როგორ გავაკრიალოთ მინანქრიანი ქვაბი ხელმისაწვდომი საშუალებებით

221

სტუდენტობის წლებში, ჩემი ქმარი საბავშვო ბანაკის ხელმძღვანელი იყო. მრავალი წლის შემდეგაც კი იხსენებს მრავალ კურიოზულ მოვლენას და ისტორიებს მიყვება. ხშირად მეუბნება, რომ მათ ცუდად აჭმევდნენ. ხელმძღვანელს ისეთივე ულუფა ერგებოდა, როგორიც 10 წლის ბავშვებს. ხორცის წვნიანში ხორცის პოვნა იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებას ნიშნავდა, კარაქიან პურს კი ასე ვერ უწოდებდით. აი, იქ მომუშავე ქალები კი საღამოობით სახლში სავსე ჩანთებით ბრუნდებოდნენ. მიუხედავად ამ უსიამოვნებისა, იქ ჭურჭლის სისუფთავეს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა. რამდენადაც ნორმებით დაუშვებელი იყო თანამედროვე ძლიერი სარეცხი საშუალებების გამოყენება, ძირითად, ამისთვის სოდას იყენებდნენ. მაგრამ, როგორ ახერხებდნენ მინანქრიანი ქვაბების გაკრიალებას, რასაც სოდა ვერ უმკლავდება?

ცხიმისა და საკვების ნარჩენების მოსაშორებლად, საზოგადოებრივი სასადილოები იყენებენ კალცინირებულ სოდას, შემდეგ კი ჭურჭელს სადეზინფექციო ხსნარით ავლებენ. დროთა განმავლობაში, ეს ქათქათა ემალის ჭურჭელი ნადებით იფარება. ჩვეულებრივი სოდა უკვე ამას ვეღარ გაუმკლავდება. Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ძველ საბჭოურ მეთოდს, რომელიც ათწლეულებმა გამოსცადა.

როგორ გავაკრიალოთ მინანქრის ჭურჭელი

დაგჭირდებათ

  • “ბელიზნა”
  • კალცინირებული სოდა
  • მდუღარე წყალი

რეცხვის პროცესი

  1. აადუღეთ წყალი ნადებიან ქვაბში.
  2. დაუმატეთ 1 ს.. სოდა და 2 ს.კ. “ბელიზნა”, წყლის თითო ლიტრზე.
  3. ურიეთ, სოდა ბოლომდე რომ გაიხსნას, სითხე კი ქვაბში 10 წუთით გააჩერეთ.
  4. ახლა გადაღვარეთწყალი და კარგად გარეცხეთ ქვაბი გამდინარე წყალში.

როგორც ხედავთ, მინანქრიანი ქვაბი მარტივად, იაფად და სწრაფად ირეცხება. თუ დაიღალეთ ჭურჭლის ხეხვით, ეს მეთოდი აუცილებლად უნდა სცადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს