: ზიზილა, იისფერი ექინაცეა, დანდური, გულყვითელა, ხახვი, მკერვალა, მონარდა. მორწყეთ კვირაში ორჯერ, ცხელ, მშრალ სეზონზე.
  • სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს – ფილტვების ინფექციის დროს, რომელიც ხშირად ახლავს გაციებას, აიღეთ გულსოსანა, თავშავა, წიწინაური, ქონდარი, სალბი, გვერდელა. მორწყეთ კვირაში ერთხელ.
  • ტონუსში მომყვანი მცენარეები – თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად და გამოსაფხიზლებლად, გაზარდეთ კულმუხო, როდიოლა, ქრიზანთემა, თეთრი ექინაცეა, ჩაგირი.

ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა სიტყვა “ნატურალური” ავტომატურად მატებს ფასს პროდუქტს. ყველა ეძებს ეკოლოგიურად სუფთა ხილს, სახლის ბოსტნეულს, ჩაების ნარევსა და ნატურალურ წამლებს. ამიტომ, ზედმეტი არ იქნება საკუთარი სააფთიაქო ნაკვეთის მოწყობა. იგი არც ისე დიდ ადგილს იკავებს, თუმცა, უზარმაზარი სარგებელი მოაქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს